მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568221.
ბინდი | თავი XXII
– ეგ სკოტსდეილშია, – აბუზღუნდა მძღოლი.
"That's in Scottsdale," the driver complained.
568222.
ბინდი | თავი XXII
ოთხი ოცდოლარიანი შევაჩეჩე ხელში. – ეს გეყოფათ? – რა თქმა უნდა, გოგონა, პრობლემა არაა!
I threw four twenties over the seat. "Will that be enough?" "Sure, kid, no problem".
568223.
ბინდი | თავი XXII
სავარძელზე გადავწექი და ხელები კალთაში ჩავიწყვე.
I sat back against the seat, folding my arms across my lap.
568224.
ბინდი | თავი XXII
გარშემო ნაცნობი ხედები იცვლებოდა, მაგრამ მშობლიური ქალაქის თვალიერებისთვის არ მეცალა.
The familiar city began to rush around me, but I didn't look out the windows. I exerted myself to maintain control.
568225.
ბინდი | თავი XXII
შიშისა და მღელვარების დრო არ მქონდა, ჩემი გზა ცხადი იყო და მისთვის არ უნდა გადამეხვია.
There was no point in indulging in more terror, more anxiety. My path was set. I just had to follow it now.
568226.
ბინდი | თავი XXII
ამგვარად, თვალები დავხუჭე და მთელი ოცი წუთი მხოლოდ ედუარდზე ვფიქრობდი.
So, I closed my eyes and spent the twenty minutes' drive with Edward.
568227.
ბინდი | თავი XXII
წარმოვიდგინე, თითქოს აეროპორტში, ედუარდთან შესახვედრად დავრჩი.
I imagined that I had stayed at the airport to meet Edward.
568228.
ბინდი | თავი XXII
წარმოვიდგინე, როგორ შევდექი თითისწვერებზე, რომ შორიდანვე დამენახა მისი მშვენიერი სახე.
I visualized how I would stand on my toes, the sooner to see his face.
568229.
ბინდი | თავი XXII
ან სადმე უკაცრიელ მხარეში, სადაც მზის შუქზე ორივე თავისუფლად ვისეირნებდით...
Or maybe somewhere very remote, so we could lay in the sun together again.
568230.
ბინდი | თავი XXII
პლაჟის ცხელ ქვიშაზე წამოვწვებოდი, მისი კანი კი ზღვის ტალღებივით აბრჭყვიალდებოდა.
I imagined him by the shore, his skin sparkling like the sea.
568231.
ბინდი | თავი XXII
არც სასტუმროს ნომერში წლობით გამოკეტვაზე ვიტყოდი უარს, ოღონდ ის ჩემთან ყოფილიყო.
It wouldn't matter how long we had to hide. To be trapped in a hotel room with him would be a kind of heaven.
568232.
ბინდი | თავი XXII
იმდენ რამეზე მაინტერესებდა მისგან პასუხი, რომ მთელი დღეები ძილისა და ჭამის გარეშე, სულ ვისაუბრებდით და ვისაუბრებდით.
So many questions I still had for him. I could talk to him forever, never sleeping, never leaving his side.
568233.
ბინდი | თავი XXII
მისი სახე თვალწინ მედგა, მისი ხმაც ცხადად ჩამესმოდა.
I could see his face so clearly now. almost hear his voice.
568234.
ბინდი | თავი XXII
და მიუხედავად ჩემი უიმედო მდგომარეობისა, უეცრად თავი ბედნიერად ვიგრძენი.
And, despite all the horror and hopelessness, I was fleetingly happy.
568235.
ბინდი | თავი XXII
– სახლი რა ნომერია? ფერადი, სასიამოვნო სიზმრიდან ისევ საზარელსა და მძიმე რეალობაში დავბრუნდი.
"What was the number?" The cabbie's question let all the colors run out of my lovely delusions.
568236.
ბინდი | თავი XXII
– 58-21, – ყრუდ ჩავილაპარაკე.
"Fifty-eight twenty-one". My voice sounded strangled.
568237.
ბინდი | თავი XXII
ტაქსისტმა გამომხედა, ხომ არ ტირისო.
The cabbie looked at me, nervous that I was having an episode or something.
568238.
ბინდი | თავი XXII
– გამოდის, მოვსულვართ, – ერთი სული ჰქონდა, მანქანიდან გადავსულიყავი და ხურდა თავისთვის დაეტოვებინა.
"Here we are, then". He was anxious to get me out of his car, probably hoping I wouldn't ask for my change.
568239.
ბინდი | თავი XXII
– გმადლობთ, – წავიჩურჩულე.
"Thank you," I whispered.
568240.
ბინდი | თავი XXII
„ნუ გეშინია, სახლი ცარიელია!“ – გავიმხნევე თავი, სანამ შიგნით შევიდოდი.
There was no need to be afraid, I reminded myself. The house was empty.