მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57321.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
დაკრძალვის დღეს მთელი სასახლე სამხედრო ბანაკს დაემსგავსა: ვინ ქვაბებს ხეხდა, ვინ შეშას აპობდა, ვინ ცეცხლს უბერავდა.
On the day of the funeral the whole palace was like a military camp: some were scrubbing cauldrons, others chopping wood, others putting bellows to the fire.
57322.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ნავლსა და ნაცარს გადაეპენტა იქაურობა.
Ash got everywhere.
57323.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
სიკვდილს ყველაფერი ბევრი სჭირდებოდა: კასრებით იდგა ძმარი, ტაშტებით იდგა მარილი, დანაყილი ქინძი და ცერეცო მწვანე, წვიმაგადავლილი ბორცვებივით ბზინავდა.
Death requires a lot: there were barrels of vinegar, bowlfuls of salt, pounded coriander and fennel leaves, all shining like hills after the rain.
57324.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
უზარმაზარ ქვაბს სკამზე შემდგარი მზარეული ნავის ნიჩბით ურევდა.
A chef standing on a chair was stirring a gigantic pot with an oar.
57325.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
შუა ეზოში, სადაც ადრე მიცვალებული ესვენა, ახლა მარტო ვერძი დარჩენილიყო.
In the central courtyard, where the deceased had lain in state, only the ram remained.
57326.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
თოკით კუნძზე გამობმული, ოქროს ვერძივით გარინდებული, საკუთარი სინათლის წრეში იდგა და ფიქრობდა.
Bathed in its own light, it was tethered by a rope to a block of wood, as torpid as a golden ram.
57327.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
საფიქრალი კი ბევრი ჰქონდა: თუ რამე სასწაული არ მოხდებოდა, ეს აშკარად მისი უკანასკნელი დღე იყო.
It was thinking: it had a lot to think about, for unless there was a miracle, this was its last day.
57328.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
„ერთად მოვიდნენ და ერთადაც წავლენო“, - ებრძანებინა აიეტს.
"They came together and they will go together", - Æëtes had ordered.
57329.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
რაღა უნდა მომხდარიყო, ან ვინ გამოიდებდა თავს ერთი გადაბერებული ვერძის გადასარჩენად.
Whatever happened, who was going to stick out their neck to save a superannuated ram?
57330.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
„საოცარი კია, ვინც გადავარჩინე, იმის გულისთვის მკლავენო“ - ფიქრობდა ვერძი.
"What's astounding is that I'm being killed because of the person I saved," thought the ram.
57331.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
კუნძზე დანა იდო, გრძელპირიანი, თევზისფერი, დაღარული.
A long-bladed, fish-coloured, grooved knife lay on the block.
57332.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ღარში ჭიანჭველა მიცოცავდა.
An ant was crawling up the groove.
57333.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ყასაბმა ნეკერი დაუყარა და ქეჩო მოფხანა, თითქოს წინასწარ ებოდიშებოდა.
The butcher threw a branch over the ram and scratched the back of his neck, as if first asking forgiveness.
57334.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
„თვალი გეჭიროს, არ გაგიფრინდესო“, - დაუძახა ვიღაცამ ყასაბს.
"You watch out he doesn't fly off", - someone called out to the butcher.
57335.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ყასაბმა ყრუდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაიცინა, თითქოს ახველებსო და ისევ მოფხანა ქეჩო.
The butcher utter a muffled broken laugh, as if he had a cough, and scratched the ram's neck again.
57336.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ვერძს ყველაფერი ესმოდა, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე კაცის ენაც შეესწავლა.
The ram understood it all: during his long life he had learnt human language.
57337.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
თვითონაც გაეცინა გუნებაში: მე მაშინ ვფრინავ, როცა ღმერთებს მოესურვებათო.
He even laughed inwardly: "I'll fly when the gods want me to".
57338.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მაგრამ მაინც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რაღაც ისეთი მოხდებოდა, უსათუოდ გადარჩებოდა.
But he believed to the last minute that something would happen and he would certainly survive.
57339.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
არკი იცოდა რა, მაგრამ ხომ უნდა განსხვავებულიყო ჩვეულებრივ ცხვრისაგან: ადამიანის ენა ესმოდა და ეფრინა კიდეც, მართალია, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ აქამდე ახვევდა თავბრუს ოდესღაც განცდილი ქროლვა და სიმსუბუქე.
Although he didn't know how, he must differ from an ordinary sheep: he understood human language and had even flown, true, only once, but the memory of his flying and his lightness still made him feel dizzy.
57340.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
არა, ერთი ცხვრის კვალობაზე მას მართლაც წარმოუდგენლად ბევრი მოესწრო და განეცადა.
In fact, compared with an ordinary sheep, he had really undergone and experienced an unimaginable amount.