მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568001.
ბინდი | თავი XXI
– ელის, მას ვერ დავამარცხებთ. ყველა ჩემს ნათესავს სამუდამოდ ვერ დაიცავთ.
"I can't win, Alice. You can't guard everyone I know forever."
568002.
ბინდი | თავი XXI
ვერ ხედავ, რას აკეთებს?
Don't you see what he's doing?
568003.
ბინდი | თავი XXI
მე სულაც არ დამდევს.
He's not tracking me at all.
568004.
ბინდი | თავი XXI
ვინმე ჩემთვის ახლობელ ადამიანს იპოვის და...
He'll find someone, he'll hurt someone I love.
568005.
ბინდი | თავი XXI
ელის, ვერ შევძლებ...
Alice, I can't...
568006.
ბინდი | თავი XXI
– ბელა, ჩვენ მას აუცილებლად დავიჭერთ, – აღმითქვა მან.
"We'll catch him, Bella," she assured me.
568007.
ბინდი | თავი XXI
– რამე რომ მოგივიდეს, ელის?
"And what if you get hurt, Alice?
568008.
ბინდი | თავი XXI
გგონია, ამას გადავიტან?
Do you think that's okay with me?
568009.
ბინდი | თავი XXI
გგონია, რომ მხოლოდ ჩემი ადამიანური ოჯახის განადგურებით მომაყენებს ზიანს? ელისმა მრავლისმეტყველად გახედა ჯასპერს.
Do you think it's only my human family he can hurt me with?" Alice looked meaningfully at Jasper.
568010.
ბინდი | თავი XXI
უეცრად ლეთარგიული ძილი მომერია, მოვითენთე და უნებურად თვალები დავხუჭე.
A deep, heavy fog of lethargy washed over me, and my eyes closed without my permission.
568011.
ბინდი | თავი XXI
მივხვდი, ვისი ხელიც ერია ამაში და გავიბრძოლე – თვალები ძალისძალად გავახილე, წამოვდექი და ჯასპერს მოვცილდი.
My mind struggled against the fog, realizing what was happening. I forced my eyes open and stood up, stepping away from Jasper's hand.
568012.
ბინდი | თავი XXI
– არ მინდა ძილი, – მკაცრად განვაცხადე და მეორე ოთახში გასულმა, კარი ძლიერად გავიჯახუნე.
"I don't want to go back to sleep," I snapped. I walked to my room and shut the door, slammed it really.
568013.
ბინდი | თავი XXI
ამჯერად ელისი აღარ გამომყვა.
This time Alice didn't follow me.
568014.
ბინდი | თავი XXI
ლოგინზე მოკუნტული ვიწექი და სამსაათნახევარი უაზროდ მივშტერებოდი ცარიელ კედელს.
For three and a half hours I stared at the wall, curled in a ball, rocking.
568015.
ბინდი | თავი XXI
ამდენი ფიქრისგან თავი მტკიოდა, მაგრამ კოშმარული ვითარებიდან გამოსავალს ვერ ვპოულობდი.
My mind went around in circles, trying to come up with some way out of this nightmare. There was no escape, no reprieve.
568016.
ბინდი | თავი XXI
გარდაუვალი აღსასრული მიახლოვდებოდა, მხოლოდ იმისთვის უნდა მებრძოლა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაშავებულიყო, სანამ საბედისწერო დასასრულამდე მივაღწევდი.
I could see only one possible end looming darkly in my future. The only question was how many other people would be hurt before I reached it.
568017.
ბინდი | თავი XXI
მხოლოდ ის მანუგეშებდა, რომ მალე ედუარდი ჩამოვიდოდა.
The only solace, the only hope I had left, was knowing that I would see Edward soon.
568018.
ბინდი | თავი XXI
როცა ტელეფონმა დარეკა, დარცხვენილი გავედი მისაღებ ოთახში.
When the phone rang, I returned to the front room, a little ashamed of my behavior.
568019.
ბინდი | თავი XXI
თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი კარგად ხვდებოდნენ, რომ მათი დიდად მადლიერი ვიყავი და იმ თავხედური გამოხდომის მიზეზი მხოლოდ ნერვიულობა იყო.
I hoped I hadn't offended either of them, that they would know how grateful I was for the sacrifices they were making on my account.
568020.
ბინდი | თავი XXI
ელისი ისევ გამალებული ესაუბრებოდა ვიღაცას, ხოლო ჯასპერი ოთახიდან საერთოდ გასულიყო.
Alice was talking as rapidly as ever, but what caught my attention was that, for the first time, Jasper was not in the room.