მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568101.
ბინდი | თავი XXI
– ელის, – მშვიდად მივმართე გოგონას, – დედაჩემისთვის რომ წერილი დავწერო, ხომ გადასცემ? დედაჩემის სახლში დატოვე, რომ იპოვოს.
"Alice," I asked slowly, without turning, keeping my voice level. "If I write a letter for my mother, would you give it to her? Leave it at the house, I mean".
568102.
ბინდი | თავი XXI
– რა თქმა უნდა, ბელა, – რაღაც იეჭვა მან.
"Sure, Bella". Her voice was careful.
568103.
ბინდი | თავი XXI
კიდევ უფრო მეტად რომ არ ჩამძიებოდა, საძინებელში გავედი, ქაღალდის ფურცელი ტუმბოზე დავდე და აკანკალებული ხელით გამოვიყვანე ასოები.
I had to keep my emotions under better control. I went into the bedroom again, and knelt next to the little bedside table to write.
568104.
ბინდი | თავი XXI
„ედუარდ, მიყვარხარ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მან დედაჩემი დაიჭირა.
"Edward, I love you. I am so sorry. He has my mom.
568105.
ბინდი | თავი XXI
მაპატიე.
I am so very, very sorry.
568106.
ბინდი | თავი XXI
ელისს და ჯასპერს ნუ გაუბრაზდები.
Don't be angry with Alice and Jasper.
568107.
ბინდი | თავი XXI
სასწაული იქნება, თუ მათ გავექცევი.
If I get away from them it will be a miracle.
568108.
ბინდი | თავი XXI
ჩემ მაგივრად გადაუხადე ორივეს მადლობა. განსაკუთრებით, ელისს.
Tell them thank you for me. Alice especially, please.
568109.
ბინდი | თავი XXI
გთხოვ, ძალიან გთხოვ, ჩემს მოძებნას ნუ შეეცდები.
And please, please, don't come after me.
568110.
ბინდი | თავი XXI
მასაც ზუსტად ეს უნდა.
That's what he wants.
568111.
ბინდი | თავი XXI
ვერაფრით გადავიტან, რომ ვინმე ჩემ გამო დაშავდეს, განსაკუთრებით კი – შენ.
I can't bear it if anyone has to be hurt because of me, especially you.
568112.
ბინდი | თავი XXI
მხოლოდ ამას გთხოვ და გემუდარები, თხოვნა შემისრულე.
Please, this is the only thing I can ask you now.
568113.
ბინდი | თავი XXI
მიყვარხარ.
I love you.
568114.
ბინდი | თავი XXI
მაპატიე.
Forgive me.
568115.
ბინდი | თავი XXI
წერილი დავკეცე და კონვერტში ჩავდე.
I folded the letter carefully, and sealed it in the envelope.
568116.
ბინდი | თავი XXII
დრო თითქოს გაჩერდა.
The minutes were ticking by more slowly than usual.
568117.
ბინდი | თავი XXII
ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში რამე თუ გამაკვირვებდა, აღარ მეგონა, მაგრამ როცა უეცრად ელისი მკვეთრი მოძრაობით წამოხტა და მაგიდის ზედაპირს ორივე ხელით დაეყრდნო.
I would have thought I was far beyond the ability to be surprised, my thoughts tortured and unstable, but I was surprised when I saw Alice bent over the desk, gripping the edge with two hands.
568118.
ბინდი | თავი XXII
– ელის, რა მოგივიდა? მას ჩემი ძახილი არ გაუგონია, თავს აქეთ-იქით აქნევდა.
"Alice?" She didn't react when I called her name, but her head was slowly rocking side to side.
568119.
ბინდი | თავი XXII
არაფრისმთქმელი, დაბნეული თვალები ჰქონდა.
Her eyes were blank, dazed.
568120.
ბინდი | თავი XXII
მაშინვე დედაჩემი გამახსენდა.
My thoughts flew to my mother.