მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568181.
ბინდი | თავი XXII
და უცებ, ცაიტნოტში აღმოვჩნდი: ციფრები უეცრად შეიცვალა.
And then, when I had only thirty minutes to make my escape, the numbers changed.
568182.
ბინდი | თავი XXII
მისი თვითმფრინავი ათი წუთით ადრე დაეშვებოდა.
His plane was ten minutes early.
568183.
ბინდი | თავი XXII
გასაქცევად რამდენიმე წუთიღა მრჩებოდა... – მომშივდა, წავალ, ვისაუზმებ, – სასწრაფოდ წამოვდექი. – გამოგყვები, – ელისიც წამოდგა.
I had no more time. "I think I'll eat now," I said quickly. Alice stood. "I'll come with you".
568184.
ბინდი | თავი XXII
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ჯასპერი რომ გამომყვეს?
"Do you mind if Jasper comes instead?" I asked.
568185.
ბინდი | თავი XXII
რაღაც ვერ ვარ... – წინადადება არ დავამთავრე.
"I'm feeling a little". I didn't finish the sentence.
568186.
ბინდი | თავი XXII
ჩემი შიშით გაველურებული თვალები ისედაც ამბობდა სათქმელს.
My eyes were wild enough to convey what I didn't say.
568187.
ბინდი | თავი XXII
ჯასპერი წამოდგა.
Jasper stood up.
568188.
ბინდი | თავი XXII
ჩემდა საბედნიეროდ, ელისმა გაკვირვებით შემომხედა და არა – ეჭვის თვალით.
Alice's eyes were confused, but — I saw to my relief— not suspicious.
568189.
ბინდი | თავი XXII
ეტყობა, თავისი ხილვის ცვლილებას მეძებრის ეშმაკურ მანევრს მიაწერდა და ჩემგან ვერაგული ნაბიჯის გადადგმას არანაირად არ ელოდა.
She must be attributing the change in her vision to some maneuver of the tracker's rather than a betrayal by me.
568190.
ბინდი | თავი XXII
ჯასპერი უხმოდ მომყვებოდა, ხელით მსუბუქად მეხებოდა წელზე, თითქოს ჩემი თანმხლებიაო.
Jasper walked silently beside me, his hand on the small of my back, as if he were guiding me.
568191.
ბინდი | თავი XXII
რამდენიმე კაფეს გვერდი ავუარეთ, ვითომ იქაური მენიუ არ მომეწონა.
I pretended a lack of interest in the first few cafes, my head scanning for what I really wanted.
568192.
ბინდი | თავი XXII
სულ მალე იმას მივაგენი, რასაც ვეძებდი – ქალების ტუალეტს.
And there it was, around the corner, out of Alice's sharp sight: the level-three ladies' room.
568193.
ბინდი | თავი XXII
– თუ შეიძლება, აქ დამელოდე, – ვთხოვე ჯასპერს, – მალე გამოვალ.
"Do you mind?" I asked Jasper as we passed. "I'll just be a moment".
568194.
ბინდი | თავი XXII
ტუალეტის კარი მივხურე თუ არა, გავიქეცი.
As soon as the door shut behind me, I was running.
568195.
ბინდი | თავი XXII
ზუსტად მახსოვდა, რომ ტუალეტს ორი გასასვლელი ჰქონდა, ერთხელ ამის გამო გზა ამებნა და ტერმინალში ლამის დავიკარგე.
I remembered the time I had gotten lost from this bathroom, because it had two exits.
568196.
ბინდი | თავი XXII
მეორე გასასვლელიდან სულ რამდენიმე ნაბიჯი იყო ლიფტამდე. თუ ჯასპერი ისევ იქ იდგა, სადაც დავტოვე, ვერანაირად ვერ დამინახავდა.
Outside the far door it was only a short sprint to the elevators, and if Jasper stayed where he said he would, I'd never be in his line of sight.
568197.
ბინდი | თავი XXII
უკანმოუხედავად გავრბოდი; თუნდაც დავენახე, სხვა გზა მაინც აღარ მქონდა.
I didn't look behind me as I ran. This was my only chance, and even if he saw me, I had to keep going.
568198.
ბინდი | თავი XXII
ლიფტის კარი უკვე იკეტებოდა, მაგრამ ღრიჭოში ხელი შევყავი და, მგზავრების უკმაყოფილო ბუზღუნის მიუხედავად, სავსე ლიფტში შევძვერი.
Around the corner the elevators were waiting, and I dashed forward, throwing my hand between the closing doors of a full elevator headed down.
568199.
ბინდი | თავი XXII
მერე თავხედურად მივწიე-მოვწიე რამდენიმე კაცი და პირველ ღილაკს დავაწექი.
I squeezed in beside the irritated passengers, and checked to make sure that the button for level one had been pushed.
568200.
ბინდი | თავი XXII
აეროპორტის დაცვას ნელა ჩავუარე, მერე კი კისრისტეხით გავიქეცი გასასვლელისკენ.
I slowed myself as I passed the security guards by the luggage carousels, only to break into a run again as the exit doors came into view.