მოიძებნა 668042 ჩანაწერი
567981.
ბინდი | თავი XXI
ელისი და ჯასპერი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ. ელისი ისევ რაღაცას ხატავდა, ჯასპერი თვალს ადევნებდა.
Alice and Jasper were sitting together on the sofa, Alice sketching again while Jasper looked over her shoulder.
567982.
ბინდი | თავი XXI
ფეხაკრეფით მივუახლოვდი ჯასპერს.
I crept to Jasper's side to peek.
567983.
ბინდი | თავი XXI
– ისევ ხილვა ჰქონდა? – ვკითხე ჩუმად.
"Did she see something more?" I asked him quietly.
567984.
ბინდი | თავი XXI
– ჰო. ის იმ ოთახშია, სადაც ვიდეომაგნიტოფონი დგას, მაგრამ ახლა ოთახში შუქი ანთია.
"Yes. Something's brought him back to the room with the VCR, but it's light now".
567985.
ბინდი | თავი XXI
ელისი კვადრატული ფორმის ოთახს ხატავდა; დაბალ ჭერს მუქი კოჭები ამაგრებდა.
I watched as Alice drew a square room with dark beams across its low ceiling.
567986.
ბინდი | თავი XXI
იატაკზე შავად მოქარგული ხალიჩა ეფინა, სამხრეთ კედელზე ფანჯარა ამოეჭრათ, დასავლეთი კედელი თაღით სასტუმრო ოთახს უერთდებოდა.
The floor had a dark carpet with a pattern in it. There was a large window against the south wall, and an opening through the west wall led to the living room.
567987.
ბინდი | თავი XXI
– მანდ ტელეფონი დევს.
"The phone goes there."
567988.
ბინდი | თავი XXI
– ეს დედაჩემის სახლია.
"That's my mother's house".
567989.
ბინდი | თავი XXI
სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ ელისი ტელეფონზე ნომერს კრეფდა.
Alice was already off the couch, phone in hand, dialing.
567990.
ბინდი | თავი XXI
გაოგნებული დავაშტერდი ზედმიწევნით ზუსტად დახატულ დედაჩემის სახლის სასტუმრო ოთახს.
I stared at the precise rendering of my mother's family room.
567991.
ბინდი | თავი XXI
ჯასპერმა თავისთვის არადამახასიათებელი რამ ჩაიდინა – ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი მხარზე დამადო. ამ ფიზიკურმა კონტაქტმა მისი დამამშვიდებელი უნარი გააძლიერა.
Uncharacteristically, Jasper slid closer to me. He lightly touched his hand to my shoulder, and the physical contact seemed to make his calming influence stronger.
567992.
ბინდი | თავი XXI
მღელვარება ოდნავ დამიცხრა, შიში გამეფანტა.
The panic stayed dull, unfocused.
567993.
ბინდი | თავი XXI
ელისი უკვე ვიღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ ტუჩებს ისე სწრაფად ამოძრავებდა, რომ გადაბმული სიტყვების ნაკადიდან დაწყობილი აზრი ვერ გამომქონდა.
Alice's lips were trembling with the speed of her words, the low buzzing impossible to decipher.
567994.
ბინდი | თავი XXI
– ბელა, ედუარდი შენს წასაყვანად მოდის.
"Bella, Edward is coming to get you."
567995.
ბინდი | თავი XXI
ის, ემეტი და კარლაილი ცოტა ხნით სადმე სხვაგან გადაგმალავენ.
He and Emmett and Carlisle are going to take you somewhere, to hide you for a while.
567996.
ბინდი | თავი XXI
– ედუარდი მოდის? – უსასოობის ზღვაში ჩაძირულს, თითქოს სამაშველო რგოლი გადმომიგდეს.
"Edward is coming?" The words were like a life vest, holding my head above the flood.
567997.
ბინდი | თავი XXI
– ჰო, სიეტლიდან პირველივე რეისით გამოფრინდება.
"Yes, he's catching the first flight out of Seattle."
567998.
ბინდი | თავი XXI
ჩვენ აეროპორტში შევხვდებით და მერე მას თან გაჰყვები.
We'll meet him at the airport, and you'll leave with him.
567999.
ბინდი | თავი XXI
– კი მაგრამ, დედაჩემი... მეძებარი დედაჩემის შეპყრობას აპირებს, ელის! – ჯასპერის იქვე დგომის მიუხედავად, ისტერიულად ავბუტბუტდი.
"But, my mother. he came here for my mother, Alice!" Despite Jasper, the hysteria bubbled up in my voice.
568000.
ბინდი | თავი XXI
– მე და ჯასპერი აქ დავრჩებით და მივხედავთ.
"Jasper and I will stay till she's safe".