მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57901.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ეს სიმართლე მათ საქციელსაც ამართლებდა.
This truth justified their actions.
57902.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შეიძლება ამიტომაც ეჭირათ ასე გამომწვევად თავი იმის ნაცვლად, ფეხებში ჩავარდნოდნენ პაპას და ბოდიში მოეხადათ დედისათვის, იმ წუხილისა და შიშის გამო, რაც მათი წყალობით შეხვედროდა.
This may be why they held their heads so defiantly high instead of falling at their grandfather’s feet and apologizing to their mother for the distress and anxiety they had caused.
57903.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
დამხვდურთა სიხარული უფრო ამძაფრებდა მათ სითამამეს, უქარწყლებდათ დანაშაულის გრძნობას.
The joy of people they met increased their boldness, dispersed any feeling of wrongdoing.
57904.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არც ერთს არ ეპარებოდა ეჭვი, მთელი მათი დანაშაული მხოლოდ იმ ზარალით განისაზღვრებოდა, რაც მათი ხელმოცარული გაპარვის შედეგად დასტყდომოდა თავს მათი პაპის ნავსადგურსა და საკუჭნაოს.
Not one of them had any doubt that their crime was limited to the damage done by their futile flight to their grandfather's port and pantry.
57905.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ისინი გულწრფელნი იყვნენ, როცა პაპას ეუბნებოდნენ, ყველაფერს მისხალ-მისხალ დაგიბრუნებთ, როგორც კი მამის მემკვიდრეობას მივიღებთო და ეამაყებოდათ კიდეც, ამის თქმა რომ შეეძლოთ.
They were sincere when they told their grandfather that they would pay for every single thing as soon as they got their father's inheritance: they took pride in being able to say so.
57906.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„წადით თქვე ფსიკიანებოო“, - ვერ ბრაზდებოდა აიეტი, რადგან განუწყვეტლივ ეღიმებოდა და სიხარულისაგან თვალები უჟუჟუნებდა.
"Off with you, you villains", said Æëtes, unable to be angry, smiling all the time, his eyes gleaming with joy.
57907.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შვილიშვილებიც გრძნობდნენ პაპის სიხარულს, საიმედოდ რომ აბამდა მის ბობოქარ ბუნებას, და ესეც, რაღა თქმა უნდა, ხელს უწყობდა მათ სითამამესა და უტიფრობას.
The grandsons felt their grandfather's joy, which kept his tempestuous nature firmly in control, and this, of course, only made them bolder and more arrogant.
57908.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- იქიდან გადმოხტომას რა უნდა, ნახეთ რა დაბალი ყოფილა გალავანი, - თქვა მელასმა და ხელი სარკმლისკენ გაიშვირა.
"There's no problem jumping out of here, look how low the wall is", said Melas, pointing at the window.
57909.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ძმებმაც იქით გაიხედეს.
The brothers looked out.
57910.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
სარკმელში მართლა მოჩანდა გალავნის დაკბილული კედლები, ხვლიკისფერი, მზეზე გამომშრალი და გამკვრივებული, საიდანაც ხტომაში ეჯიბრებოდნენ ხოლმე ძმები ერთმანეთს.
The city's battlements, lizard-coloured, dried and hardened by the sun, could be seen from the window. The brothers used to compete by jumping from them.
57911.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- კი მაგრამ, - ამბობდა ღიმილისაგან პირგადიდებული აიეტი, - გეკითხათ მაინც, რომ დაადეთ თავი და წახვედით.
"Yes", said Æëtes, his lips parted in a smile, "but you should have asked before you just got up and went".
57912.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„გიცნობდით და იმიტომო“, - თითქმის ერთხმად უპასუხეს ფრიქსეს ვაჟებმა.
"We knew you, that’s why we didn’t", Phrixos's sons replied, almost as one.
57913.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აიეტიც მშვენივრად ხვდებოდა, უნდობლობას რომ უცხადებდნენ შვილიშვილები.
Æëtes understood perfectly that his grandsons were saying they didn't trust him.
57914.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ ჯერ არ ბრაზობდა, უფრო სწორედ, არ უნდოდა გაბრაზებულიყო, მაგრამ სიხარულის ტალღას თითქმის უკვე გადაევლო და ღიმილიც თანდათან კარგავდა სითბოსა და სინაზეს.
But he wasn't, or rather refused to be angry: a wave of joy swept over him, his smile gradually lost its warmth and tenderness.
57915.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- თუ ხომალდი დაგემტვრათ, როგორღა დაბრუნდით, ან იქნებ თქვენც მოფრინდით, მამათქვენივით?!
"If your ship was wrecked, how did you get back? Or did you fly here like your father?"
57916.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- სიტყვას ღვარძლი გაურია აიეტმა, რაკი სიხარულმა საბოლოოდ გადაუარა და შვილიშვილებიც ახლოს დაიგულა.
Æëtes asked with a touch of venom, because his joy had now gone and he had his grandchildren close by.
57917.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ფრიქსეს ვაჟები აიმრიზნენ, ქარისამაც მამას მიაპყრო შეშფოთებული მზერა.
Phrixos's sons turned surly; Chalciope gave Æëtes a worried look.
57918.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- დედათქვენის ხათრი, თორემ... მოიხედე აქეთ!
"If I didn't respect your mother, I'd… Look at me!"
57919.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- უცებ უყვირა აიეტმა მელასს, ისევ სარკმელში რომ იყურებოდა და სტუმრის გულგრილობით ათვალიერებდა ეზო-გალავანს.
Æëtes suddenly yelled at Melas who was looking out of the window again, examining the courtyard and walls with the casualness of a guest.
57920.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
სახეალეწილმა ძმებმა ერთმანეთს გადახედეს.
The brothers' faces flushed as they exchanged glances.