მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57781.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ არა, ქარისა იმის ქალი არ გახლდათ, ხალხი გაეცინებინა, ანდა სხვათა უჩუმრად ესლუკუნა და ეყლაპა ძნელად ჩასაყლაპი ცრემლი მიტოვებული ცოლისა და ათვალწუნებული დედისა.
No, she was not the sort of woman to be laughed at or to sob away from others’ hearing and swallow the un+palatable tears of an abandoned wife and despised mother.
57782.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ქარისა ახლა სკდებოდა გულზე, ფრიქსე რომ აირჩია ქმრად, ჯერ აირჩია და მერე შეიყვარა, ანდა დაიჯერა მიყვარსო, რადგან ასე უნდოდა.
Chalciope now bitterly regretted choosing Phrixos as a husband, first choosing and then falling in love, for she believed she loved him, because she wanted to.
57783.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და ამიტომ გამორჩა თავის დროზე, ვერ შეამჩნია თუ ვერ გაითვალისწინა ის, რაც თავისთავად, მისგან დამოუკიდებლად, მისი სურვილისა და ცოდნის საზღვრებს გარეთ არსებობდა.
And therefore at the time overlooked, failed to notice or foresee what existed anyway, independently of herself, and beyond the limits of her wishes or knowledge.
57784.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არა მარტო არსებობდა, ქარისაზე ძლიერიც იყო.
It not only existed, but was stronger than Chalciope.
57785.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ ქარისა ასე ღრმად არ ჩაჰყოლია ამ დაგვიანებულ აღმოჩენას.
But Chalciope did not think deeply about her belated insight.
57786.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მას შეცდომის მომხიბვლელობა აინტერესებდა და არა მისი ფესვები, რაც თავიდანვე ღრმად ჩამალულიყო სულსწრაფობისა და წინდაუხედაობის მიწაში.
She was interested in the enchantment of the mistake, not its causes, which were deeply and secretly rooted in her impatience and lack of foresight.
57787.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შეცდომის მიმართ ადამიანი უმთავრესად ბრმაა.
People are mostly blind to their mistakes.
57788.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ თუკი აღმოაჩენს მას, ერთ სიამოვნებად ესეც ეყოფა და თითქმის მაშინვე გაუნახევრდება ამ შეცდომის მიზეზით თავსდატეხილი უბედურება. განსაკუთრებით ქალს და კიდევ უფრო განსაკუთრებით ქარისასთანა ქალს, შეცდომაშიც საკუთარი გზისა და გრძნობების გამართლებას რომ ეძებს.
But if they discover them, they feel just pleasure, and the misfortune that befalls them because of a mistake is halved. This is true of women, but especially of a woman like Chalciope who looks to her mistakes to justify her own paths and feelings.
57789.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ასეც მოხდა.
And so it happened.
57790.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შეცდომის აღმოჩენამ ქარისას ბევრი რამ მოუტანა.
Realising her mistake brought Chalciope a lot.
57791.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ჯერ ერთი, გულიდან გადაჰყარა დანაშაულის ის არასასიამოვნო შეგრძნება, მკვდარი ქმრის მიმართ რომ გასჩენოდა.
First of all, she was relieved of the unpleasant sensation, as far as her husband was concerned, of being in the wrong.
57792.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
რადგან მტკიცედ სწამდა, მისმა მხურვალე ლოცვა-ვედრებამ ჩააწვინა ფრიქსე ჩიტების ჩამოსკორილ ტყავის კუბოში.
Because she had firmly believed that her ardent prayers and pleas had put Phrixos in that hide coffin covered in bird droppings.
57793.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ახლა შეეძლო გაემართლებინა თავისი სიძულვილიც, გამონაგონი სიყვარულის უსიცოცხლო ღეროს რომ გამოება ყვავილად.
Now she could justify her hatred, which was attached to an invented love like a flower to a lifeless stalk.
57794.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
გარდა ამისა, მან შეცდომასთან ერთად საკუთარი პიროვნებაც აღმოაჩინა, არა მარტო აღმოაჩინა, არამედ შეაფასა კიდეც.
Moreover, discovering her error meant discovering her own personality, not just discovering, but valuing.
57795.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და აღფრთოვანებული დარჩა, ისევ მხნედ რომ იყო და ორივე ხელით ჩაეხუტებინა ცხოვრება, რომელსაც ერთხელ უკვე ემუხთლა მისთვის, მაგრამ მაინც ვერ მოეტეხა, ვერ მოედრიკა მისი ამაყი კისერი.
And she was inspired by the fact that she was so indomitable and could grab with both hands life which had once let her down, but had not been able to break her or bow her proud neck.
57796.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მართალია, მისი პიროვნება თავისთავად ადრეც არსებობდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო პიროვნება, სანამ თავის განსაკუთრებულ თვისებებს არ გამოამჟღავნებდა.
True, she had always had this personality, but it was not a personality until its peculiar features came to the surface.
57797.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
როგორც შეცდომა არ იყო შეცდომა, სანამ ქარისა არ აღმოაჩენდა.
Just as a mistake was not a mistake until Chalciope had discovered it.
57798.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„რამდენი დრო დამიკარგავს ტყუილ-უბრალოდო“, - გაიფიქრა ქარისამ და გული დაწყდა, იმდენი გზა გაუნათა ერთბაშად შეცდომამ.
"How much time I've wasted in vain!" she thought, feeling distressed that the mistake had lit up so much of her path all at once.
57799.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შეცდომა ანათებდა, მასაც საკუთარი სინათლე ჰქონდა და, მნათობთა მსგავსად, მასაც გააჩნდა ყველაფრის გარდამქმნელი, ყველაფრის ამაფორიაქებელი ძალა.
The mistake illuminated, and had its own light and, like all luminaries, had the power to transform and stir up everything.
57800.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
რაც არ უნდა თავზარდამცემი, საშინელი და დამაქცევარი ყოფილიყო იგი, გასაქცევარსა და თავშესაფარს მაინც უტოვებდა მისგან დამფრთხალ არსებას.
However horrific, terrifying and destructive it might be, it left the being it had frightened an escape and a refuge.