მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568141.
ბინდი | თავი XXII
ჩანთიდან ფულით სავსე წინდა ამოვქექე და შარვლის ჯიბეში ჩავიდე.
I dug through my bag until I found my sock full of money. I emptied it into my pocket.
568142.
ბინდი | თავი XXII
შვიდ საათზე სასტუმრო დავტოვეთ.
We left hotel by seven.
568143.
ბინდი | თავი XXII
ელისი ჯასპერის გვერდით იჯდა. თავი ჯასპერისკენ მიეტრიალებინა, მაგრამ მზის სათვალის ქვემოდან წამდაუწუმ ჩემკენ აპარებდა თვალს.
Alice leaned against the door, her face toward Jasper but, behind her sunglasses, shooting glances in my direction every few seconds.
568144.
ბინდი | თავი XXII
– ელის, – გულგრილად დავუძახე.
"Alice?" I asked indifferently.
568145.
ბინდი | თავი XXII
– ეს ხილვები... რანაირია? – ფანჯარაში მოწყენილი სახით გავიხედე და უხალისოდ ვკითხე.
"How does it work? The things that you see?" I stared out the side window, and my voice sounded bored.
568146.
ბინდი | თავი XXII
– ედუარდმა მითხრა, ცოტა გაურკვეველია, მომავალი გამუდმებით იცვლებაო, – მისი სახელის წარმოთქმა წარმოუდგენლად გამიჭირდა.
"Edward said it wasn't definite, that things change?" It was harder than I would have thought to say his name.
568147.
ბინდი | თავი XXII
ეტყობა, ჯასპერმა ეს უმალვე იგრძნო და მანქანის სალონი სიმყუდროვის შეგრძნების ძლიერმა ნაკადმა აავსო.
That must have been what alerted Jasper, why a fresh wave of serenity filled the car.
568148.
ბინდი | თავი XXII
– ჰო, მომავალი ცვალებადია... – წაიბუტბუტა გოგონამ, – ზოგი რამ უფრო ცხადი და თავიდანვე განსაზღვრულია. მაგალითად, ამინდი.
"Yes, things change". she murmured. "Some things are more certain than others. like the weather."
568149.
ბინდი | თავი XXII
აი, ადამიანების შემთხვევაში, საქმე რთულადაა.
People are harder.
568150.
ბინდი | თავი XXII
ვინმეს მომავალი მხოლოდ იმ მომენტშია განსაზღვრული, როცა რაღაც გადაწყვეტილებას იღებს.
I only see the course they're on while they're on it.
568151.
ბინდი | თავი XXII
თუმცა, როგორც კი გადაწყვეტილებას თუნდაც სულ უმნიშვნელოდ შეცვლის, მთელი მომავალი ირევა.
Once they change their minds — make a new decision, no matter how small — the whole future shifts.
568152.
ბინდი | თავი XXII
– ანუ, ჯეიმსი ფენიქსში მხოლოდ მას შემდეგ იხილე, რაც მან აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა?
"So you couldn't see James in Phoenix until he decided to come here".
568153.
ბინდი | თავი XXII
ხოლო სარკეებიან ოთახში მას შემდეგ მიხილა, რაც ჯეიმსს შეხვედრაზე დავთანხმდი.
And she hadn't seen me in the mirror room with James until I'd made the decision to meet him there.
568154.
ბინდი | თავი XXII
ალბათ კიდევ სხვა რამეც ნახა ჩემზე, მაგრამ აღარ ჩავძიებივარ.
I tried not to think about what else she might have seen.
568155.
ბინდი | თავი XXII
ჯასპერი მაშინვე იეჭვებდა რამეს.
I didn't want my panic to make Jasper more suspicious.
568156.
ბინდი | თავი XXII
ბოლო ხილვით შეშფოთებულებმა, ისედაც გააორმაგეს ყურადღება და ეჭვი შემეპარა, საერთოდ თუ შევძლებდი მათგან გაქცევას.
They would be watching me twice as carefully now, anyway, after her vision. This was going to be impossible.
568157.
ბინდი | თავი XXII
თუმცა, ბედი მწყალობდა. ან, შეიძლება უბრალოდ დაემთხვა ასე, რადგან აეროპორტში მისულებმა, გავარკვიეთ, რომ ედუარდის თვითმფრინავი ყველაზე დიდ, მეოთხე ტერმინალში დაეშვებოდა.
Luck was with me, or maybe it was just good odds. Edward's plane was landing in terminal four.
568158.
ბინდი | თავი XXII
მესამე სართულზე კი ერთი კარი გადიოდა, რომლიდანაც გაქცევას მოვახერხებდი.
And there was a door on level three that might be the only chance.
568159.
ბინდი | თავი XXII
მანქანა მეოთხე სართულის უზარმაზარ სადგომზე დავაყენეთ.
We parked on the fourth floor of the huge garage.
568160.
ბინდი | თავი XXII
ჩემს მცველებს ლიფტით ჩავუძეხი მესამე სართულზე, სადაც თვითმფრინავის მგზავრების გადმოსხდომა მიმდინარეობდა.
I led the way, for once more knowledgeable about my surroundings than they were. We took the elevator down to level three, where the passengers unloaded.