მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568161.
ბინდი | თავი XXII
ელისი და ჯასპერი ფრენების განრიგის დაფასთან შედგნენ და ქალაქების დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვას შეუდგნენ.
Alice and Jasper spent a long time looking at the departing flights board. I could hear them discussing the pros and cons of the cities.
568162.
ბინდი | თავი XXII
ქალაქები, რომლებიც არასოდეს მენახა და ვერც ვერასოდეს ვნახავდი.
Places I'd never seen. And would never see.
568163.
ბინდი | თავი XXII
ხელსაყრელი შემთხვევის მოლოდინში სკამზე ჩამომჯდარი ფეხებს შეუჩერებლად ვაბაკუნებდი.
I waited for my opportunity, impatient, unable to stop my toe from tapping.
568164.
ბინდი | თავი XXII
მეტალოდეტექტორებთან ახლოს ვისხედით. ჯასპერი და ელისი თავს მაჩვენებდნენ, ვითომ მგზავრების ნაკადს უყურებდნენ, სინამდვილეში კი მე მითვალთვალებდნენ.
We sat in the long rows of chairs by the metal detectors, Jasper and Alice pretending to people-watch but really watching me.
568165.
ბინდი | თავი XXII
საკმარისი იყო, სანტიმეტრით მაინც გავჩოჩებულიყავი განზე, რომ მაშინვე ჩემკენ გამოიხედავდნენ.
Every inch I shifted in my seat was followed by a quick glance out of the corner of their eyes.
568166.
ბინდი | თავი XXII
დავიბენი.
It was hopeless.
568167.
ბინდი | თავი XXII
იქნებ, ჯობდა, წამოვმხტარიყავი და გავქცეულიყავი?
Should I run?
568168.
ბინდი | თავი XXII
სახალხოდ ჩემს ძალით შეჩერებას ხომ ვერ გაბედავდნენ?!
Would they dare to stop me physically in this public place?
568169.
ბინდი | თავი XXII
მაგრამ რომ გამომყოლოდნენ?
Or would they simply follow?
568170.
ბინდი | თავი XXII
ჯიბიდან დალუქული კონვერტი ამოვიღე და ელისის ტყავის ხელჩანთას ზედ დავადე.
I pulled the unmarked envelope out of my pocket and set it on top of Alice's black leather bag.
568171.
ბინდი | თავი XXII
გოგონამ გამომხედა.
She looked at me.
568172.
ბინდი | თავი XXII
– ჩემი წერილია, – ავუხსენი.
"My letter," I said.
568173.
ბინდი | თავი XXII
მით უკეთესი – წერილი მის ხელში უფრო მალე მოხვდებოდა.
He would find it soon enough.
568174.
ბინდი | თავი XXII
წუთები სწრაფად გადიოდა და ედუარდის ჩამოფრენის დრო ახლოვდებოდა.
The minutes passed and Edward's arrival grew closer.
568175.
ბინდი | თავი XXII
სხეულის ყოველი უჯრედით ვგრძნობდი და ვნატრობდი მის გამოჩენას.
It was amazing how every cell in my body seemed to know he was coming, to long for his coming.
568176.
ბინდი | თავი XXII
და სწორედ ეს მიმძიმებდა გულს.
That made it very hard.
568177.
ბინდი | თავი XXII
ერთი პირობა შევყოყმანდი, იქნებ დავრჩე, ჯერ ედუარდი ვნახო და მერე გავიქცე-მეთქი, მაგრამ მეორე წამს ცხადად გავიაზრე, რომ მერე გაქცევის არანაირი შანსი აღარ მექნებოდა.
I found myself trying to think of excuses to stay, to see him first and then make my escape. But I knew that was impossible if I was going to have any chance to get away.
568178.
ბინდი | თავი XXII
ელისმა რამდენჯერმე შემომთავაზა, სასაუზმოდ გამოგყვებიო, მაგრამ უარი ვუთხარი.
Several times Alice offered to go get breakfast with me. Later, I told her, not yet.
568179.
ბინდი | თავი XXII
ფრენების განრიგს შევცქეროდი. თვითმფრინავები ზუსტად მოცემულ დროს ეშვებოდნენ.
I stared at the arrival board, watching as flight after flight arrived on time.
568180.
ბინდი | თავი XXII
სიეტლის რეისი ნელ-ნელა სიის სათავეში მოექცა.
The flight from Seattle crept closer to the top of the board.