მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57161.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქარისას თეთრი, გამჭვირვალე პერანგი ეცვა.
Chalciope was wearing a translucent white shift.
57162.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ფრიქსეს ეს პერანგი მხოლოდ ერთხელ ენახა და უკვე კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა.
Phrixos had seen this shift only once and had long forgotten about it.
57163.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ეს პერანგი ეცვა ქარისას მათი ქორწინების პირველ ღამეს.
Chalciope had worn it on their wedding night.
57164.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
სწორად ჩამოვარცხნილი თმა ბოლოში გაენასკვა და მხარზე გადმოეგდო.
Her hair, which she had combed out straight, was tied in a knot and fell over one shoulder.
57165.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
თხელი, ჰაეროვანი პერანგი ოდნავ დაქანებულ მკერდსა და მუცელზე ისე მიჰკვროდა, თითქოს ვიღაც უჩინარი სულს უბერავდა.
The thin, airy shift clung to her barely moving breast and belly as if someone invisible was breathing air under it.
57166.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
სუსტი ხორბლისფერი მკლავები უღონოდ ჩამოეშვა.
Her weak wheaten shoulders drooped helplessly.
57167.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
„რატომაც არა?“ - ისევ გაიფიქრა ფრიქსემ, ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა და საწოლში უნებურად ჩაიჩოჩა.
"Why not?" thought Phrixos, finding it hard to swallow his saliva and automatically slipping into bed.
57168.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ამ უნებლიე მოძრაობისა თვითონვე შერცხვა, მაგრამ იხტიბარი აღარ გაიტეხა, საბანი გადაიძრო და ქალს დაენახა.
He was ashamed of his involuntary movement, but put on a brave face, threw back the covers and exposed himself to Chalciope.
57169.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
„მაპატიე, მაპატიე“ - ლუღლუღებდა ცოტა ხნის მერე ფრიქსე და ქალის წარმოდგენილ ძუძუებს კოცნიდა.
"Forgive me, forgive me," Phrixos was muttering a little later, kissing his wife's breasts which she thrust towards him.
57170.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქალი უხმოდ ტიროდა.
She was weeping silently.
57171.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ფრიქსე ვერ ხედავდა ცრემლს და ამიტომაც ჩვეულებრივი ცრემლის წვეთი საოცრად დიდი ეჩვენებოდა.
Phrixos couldn't see her tears, so the teardrops seemed astonishingly large to him.
57172.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ერთდროულად დაფასებულიცა და დამცირებულიც, ქვეცნობიერად გრძნობდა, მისი ბუნება ამ ორივე, ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობას უმტკივნეულოდ მიიღებდა, რადგან იმასაც გრძნობდა, ეს რომ იყო სწორედ ნანატრი თავისუფლება, რომელსაც დედაკაცის სუნი და ცრემლის სიმწარე უფრო ცხადსა და ხელშესახებს ხდიდა.
Appreciated and humiliated at the same time, he was subconsciously aware that his nature had painlessly accommodated two mutually incompatible feelings, because he felt that this was the freedom he had longed for, which the scent of a woman and the sadness of tears made clearer and more palpable.
57173.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქალის დამშვიდებული ხელი ფრიქსეს ზურგზე მრავალფეხა, მაგრამ უწყინარი ცხოველივით დაცოცავდა, თითქოს საცმუცნავს დაეძებსო.
A woman's calming hand was crawling over Phrixos's back like a harmless millipede looking for food.
57174.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ამ ორ სხეულს არ შეეძლო და არც უფლება ჰქონდა ერთმანეთის უარყოფისა.
These two bodies were unable, and had no right to deny one another.
57175.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ისინი ერთმანეთს სჭირდებოდნენ, ერთმანეთს ავსებდნენ და ალამაზებდნენ: მათ შორის სრული თანხმობა სუფევდა და ამ თანხმობას მათი გათიშვა დაარღვევდა მხოლოდ, რადგან მათი შეერთებით იქმნებოდა ის სრულყოფილი სხეული, ბუნების გამომგონებლურ ნიჭსა და გატაცებას ორ ნაწილად რომ გაეყო.
They needed each other, they complemented and enhanced each other: perfect harmony reigned between them and separation infringed this harmony only because a complete body, split into two parts by nature's inventiveness and enthusiasm, was made by their union.
57176.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
„რომ მეღალატნა, რას ფიქრობდიო“ - თქვა უცებ ქალმა და სველი ლოყა მხარზე შეახოცა.
"Suppose I've been unfaithful, have you thought about that?" the woman suddenly said and wiped her damp cheek against his shoulder.
57177.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
მთლიანად არც ერთი ქალი არ ნებდება მამაკაცს.
No woman ever entirely surrenders to a man.
57178.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
მას ყოველთვის რჩება პატარა, ხელუხლებელი, შეუვალი მიწა, სადაც მისი დამარცხება არავითარ ძალას არ შეუძლია.
She always keeps back a small, unattainable, inaccessible territory where no force on earth can conquer her.
57179.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ქალმა ეს იცოდა, ისიც იცოდა, ის რომ მთავარი ქალი იყო ფრიქსესთვის და ამის ცოდნა ათამამებდა.
What the woman knew was that she was for Phrixos the most important woman, and knowing this gave her courage.
57180.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი II
ვერც ერთი ქალი მის ადგილს ვერასოდეს ვეღარ დაიკავებდა, ვერავინ წაართმევდა პირველობის უფლებას.
No other woman could ever take her place, nobody could take away her prior right.