მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57241.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ბოჩიასა და ფოთოლას იმდენი ბავშვი გაეზარდათ, არც ეს გაუჭირდებოდათ.
Bochia and Potola had reared so many children that it would have been no hardship.
57242.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მათი ვაჟები და ქალიშვილები თავადაც ისე მრავლდებოდნენ, ალბათ, მალე მთელი ახალი ქალაქი დასჭირდებოდათ; თუმცა, ხან წელიწადი ისე გაივლიდა, არც ერთი შვილი არ მოაკითხავდა.
Their sons and daughters also multiplied so much that a new city might have been needed, although there were a few years when not a single child came to see them.
57243.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ისინიც უკვე ცხოვრების უღელში იყვნენ შებმულნი, ოჯახებს მოჰკიდებოდნენ და იმის დროც აღარ რჩებოდათ, მარად ახალგაზრდა მშობლები მოენახულებინათ.
They were now bearing life's yoke, had acquired families and had no time to go and see their eternally youthful parents.
57244.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
„რამე რომ უჭირდეთ, გაგვიხსენებენო“, - ამშვიდებდა ბოჩია ფოთოლას და იღიმებოდა.
"If they needed anything, they'd remember us", - Bochia reassured Potola and smiled.
57245.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
იცოდა, მისი ცოლი გუნებაში ახლა შვილებს ითვლიდა: ვინ უკვე მომკვდარიყო, ვინ დაბერებულიყო, ვინ ჯერ კიდევ ჭარმაგად მიუყვებოდა ცხოვრების ორღობეს.
He knew his wife was counting her children in her head: some had died, some had grown old, some were still in their prime, following life's course.
57246.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
შეიძლება შვილებს რცხვენოდათ კიდეც, მშობლებზე ხნიერად რომ გამოიყურებოდნენ და ამიტომაც არიდებდნენ თავს.
Maybe the children were even embarrassed to look more aged than their parents, and for that reason avoided them.
57247.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მართლაც სირცხვილი იყო, წვერზე ხავსმოდებულ, სიბერისაგან ბეჭებში მოხრილ შვილს თავისი გასაჭირი ბიჭივით წელგამართულ მამისთვის შეეჩივლა.
It was indeed embarrassing for a grey-bearded child, hunched with age, to complain about his troubles to a father who was as straight-backed as a young lad.
57248.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
„ასე იმიტომაა“, - იტყოდა ხოლმე ბოჩია, - „ჩემს შვილებს ზოგს ვირის გვერდი რომ შეხვდა ცოლად, ზოგს კი ძაღლის ყბაო“.
"That's why", - Bochia used to say, - "some of our sons have married women who are no better than donkeys, others - women who yap away like dogs".
57249.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ფოთოლა მართლაც სხვა იყო, ფოთოლასთანა ცოლი მეორე არ მოიძებნებოდა მთელს ქვეყანაზე.
Potola was quite different: you would search the whole world in vain for a woman like her.
57250.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ქმრის გულისთვის ცეცხლის კალოში ჩადგებოდა, გინდაც ორსულად ყოფილიყო (ორსულად კი ძალიან ხშირად გახლდათ).
She would walk through fire for her husband's sake, even if pregnant (and she was pregnant very often).
57251.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
წყალს არ მოაწოდებინებდა, ორსულობას არ დაამადლიდა, ბოლო წუთამდე არ გააგდებდა ხელიდან ცოცხსა და ტილოს.
She never even asked for a drink of water, ignored her pregnancies, not letting go of broom and cleaning rag until the last moment.
57252.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
დღეში სამჯერ გამოგვიდა სახლს, დღეში ათჯერ ავიდოდა სხვენში, ათასჯერ დახედავდა საქათმესა და ბოსტანს; არც ზედმეტს გამოჰკითხავდა ქმარს, არც ზედმეტს მოუყვებოდა.
She swept the house three times a day, went to the attic ten times, and saw to the hen-run and the kitchen garden a hundred times; she never questioned her husband unnecessarily, nor did she tell him too much, either.
57253.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ერთხელ იყო მხოლოდ, ფოთოლამ ქმარი რომ გააღვიძა.
Only once did Potola wake her husband up.
57254.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ისეთი მუშტარი მოუვიდა, სული ამოართვა, „ახლავე და ახლავე გააღვიძე შენი ქმარიო“.
She had a customer who came and pestered her, "Wake up your husband this instant".
57255.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
რომ ვერაფრით მოიშორა მუშტარი, ფოთოლამ სკივრიდან საქორწილო ქოშები ამოიღო, თითქოს საქორწილო ქოშები ნებას მისცემდნენ და უფრო თამამადაც მიიყვანდნენ ქმართან.
Finding no way to get rid of the customer, Potola got her wedding shoes out of the cupboard, as if wedding shoes entitled and emboldened her to go to her husband.
57256.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ფოთოლამ ქოშები ჩაიცვა და ბოჩიას ოთახში გაიარ-გამოიარა.
Potola put on the shoes and walked up and down Bochia's room.
57257.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ბოჩიას მართლაც გამოეღვიძა ქოშების ბაკუნზე, ცოლის დანახვა გაუხარდა.
The tapping of the shoes, in fact, woke Bochia up: he was pleased to see his wife.
57258.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მაგრამ მეორე დღეს, სარკეში რომ ჩაიხედა, ერთი ღერი ჭაღარა გასჩენოდა თმაში.
But the next day, when he looked in the mirror he saw he now had one grey hair.
57259.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ბოჩიამ თეთრი თმა ამოიგლიჯა, ფოთოლას აჩვენა და უთხრა: აი, რა ქნეს შენმა ქოშებმაო.
Bochia pulled out the grey hair, showed it to Potola and said, "Look what your shoes did."
57260.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ის იყო და ის, იმ დღის მერე ბოჩიას შეეძლო მშვიდად სძინებოდა.
After that Bochia could sleep in peace.