მოიძებნა 668042 ჩანაწერი
567941.
ბინდი | თავი XX
– არა, ათი წელია, იქ აღარ ვყოფილვარ.
"No, I haven't been there in almost ten years.
567942.
ბინდი | თავი XX
საშინლად ვცეკვავდი, წარმოდგენის დროს ყოველთვის ბოლო რიგებში ვიდექი.
I was a terrible dancer — they always put me in the back for recitals."
567943.
ბინდი | თავი XX
– ანუ, იქ ისევ მოხვედრის არანაირი მიზეზი არ გაქვს? – არ მომეშვა ელისი.
"So there's no way it could be connected with you?" Alice asked intently.
567944.
ბინდი | თავი XX
– არა, ახლა მგონი სხვა მფლობელიც ჰყავს.
"No, I don't even think the same person owns it."
567945.
ბინდი | თავი XX
და საერთოდ, მგონი, ეს სულ სხვა სტუდიაა.
I'm sure it's just another dance studio, somewhere.
567946.
ბინდი | თავი XX
– შენ რომ დადიოდი, ის სტუდია სად მდებარეობდა? – მშვიდად მკითხა ჯასპერმა.
"Where was the studio you went to?" Jasper asked in a casual voice.
567947.
ბინდი | თავი XX
– დედაჩემის სახლთან ახლოს.
"It was just around the corner from my mom's house."
567948.
ბინდი | თავი XX
მეცადინეობა სკოლის შემდეგ მეწყებოდა...
I used to walk there after school.
567949.
ბინდი | თავი XX
– აქ, ფენიქსში? – კვლავინდებურად მშვიდად მკითხა მან.
"Here in Phoenix, then?" His voice was still casual.
567950.
ბინდი | თავი XX
– ჰო, – ჩურჩულით ვუპასუხე, – ორმოცდამეთვრამეტე და კაქტუსის ქუჩების გადაკვეთაზე.
"Yes," I whispered. "Fifty-eighth Street and Cactus".
567951.
ბინდი | თავი XX
ენაჩავარდნილები დავაშტერდით ნახატს.
We all sat in silence, staring at the drawing.
567952.
ბინდი | თავი XX
– ელის, ტელეფონით სარგებლობა უსაფრთხოა? – კი, ნომერი ვაშინგტონურია.
"Alice, is that phone safe?" "Yes," she reassured me. "The number would just trace back to Washington".
567953.
ბინდი | თავი XX
– დედაჩემს უნდა დავურეკო.
"Then I can use it to call my mom".
567954.
ბინდი | თავი XX
– მეგონა, ფლორიდაში იყო.
"I thought she was in Florida".
567955.
ბინდი | თავი XX
ხმა ამიკანკალდა.
My voice trembled.
567956.
ბინდი | თავი XX
ედუარდის ნათქვამი გამახსენდა, როგორ დაძვრებოდა ის ჟღალთმიანი ვამპირი ქალი ჩარლის სახლსა და ფორკსის სკოლაში – ალბათ ჩემს საბუთებს ეძებდა.
I was thinking about something Edward had said, about the red-haired female at Charlie's house, at the school, where my records would be.
567957.
ბინდი | თავი XX
– როგორ დაუკავშირდები?
"How will you reach her?"
567958.
ბინდი | თავი XX
– ჯასპერ, რას ფიქრობ? – დაეკითხა ელისი.
"Jasper?" Alice asked.
567959.
ბინდი | თავი XX
– მგონი, არაფერი დაშავდება, ოღონდ შენს ახლანდელ ადგილსამყოფელზე არაფერი წამოგცდეს.
"I don't think there's any way it could hurt — be sure you don't say where you are, of course".
567960.
ბინდი | თავი XX
მეოთხე ზარის შემდეგ დედაჩემის მხიარულმა ხმამ შეტყობინების დატოვება შემომთავაზა.
It rang four times, and then I heard my mom's breezy voice telling me to leave a message.