მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568261.
ბინდი | თავი XXII
ავტოსადგომი ცარიელი იყო, სტუდიის დარაბები – დახურული.
The parking lot in front was empty, the vertical blinds in all the windows drawn.
568262.
ბინდი | თავი XXII
სირბილი აღარ შემეძლო, ძლივს ვსუნთქავდი.
I couldn't run anymore — I couldn't breathe.
568263.
ბინდი | თავი XXII
მაგრამ დედაჩემს რომ ვიხსენებდი, ძალა მემატებოდა და როგორღაც მაინც წინ მივიწევდი.
I thought of my mother to keep my feet moving, one in front of the other.
568264.
ბინდი | თავი XXII
სტუდიის კარზე ხელით ნაწერი განცხადება გამოეკრათ. საბალეტო მეცადინეობები მხოლოდ არდადეგების შემდეგ განახლდებოდა.
It was handwritten on hot pink paper; it said the dance studio was closed for spring break.
568265.
ბინდი | თავი XXII
სახელური ჩამოვწიე, კარი ღია იყო.
I touched the handle, tugged on it cautiously. It was unlocked.
568266.
ბინდი | თავი XXII
ღრმად ჩავისუნთქე და შიგნით შევედი.
I fought to catch my breath, and opened the door.
568267.
ბინდი | თავი XXII
დერეფანში ბნელოდა, კონდიციონერი მუშაობდა და გრილოდა.
The lobby was dark and empty, cool, the air conditioner thrumming.
568268.
ბინდი | თავი XXII
პლასტიკატის სკამები კუთხეში მიეწყოთ, ხალიჩაც გაერეცხათ – შამპუნის ნაზი სურნელი ასდიოდა.
The plastic molded chairs were stacked along the walls, and the carpet smelled like shampoo.
568269.
ბინდი | თავი XXII
ფანჯრიდან დავინახე, რომ მარცხენა დარბაზში ბნელოდა, ხოლო მარჯვნივ, უფრო დიდ დარბაზში, შუქი ენთო.
The west dance floor was dark, I could see through the open viewing window. The east dance floor, the bigger room, was lit.
568270.
ბინდი | თავი XXII
ფანჯრებზე ფარდები იყო ჩამოფარებული.
The blinds were closed on the window.
568271.
ბინდი | თავი XXII
დარბაზში უნდა შევსულიყავი, მაგრამ ძრწოლამ ამიტანა და ადგილზე გავშეშდი.
Terror seized me so strongly that I was literally trapped by it. I couldn't make my feet move forward.
568272.
ბინდი | თავი XXII
უეცრად დედაჩემის ხმა მომესმა.
And then my mother's voice called.
568273.
ბინდი | თავი XXII
– ბელა, ბელა! – მისი ისტერიკული ყვირილის გაგონებისთანავე გიჟივით მოვწყდი ადგილს: – ბელა, როგორ შემაშინე!
"Bella? Bella?" That same tone of hysterical panic. I sprinted to the door, to the sound of her voice. "Bella, you scared me!"
568274.
ბინდი | თავი XXII
ასე აღარასოდეს მოიქცე! – მომესმა, როცა დარბაზის კარი შევაღე და შიგნით შევედი.
"Don't you ever do that to me again!" Her voice continued as I ran into the long, high-ceilinged room.
568275.
ბინდი | თავი XXII
დაბნეულმა მიმოვიხედე, მაგრამ ვერავინ დავინახე.
I stared around me, trying to find where her voice was coming from.
568276.
ბინდი | თავი XXII
უცებ მან გაიცინა. ხმის მიმართულებით შევტრიალდი და გავოგნდი: დედაჩემი ეკრანზე ჩანდა, გახარებული მიჩეჩავდა თმას.
I heard her laugh, and I whirled to the sound. There she was, on the TV screen, tousling my hair in relief.
568277.
ბინდი | თავი XXII
მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი და კალიფორნიაში ბებიას ვესტუმრეთ.
I was twelve. We'd gone to see my grandmother in California.
568278.
ბინდი | თავი XXII
იმ დღეს სანაპიროზე ვსეირნობდით. მე ჯებირს ძალიან მივუახლოვდი.
We went to the beach one day, and I'd leaned too far over the edge of the pier.
568279.
ბინდი | თავი XXII
დედაჩემს შეეშინდა, წონასწორობა არ დაკარგოსო, და შეშინებულმა დამიძახა: – ბელა, ბელა! და ეკრანი გაშავდა.
She'd seen my feet flailing, trying to reclaim my balance. "Bella? Bella?" she'd called to me in fear. And then the TV screen was blue.
568280.
ბინდი | თავი XXII
ნელა შემოვბრუნდი.
I turned slowly.