მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57581.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ფიწლის სამი გამახული კბილი თანავარსკვლავედივით ბრწყინავდა.
The three sharpened prongs shone like a constellation.
57582.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
კაცმა ორივე ხელით მედეას ფეხი ფრთხილად ასწია, თითქოს წიწილა აიყვანა, და ვარდისფერ ტერფზე აკოცა.
The man cautiously lifted Medea's foot with both hands, as if he was picking up a chick, and kissed its pink sole.
57583.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მედეას მთელ სხეულზე თბილმა ტალღამ გადაუარა, თითქოს უეცრად ზღვა ამოვარდა ნაპირზე.
A wave of warmth ran through Medea's whole body, as if the sea had suddenly washed the shore.
57584.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ამ ტალღამ იგი ერთიანად დაიმორჩილა, დაასუსტა და ნეტარების ღიმილით ბაგე გაუპო.
This wave completely subdued and weakened her and made her lips part in a blissful smile.
57585.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
კაცმა ახლა ცერა თითზე უკბინა, გახურებული ხელისგული მედეას ფეხს ბოლომდე ნელა ჩააყოლა, და ბატკანივით ხუჭუჭა ბორცვზე დაადო.
The stranger then gently bit her thumb, and his hot palm slowly stroked the length of Medea's leg and he laid his hand on the mound of her belly, as curly as lamb's wool.
57586.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მედეას ეგონა, არასოდეს არ გათავდებოდა ეს უცნაური ნეტარება, თავისკენ რომ ეწეოდა, ისრუტავდა, ალბობდა და გადაყლაპვას უპირებდა.
Medea thought there would never be an end to the extraordinary bliss drawing her on, absorbing her, softening her and about to devour her.
57587.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მედეაც, მხოლოდ და მხოლოდ უნებურად, ალალბედზე ეჭიდებოდა ქვებს, რათა ამ მძლავრი მიზიდულობისგან თავი შეეკავებინა.
All Medea could do was unconsciously clutch the stones at random, trying to resist this mighty gravitation.
57588.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მაგრამ ქვები ფესვებიანად ამოდიოდნენ ფოსოებიდან და მასთან ერთად მიფრინავდნენ.
But the stones uprooted themselves from their resting places and flew up as she flew.
57589.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მედეამ ოდნავ გაღებული ქუთუთოებიდან სამი დიდი ვარსკვლავი დაინახა: წითელი, მწვანე და ლურჯი.
Medea's barely open eyelids let her see just three big stars: red, green and blue.
57590.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ვარსკვლავებიც თავბრუდამხვევად ტრიალებდნენ მედეას ზემოთ და ფერად წრეებს აჩენდნენ სივრცეში.
The stars were spinning dizzily above Medea, making coloured circles in the air.
57591.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ზღვაც უცნაურად ქშინავდა და მოიწევდა, თითქოს ყველაფერი, მთელი სამყარო, მედეას არსებაში შეღწევას ცდილობდა.
The sea was making a strange groaning as it came closer, as if everything — the entire universe — was trying to break into Medea's being.
57592.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
და მედეამ იგრძნო, როგორ გაიხსნა, როგორ შეიჭრა მის გატრუნულ ბუნებაში გამდნარი ვარსკვლავების ნაკადი, ცხელი და უსასრულო, შლეგი და თამამი.
Medea felt a hot and endless, bold and rapid torrent of molten stars cut into her entranced being.
57593.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მედეას გაეღვიძა.
Medea woke up.
57594.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
თორმეტივე გოგო თავზე დასდგომოდა და ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს მათთვის უცნობ და ნაპირზე შემთხვევით გამორიყულ ცხოველს ათვალიერებდნენ.
The twelve girls were standing over her, and their expressions suggested that they had been watching some strange animal which had chanced to be washed up on the shore.
57595.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მედეამ რომ თვალი გაახილა, „გეძინაო“ - შესძახეს ერთხმად და ისე გადაიკისკისეს, თითქოს უცებ ჩიტების გუნდი წამოიშალაო.
When Medea opened an eye, they shouted with one voice, "You've been asleep!" and burst into such peals of laughter that they sounded just like a flock of birds startled into flight.
57596.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მზე უკვე სანახევროდ ჩასულიყო ზღვაში, ველური თაფლივით ძარღვიანი და ალისფერი.
The sun, as sinewy and crimson as wild honey, had half set over the sea.
57597.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
ასეთივე ფერის ფართო ზოლს შუაზე გაეჭრა ზღვა, მზიდან ნაპირამდე.
In between sun and shore the sea stretched as a belt of the same colour.
57598.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მზე გოგოების შიშველ მხრებზეც ბრწყინავდა.
The sun glistened on the girls' bare shoulders.
57599.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მედეა ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო სიზმრიდან და ვერ გაეგო, რატომ დასცქეროდნენ გოგოები ასე.
Medea hadn't yet shaken off the dream and couldn't understand why the girls were looking at her so strangely.
57600.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი III
მერე ყველაფერი გაახსენდა და მაშინვე წამოდგა.
Then it all came back to her and she instantly got up.