მოიძებნა 668042 ჩანაწერი
568301.
ბინდი | თავი XXII
გაცვეთილი ჯინსის შარვალი და გრძელსახელოიანი ცისფერი პერანგი ეცვა.
He wore a pale blue, long-sleeved shirt and faded blue jeans.
568302.
ბინდი | თავი XXII
– ალბათ შენი შეყვარებული შენ გამო იძიებს შურს, არა? – მომეჩვენა, რომ მას სწორედ ეს უნდოდა.
"I suppose you're going to tell me that your boyfriend will avenge you?" he asked, hopefully it seemed to me.
568303.
ბინდი | თავი XXII
– არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, ვთხოვე, რომ ეს არ გააკეთოს.
"No, I don't think so. At least, I asked him not to".
568304.
ბინდი | თავი XXII
– რა გიპასუხა? – არ ვიცი, – ასეთ თავაზიან მონადირესთან საუბარი არ მიჭირდა, – წერილი დავუტოვე.
"And what was his reply to that?" "I don't know". It was strangely easy to converse with this genteel hunter. "I left him a letter".
568305.
ბინდი | თავი XXII
– რა რომანტიკულია, უკანასკნელი წერილი. როგორ გგონია, შენს ბოლო სურვილს გაითვალისწინებს?
"How romantic, a last letter. And do you think he will honor it?"
568306.
ბინდი | თავი XXII
ამჯერად ხმაში მსუბუქი ირონია გამოერია.
His voice was just a little harder now.
568307.
ბინდი | თავი XXII
– იმედია.
"I hope so".
568308.
ბინდი | თავი XXII
– ჰმ, გამოდის, მე და შენ განსხვავებული სურვილები გვქონია.
"Hmmm. Well, our hopes differ then."
568309.
ბინდი | თავი XXII
იცი რა, ეს ნადირობა მეტისმეტად იოლი აღმოჩნდა. არ დაგიმალავ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ.
You see, this was all just a little too easy, too quick. To be quite honest, I'm disappointed.
568310.
ბინდი | თავი XXII
უფრო დიდ წინააღმდეგობას ველოდი.
I expected a much greater challenge.
568311.
ბინდი | თავი XXII
არაფერი ვუპასუხე.
I waited in silence.
568312.
ბინდი | თავი XXII
– რახან ვიქტორია მამაშენს ვერ უახლოვდებოდა, შენზე დამატებითი ცნობების მოძიება დავავალე.
When Victoria couldn't get to your father, I had her find out more about you.
568313.
ბინდი | თავი XXII
რატომ უნდა მერბინა მთელი პლანეტის გარშემო, როცა სადმე მყუდროდ მოკალათებული დაგირეკავდი და სადაც დაგიბარებდი, იქ მოხვიდოდი.
There was no sense in running all over the planet chasing you down when I could comfortably wait for you in a place of my choosing.
568314.
ბინდი | თავი XXII
ვიქტორიასთან საუბრის შემდეგ ფენიქსში დედაშენთან სტუმრობა გადავწყვიტე.
So, after I talked to Victoria, I decided to come to Phoenix to pay your mother a visit.
568315.
ბინდი | თავი XXII
გავიგე, როგორ იძახდი, სახლში ვბრუნდებიო.
I'd heard you say you were going home.
568316.
ბინდი | თავი XXII
თავიდან მეგონა, რომ იტყუებოდი.
At first, I never dreamed you meant it.
568317.
ბინდი | თავი XXII
მაგრამ ადამიანები ხომ ასეთი ერთფეროვნები ხართ, თქვენი აზრების ამოცნობა ადვილია, ყოველთვის ნაცნობ, მყუდრო გარემოს ირჩევთ.
But then I wondered. Humans can be very predictable; they like to be somewhere familiar, somewhere safe.
568318.
ბინდი | თავი XXII
რასაკვირველია, ეს მაინც ჩემი ეჭვები იყო.
But of course I wasn't sure, it was just a hunch.
568319.
ბინდი | თავი XXII
როცა ვინმეზე ვნადირობ, შეგრძნებები მიმძაფრდება.
I usually get a feeling about the prey that I'm hunting, a sixth sense, if you will.
568320.
ბინდი | თავი XXII
დედაშენის სახლში შენს ხმოვან შეტყობინებას მოვუსმინე, მაგრამ ვერ დავადგინე, საიდან რეკავდი.
I listened to your message when I got to your mother's house, but of course I couldn't be sure where you'd called from.