მოიძებნა 668060 ჩანაწერი
56981.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ისინიც გატრუნულნი უსმენდნენ და ამაფორიაქებელი, ძნელად მოსარევი სიხარული ეუფლებოდათ, როგორც საჩუქრის მომლოდინე ბავშვებს.
With baited breath they listened, and an exciting, almost uncontrollable joy took hold of them, like children expecting a present.
56982.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქარისა რომ შემოვიდა, მედეა თმას ივარცხნიდა.
When Chalciope came in, Medea was combing her hair.
56983.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
თმა ნაუცბათევად გაიკრა უკან და სარკე გვერდზე გადადო.
She hurriedly fastened her hair at the back and put the mirror aside.
56984.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
- რა ლამაზი ხარ, - უთხრა ქარისამ.
"How beautiful you are," Chalciope told her.
56985.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
მედეას გაეღიმა და უნებურად თვალი ისევ სარკისკენ გააპარა.
Medea smiled back, but couldn't help stealing another glance at the mirror.
56986.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქარისა დას გვერდით მიუჯდა, შუბლზე აკოცა და გაუმეორა, ძალიან ლამაზი ხარო.
Chalciope sat next to her sister, kissed her on the forehead and repeated, "You're very beautiful."
56987.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქარისამ იცოდა მოსიყვარულება, არც საქებარ სიტყვას დაიშურებდა ვინმესთვის.
Chalciope was good at ingratiating herself, and had plenty of praise for others.
56988.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
თვითონ რომ ყველაზე ლამაზი იყო, ეჭვიც არ ეპარებოდა, მაგრამ ეს სილამაზე სხვებისთვისაც უნდა ყოფილიყო ასატანი, სხვებსაც უნდა ეღიარებინა იგი.
She never had the slightest doubt that she was more beautiful than anyone, but this beauty had to be made bearable for others, others had to concede it.
56989.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ამიტომ არც ქარისა ივიწყებდა უმნიშვნელო ქრთამის გაღებას.
So Chalciope never forgot to give people tiny bribes.
56990.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ტკბილი სიტყვის დამადლება ისეთივე დანაშაულად მიაჩნდა, როგორც ავადმყოფთან ხელცარიელი მისვლა.
Grudging a kind word seemed to her as wrong as visiting the sick without bringing them something.
56991.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
მედეა უშნო გოგო არ იყო, მაგრამ არც ლამაზი ეთქმოდა, ამინდივით ცვალებადი გარეგნობა ჰქონდა, არა მარტო სახის ნაკვთები, მთელი სხეული შეეცვლებოდა ხოლმე, თვალების ფერიც კი.
Medea was not an ugly girl, but she could not be called a beauty: her appearance was as changeable as the weather. Not just her facial features, but her whole body would change, even the colour of her eyes.
56992.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ერთი წუთის წინ აყვავებული ტოტივით ნაზი და ვარდისფერი, შეიძლება, უცებ ჩიხში მიმწყვდეულ ნადირს დამსგავსებოდა, ერთდროულად რომ ჩასდგომია თვალებში სევდაცა და მრისხანებაც.
A minute earlier she might be as tender and rosy as a blossoming branch, then suddenly she would resemble a trapped wild animal, when her eyes expressed both sadness and rage.
56993.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
- შენს ქმარს თავი სიზმარში უნდა ეგონოს და გამოღვიძებისა ეშინოდეს, - თქვა ქარისამ.
"Your future husband will imagine he's dreaming and then be frightened when he wakes up," said Chalciope.
56994.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
მედეამ გაიღიმა.
Medea smiled.
56995.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
„ეს რომელი კაბა გაცვიაო“, - ჰკითხა ქარისამ და მკერდზე ხელი ჩამოუსვა.
"What's this dress you're wearing?" asked Chalciope and ran her hand down her side.
56996.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
მედეამ კაბაზე დაიხედა.
Medea looked down at the dress.
56997.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ყველას გადია მე ვარ.
I'm everybody's nanny.
56998.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ჩემთვის დროც აღარ მრჩება, - თქვა ისევ ქარისამ და ახლა იმან გაიღიმა.
"I get no time for myself," Chalciope continued: now she smiled.
56999.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
მერე კარგა ხანს დუმდნენ ორივენი.
Then they were both silent for a good while.
57000.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქარისამ უცებ მოიწყინა, რაღაცას დასჩერებოდა იატაკზე.
Chalciope suddenly became downcast, and focused on something on the floor.