მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568061.
ბინდი | თავი XXI
ვიცი, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ, გაფრთხილებ, თუ უჩუმრად ვინმეს გამოიყოლებ, დედაშენს საქმე ცუდად წაუვა, – მეგობრული ხმით დამემუქრა.
I'm sure it won't be easy, but if I get the slightest hint that you have any company, well, that would be very bad for your mother," the friendly voice promised.
568062.
ბინდი | თავი XXI
გასაგებია?
Do you understand?
568063.
ბინდი | თავი XXI
ხმა ჩამიწყდა.
My voice broke.
568064.
ბინდი | თავი XXI
– ძალიან კარგი, ბელა.
"Very good, Bella."
568065.
ბინდი | თავი XXI
ახლა მითითებებს მოგცემ.
Now this is what you have to do.
568066.
ბინდი | თავი XXI
დედაშენის სახლში წახვალ და იქიდან დამირეკავ.
I want you to go to your mother's house.
568067.
ბინდი | თავი XXI
ჩემი ნომერი ტელეფონის გვერდზე დევს. იქ გეტყვი, სადაც უნდა მოხვიდე.
Next to the phone there will be a number. Call it, and I'll tell you where to go from there.
568068.
ბინდი | თავი XXI
– მე უკვე ვიცოდი, სადაც დამიბარებდა და მასთან შეხვედრა როგორც დამთავრდებოდა, მაგრამ ინსტრუქციებს მაინც ზუსტად შევასრულებდი.
I already knew where I would go, and where this would end. But I would follow his instructions exactly.
568069.
ბინდი | თავი XXI
– მოახერხებ ამას?
"Can you do that?"
568070.
ბინდი | თავი XXI
– ოღონდ, გთხოვ, იჩქარე, ბელა. ნაშუადღევს სხვა საქმეები მაქვს, – თავაზიანად მთხოვა კაცმა.
"Before noon, please, Bella. I haven't got all day," he said politely.
568071.
ბინდი | თავი XXI
– ფილი სად არის?
"Where's Phil?"
568072.
ბინდი | თავი XXI
– ო, ბელა, დაუკვირდი, როგორ იქცევი!
"Ah, be careful now, Bella."
568073.
ბინდი | თავი XXI
ხომ გთხოვე, ჩემი ნებართვის გარეშე ხმა არ ამოიღო-მეთქი!
Wait until I ask you to speak, please.
568074.
ბინდი | თავი XXI
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენმა მეგობრებმა არაფერი იეჭვონ.
"It's important, now, that you don't make your friends suspicious when you go back to them."
568075.
ბინდი | თავი XXI
ასე უთხარი, დედაჩემმა დარეკა და დროებით შინ დაბრუნება გადავაფიქრებინე-თქო.
Tell them that your mother called, and that you talked her out of coming home for the time being.
568076.
ბინდი | თავი XXI
გაიმეორე, „გმადლობ, დედა“, მიდი!
Now repeat after me, 'Thank you, Mom.' Say it now.
568077.
ბინდი | თავი XXI
– გმადლობ, დედა, – თვალებზე ცრემლები მომადგა.
"Thank you, Mom". The tears were coming.
568078.
ბინდი | თავი XXI
– თქვი, „მიყვარხარ, დედა, მალე შევხვდებით!“
"Say, 'I love you, Mom, I'll see you soon.' Say it now".
568079.
ბინდი | თავი XXI
– მიყვარხარ, დედა, მალე შევხვდებით, – ყრუდ გავიმეორე.
"I love you, Mom". My voice was thick. "I'll see you soon."
568080.
ბინდი | თავი XXI
– ნახვამდის, ბელა. იმედია, არ დაიგვიანებ, – ტელეფონი გაითიშა.
"Goodbye, Bella. I look forward to seeing you again". He hung up.