მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57881.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ „მოგონილ ქვეყანასთან“ ერთად ის ხომ იმედსაც უნერგავდა თავის შვილებს?!.
But as well as an "invented country", hadn't he had instilled hope in his children?
57882.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იმედიც ქონებაა!
Hope is a possession!
57883.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ისინი უფრო თამამად იცხოვრებდნენ, თავს არავის დააჩაგვრინებდნენ, რადგან „წასასვლელი“ ექნებოდათ.
They lived more boldly, they wouldn't let anyone get them down: they had "somewhere to go".
57884.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თუმცა საბოლოოდ ყველაფერი შებრუნებულად გამოვიდა.
But it all ended the opposite of what was intended.
57885.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ამ „წასასვლელის“ არსებობით მან შვილებს სულიერი სიმშვიდე დაუკარგა, რადგან კაცს თუ წასასვლელი ეგულება, აუცილებლად წავა კიდეც, რადგან ყველას იქ ურჩევნია, სადაც თვითონ არ არის.
He had deprived his sons of peace of mind with this "somewhere to go", for if a man thinks he has somewhere to go, he is certain to go there, since anyone would rather be where they are not.
57886.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აკი ფრიქსეს ვაჟებიც წავიდნენ, წარმოდგენილი არჩიეს ნამდვილს, დაუფიქრებლად მიატოვეს სახლი, სადაც დაჩენილიყვნენ და დაზრდილიყვნენ.
Naturally, Phrixos's sons left, preferring the imaginary to the real: they left without a thought the home where they had been born and raised.
57887.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
რა იცოდნენ მაშინ ფრიქსეს ვაჟებმა, რომ პაპისეული სახლი ერთადერთი, ნამდვილად მათი სახლი იყო, რომლის მაგივრობას ვერ გასწევდა ვერც ერთი სხვა სახლი.
What Phrixos's sons then knew was that their grandfather's house was their only real home, which no other home could ever replace.
57888.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
პაპისეული სახლის კედლების სუნი, დროთა განმავლობაში, შეუმჩნევლად, მაგრამ ჯიუტად ილექებოდა მათი კანის სვრელებში, ნაოჭებში, სულშიც.
The smell of the walls of their grandfather's house, over time, imperceptibly but persistently permeated their pores, wrinkles and souls.
57889.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და სამუდამო, წარუშლელ მოგონებად აკრისტალებდა მათ პირველ ნაბიჯსა თუ სიტყვას, ცრემლსა თუ ღიმილს, პირველ შეკრთომასა თუ სიხარულს, ისევე როგორც თაფლი აკრისტალებს ხოლმე თავის ოქროსფერ წიაღში მოხვედრილ მწერს, ყვავილის ბუსუსსა და უბრალო ხიწვს.
And had crystallized as an indelible memory from their very first step, word, tear or smile, their first fright or joy, just as honey crystallizes an insect, flower pollen or a splinter in its golden depths.
57890.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ის, რაც აქ შემთხვეოდათ, სხვა ნებისმიერ სახლში არასოდეს აღარ შეემთხვეოდათ.
What happened to them here could never have happened in any other house.
57891.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
გახსენებით კი გაახსენებდათ თავს და მწარედაც დააღონებდათ, თუკი აღარ ექნებოდათ უკან მოსაბრუნებელი პირი.
It would come back as a memory, a bitterly depressing one, if they ever decided not to return.
57892.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ ამის ცოდნა ჯერჯერობით არ შეეძლოთ ფრიქსეს ვაჟებს.
But Phrixos's sons could not yet know this, they had the instinct.
57893.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ისინი ძლივს შებუმბლული ბარტყებივით გუმანითა გრძნობდნენ, გაფრენის დრო დასდგომოდათ.
Like newly fledged chicks, that the time had come for them to fly off.
57894.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და ამ შეგრძნებით აღგზნებულნი, ბრმად ემორჩილებოდნენ მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ ოცნებას, დედაჩიტის დაუნდობლობით რომ ერეკებოდათ ბუდიდან.
And, excited by this feeling, they blindly obeyed the dream they had inherited from their father, a dream that was driving them with a mother-bird's ruthlessness from the nest.
57895.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
დედა ჩიტიც გუმანის ბრძანებით იქცეოდა ასე, დაზრდილსა და დამძიმებულ ბარტყებს ბუდე რომ არ ჩამოექციათ და ამავე დროს ფრენაც დროულად ესწავლათ, თუკი ცხოვრება უნდოდათ.
It was instinct that made a mother-bird act to stop grown-up heavy fledglings from upsetting the nest and to teach them to fly in good time if they wanted to live.
57896.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
განა ადამიანი ბევრით განსხვავდება ჩიტისაგან, ან სხვა, რომელიც გნებავთ, ცხოველისაგან?
Are human beings all that different from birds or any other animal you care to name?
57897.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მასაც ხომ გუმანი წარმართავს, ხოლო გონება იმ ცხოვრების შესაფასებლად სჭირდება, რომლის დაბრუნება, განმეორება, ანდა შესწორება უკვე ყოვლად შეუძლებელია.
They are governed by instinct, but they need a mind to evaluate a life which is utterly impossible to retrieve, repeat or put right.
57898.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ფრიქსეს ვაჟების გაპარვა მარცხით კი დამთავრდა, მაგრამ სამაგიეროდ მათ უკვე იწვნიეს მარცხის სიმწარე, გამოცადეს დაბრუნების სიავკარგე.
Phrixos's sons' escape had ended in failure, but they had digested the bitterness of failure, undergone the ups and downs of homecoming.
57899.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და, რაც მთავარია, შეიტყვეს ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ: მეორე ქვეყნის არსებობა.
And, above all, learnt what they most needed to know: the other land existed.
57900.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მართალია, ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს იმ მეორე ქვეყნამდე, მაგრამ უკვე მტკიცედ იცოდნენ, რომ მათი მამა არ ტყუოდა, ხოლო თუკი მამა არ ტყუოდა, მაშინ თვითონაც მართლები იყვნენ.
True, this time they hadn't managed to get to this other land but they now knew for certain that their father had told the truth and, that being so, they too were in the right.