მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568201.
ბინდი | თავი XXII
თუ ჯასპერი ჩემს სუნს მოჰყვებოდა, წამის დაკარგვაც არ შეიძლებოდა.
I would have only seconds if he was following my scent.
568202.
ბინდი | თავი XXII
ისე სწრაფად გავრბოდი, ავტომატურმა კარებმა გაღება ვერ მოასწრო და მინის წინაღობას ლამის ზედ შევასკდი.
I jumped out the automatic doors, nearly smacking into the glass when they opened too slowly.
568203.
ბინდი | თავი XXII
ჩემდა საუბედუროდ, გარეთ ერთი ტაქსიც არ იდგა.
Along the crowded curb there wasn't a cab in sight.
568204.
ბინდი | თავი XXII
დრო აღარ მრჩებოდა.
I had no time.
568205.
ბინდი | თავი XXII
ჯასპერმა და ელისმა ალბათ უკვე იცოდნენ, რომ გავიქეცი და თვალის დახამხამებაში მიპოვიდნენ.
Alice and Jasper were either about to realize I was gone, or they already had. They would find me in a heartbeat.
568206.
ბინდი | თავი XXII
სწორედ ამ დროს, ოდნავ მოშორებით მდგარი სასტუმრო „ჰაიატის“ საფირმო ავტობუსი დაიძრა.
A shuttle to the Hyatt was just closing its doors a few feet behind me.
568207.
ბინდი | თავი XXII
– გააჩერეთ! – ხელი დავუქნიე მძღოლს.
"Wait!" I called, running, waving at the driver.
568208.
ბინდი | თავი XXII
– ეს ავტობუსი სასტუმრო „ჰაიატს“ ემსახურება, – კარები გააღო მძღოლმა.
"This is the shuttle to the Hyatt," the driver said in confusion as he opened the doors.
568209.
ბინდი | თავი XXII
– ვიცი, – აქოშინებულმა წამოვიძახე, – მეც მანდ მივდივარ.
"Yes," I huffed, "that's where I'm going".
568210.
ბინდი | თავი XXII
მძღოლმა ერთი შემათვალიერა.
I hurried up the steps.
568211.
ბინდი | თავი XXII
ალბათ გაუკვირდა, ჩემი ბარგი რომ ვერსად დაინახა, მაგრამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა და არაფერი უთქვამს.
He looked askance at my luggage-less state, but then shrugged, not caring enough to ask.
568212.
ბინდი | თავი XXII
ავტობუსი თითქმის ცარიელი იყო.
Most of the seats were empty.
568213.
ბინდი | თავი XXII
მგზავრებისგან მოშორებით დავჯექი და ფანჯრიდან გავყურებდი, როგორ ნელ-ნელა მოეფარა თვალს აეროპორტი.
I sat as far from the other travelers as possible, and watched out the window as the airport, drifted away.
568214.
ბინდი | თავი XXII
წარმოვიდგინე, როგორ იდგებოდა ედუარდი აეროპორტის წინ, გაჩერებაზე, სადაც ჩემი კვალი წყდებოდა.
I couldn't help imagining Edward, where he would stand at the edge of the road when he found the end of my trail.
568215.
ბინდი | თავი XXII
„ახლა ნუ ატირდები, – შევუძახე თავს, – ჯერ კიდევ ბევრი საქმე დაგრჩა მოსაგვარებელი!“ ბედმა ისევ გამიღიმა.
I couldn't cry yet, I told myself. I still had a long way to go. My luck held.
568216.
ბინდი | თავი XXII
სასტუმრო „ჰაიატის“ წინ, ტაქსის საბარგულიდან, ცოლ-ქმარმა გადაღლილი გამომეტყველებით გამოიღო უკანასკნელი ჩემოდანი.
In front of the Hyatt, a tired-looking couple was getting their last suitcase out of the trunk of a cab.
568217.
ბინდი | თავი XXII
ავტობუსის საფეხურები კისრისტეხით ჩავირბინე და მანქანაში შევხტი.
I jumped out of the shuttle and ran to the cab, sliding into the seat behind the driver.
568218.
ბინდი | თავი XXII
ცოლ-ქმარმა და ტაქსის მძღოლმა გაოცებით გადმომხედეს.
The couple and the shuttle driver stared at me.
568219.
ბინდი | თავი XXII
მძღოლს დედაჩემის სახლის მისამართი ვუთხარი.
I told the surprised cabbie my mother's address.
568220.
ბინდი | თავი XXII
– სწრაფად იარეთ, მეჩქარება.
"I need to get there as soon as possible".