მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568241.
ბინდი | თავი XXII
უნდა მეჩქარა, დედაჩემის სიცოცხლე ჩემზე იყო დამოკიდებული.
I had to hurry; my mom was waiting for me, frightened, depending on me.
568242.
ბინდი | თავი XXII
კართან მივირბინე და დაუფიქრებლად გადმოვიღე კარნიზის ქვემოდან გასაღები.
I ran to the door, reaching up automatically to grab the key under the eave.
568243.
ბინდი | თავი XXII
კარი გავაღე.
I unlocked the door.
568244.
ბინდი | თავი XXII
შიგნით ბნელოდა, ოთახში არავინ იყო.
It was dark inside, empty, normal.
568245.
ბინდი | თავი XXII
სამზარეულოში შუქი ავანთე და ტელეფონისკენ გავიქეცი.
I ran to the phone, turning on the kitchen light on my way.
568246.
ბინდი | თავი XXII
იქვე, თეთრ დაფაზე ლამაზად მიეწერათ ათციფრიანი ტელეფონის ნომერი.
There, on the whiteboard, was a ten-digit number written in a small, neat hand.
568247.
ბინდი | თავი XXII
ყურმილს დავწვდი და ნომრის აკრეფა დავიწყე. მღელვარებისგან თითები მიკანკალებდა და ღილაკებს შეცდომით ვაწვებოდი.
My fingers stumbled over the keypad, making mistakes.
568248.
ბინდი | თავი XXII
ყურმილი დავკიდე და ხელახლა ავიღე.
I had to hang up and start again.
568249.
ბინდი | თავი XXII
ამჯერად უფრო ყურადღებით ავკრიფე ნომერი. ზარი გავიდა.
I concentrated only on the buttons this time, carefully pressing each one in turn. I was successful.
568250.
ბინდი | თავი XXII
აცახცახებული ხელით მივიდე ყურმილი ყურზე.
I held the phone to my ear with a shaking hand.
568251.
ბინდი | თავი XXII
– გამარჯობა, ბელა, – მაშინვე მიპასუხეს სასიამოვნო ხმით, – ასე მალე არ გელოდი. გაოგნებული ვარ.
"Hello, Bella," that easy voice answered. "That was very quick. I'm impressed".
568252.
ბინდი | თავი XXII
– დედაჩემი ხომ კარგადაა? – მშვენივრადაა, ნუ ღელავ, ბელა. დედაშენთან საჩხუბარი არაფერი მაქვს. მთავარია, შენ არ გამოიყოლო ვინმე.
"Is my mom all right?" "She's perfectly fine. Don't worry, Bella, I have no quarrel with her. Unless you didn't come alone, of course".
568253.
ბინდი | თავი XXII
– მარტო ვარ, – ჩემს სიცოცხლეში ასე მარტო არასოდეს ვყოფილვარ.
I'm alone. I'd never been more alone in my entire life.
568254.
ბინდი | თავი XXII
– ძალიან კარგი. მაშინ მითხარი, შენს სახლთან ახლოს, მოსახვევში რომ საბალეტო სტუდიაა, გახსოვს?
"Very good. Now, do you know the ballet studio just around the corner from your home?"
568255.
ბინდი | თავი XXII
ყურმილი დავკიდე.
I hung up.
568256.
ბინდი | თავი XXII
ისევ გარეთ, მწველ სიცხეში გავვარდი.
I ran from the room, through the door, out into the baking heat.
568257.
ბინდი | თავი XXII
ბოლოს მის ოთახებში ჩემი მტერი დადიოდა.
The last person to walk through those familiar rooms was my enemy.
568258.
ბინდი | თავი XXII
გონებაში ბავშვობის მოგონებები ამომიტივტივდა. თვალწინ დამიდგა, ევკალიპტის ხის ქვეშ მდგარი დედაჩემი როგორ მადევნებდა თვალს ეზოში უდარდელად მოთამაშეს ან როგორ ყრიდა დამჭკნარ ყვავილებს საფოსტო ყუთთან ამოთხრილ პატარა ორმოში.
From the corner of my eye, I could almost see my mother standing in the shade of the big eucalyptus tree where I'd played as a child. Or kneeling by the little plot of dirt around the mailbox, the cemetery of all the flowers she'd tried to grow.
568259.
ბინდი | თავი XXII
ასფალტი თითქოს სველი ქვიშააო, ძლივს მივრბოდი.
I felt so slow, like I was running through wet sand.
568260.
ბინდი | თავი XXII
როგორც იქნა, მოსახვევამდეც მივაღწიე.
But at last I made it to the corner.