მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57921.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აიეტი უკვე ბრაზობდა.
Now Æëtes was angry.
57922.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თითქოს ახლა მიხვედრილიყო პირველად, ხალხის სალაპარაკო რომ გაეხადა ამ ოთხ ღლაპს.
As if he realised for the first time that these four milksops had made him the topic of common gossip.
57923.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ თურმე რა ბედნიერი პაპა, რა ბედნიერი მამა და მეფე იქნებოდა, ყველაფერი ამით თუ დამთავრდებოდა.
But what a happy grandfather, father and king he would be if this was the end of it all.
57924.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
წინ უარესი შერცხვენა და უბედურება ელოდა, ხოლო ამ უბედურების მეგზურობა სწორედ მისი შვილიშვილებისთვის დაევალებინა ბედსა და განგებას.
But worse shame and misfortune was awaiting him, and bringing about this misfortune had been entrusted by fate and providence to his grandsons.
57925.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
წყალუხვი მდინარის ლერწმოვანებში უკვე იდგა ბერძნული თორმეტნიჩბიანი ხომალდი.
In the reed-beds of the ever-flowing river there was already anchored a twelve-oared Greek ship.
57926.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შვილიშვილების მიკიბულ-მოკიბული ნაამბობიდან მან უკვე იცოდა, რომ ამ ხომალდს გადაერჩინა ისინი დაღუპვისაგან, თორემ მათი ხორცით თევზები უკვე კარგა ხნის დამძღრები იქნებოდნენ.
From his grandson’s evasive and vague remarks, he knew that this ship had rescued them from shipwreck; otherwise the fish would have long ago sated themselves on their flesh.
57927.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ასე რომ, აიეტი უკვე დავალებულიც იყო იმ ხომალდისაგან, უნებართვოდ რომ შემოჭრილიყო მის ქვეყანაში.
So Æëtes was obliged to a ship that had invaded his country without permission.
57928.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ვალს კი გადახდა უნდოდა.
But he wanted to pay his debt.
57929.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„საოცარია, - ფიქრობდა აიეტი, - რა იცოდნენ იმ მამაძაღლებმა, რომ მაინცდამაინც ჩემს შვილიშვილებს გადაარჩენდნენო“.
"It's amazing", Æëtes thought, "that these sons of bitches knew they would be rescuing my grandsons".
57930.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მართლაც, წარმოუდგენელია ამ იმედით ამხელა გზაზე წამოსვლა.
In fact, it was hard to imagine setting off on such a journey just for that purpose.
57931.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ახლა იმის დადგენაც ჭირდა, თავიდანვე იცოდა იმ ხომალდმა რისთვის მოცურავდა კოლხეთისაკენ თუ მერე, კოლხეთის მეფის შვილიშვილების გადარჩენის შემდეგ გასჩენოდა ამგვარი განზრახვა.
It now had to be established whether this ship knew at the start why it was sailing to Colchis, or whether such a plan arose after rescuing the grandsons of the king of Colchis.
57932.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იქნებ სულაც აიეტის შვილიშვილებისაგან გაეგო ოქროს ვერძის არსებობა.
Perhaps they had just heard of the existence of the golden ram from Æëtes's grandsons.
57933.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იქნებ თვითონ ბიჭები დაპირდნენ გადარჩენის საფასურად, რადგან წყალნაყლაპებსა და შიშნაჭამებს სხვა ვერაფერი მოაფიქრდათ უკეთესი.
Perhaps the lads had promised the golden ram as a reward to their rescuers, because, after nearly drowning and being terrified, they couldn't think of anything better.
57934.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მართალია, მისი შვილიშვილები ჯიუტად გაიძახოდნენ, იმ ხომალდის მეთაური მამაჩვენის ნათესავია, კანონიერი ტახტის დაბრუნება უნდა და შენთან შემწეობის სათხოვნელად არის მოსულიო.
True, his grandsons insisted stubbornly that the captain of this ship was a relative of their father, that he intended to take back the throne for its lawful owner and had come to ask for Æëtes’s help.
57935.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ აიეტის თავში ათასნაირი ფიქრები ირეოდნენ და დაუზოგავად ნთქავდნენ ერთმანეთს მშიერი თევზებივით.
But countless different thoughts were mingling in Æëtes's head, mercilessly devouring each other, like hungry fish.
57936.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ხომ შეიძლებოდა, ისინი ჩვეულებრივი ავაზაკები ყოფილიყვნენ, კი არ გადაერჩინათ, არამედ, უბრალოდ, ტყვედ ჩაეგდოთ მისი შვილიშვილები, დაეშინებინათ.
Quite possibly, these Greeks were ordinary pirates, and they had simply captured, not rescued his grandsons, then taken fright.
57937.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და ახლა გამოსასყიდს თხოულობდნენ, მაგრამ შენიღბულად, ეჭვი რომ არ შეჰპარვოდა ვინმეს მათ ავაზაკობაში.
And they were now asking for a ransom, albeit in a roundabout way, so that nobody would suspect them of piracy.
57938.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ასე თუ აღმოჩნდებოდა, დიდი დღე არ ეწერა იმ ხომალდს.
If that turned out to be true, their ship was not going to last much longer.
57939.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ თუ შვილიშვილები არ ტყუოდნენ, აიეტისაგან მართლაც წარმოუდგენელი უმადურობა და სისასტიკე იქნებოდა, ასე განუკითხავად დაეწვა ხომალდიცა და მისი პატრონიც.
But if his grandsons were telling the truth, it would really be unimaginably ungrateful and harsh on Æëtes's part if he summarily burned the ship and its captain.
57940.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
პირიქით, მეფური ბუნება ავალდებულებდა, პატივით მიეღო შვილიშვილების გადამრჩენელი ხალხი და ღირსეულადაც დაესაჩუქრებინა.
On the contrary, royal dignity obliged him to receive the people who had rescued his grandsons and shower them with appropriate gifts.