მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ჩხუბსა და აყალმაყალს აზრი არ ჰქონდა, მუშტარი მართალიც იყო და ღონიერიც.
There was no point arguing and quarrelling, the customer was in the right, and in a strong position, too.
57962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არც გაქცევა უშველიდა.
Making a run for it wouldn't help.
57963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ან სად გაქცეულიყო, ვინ აუნაზღაურებდა დაკარგულ დროს, დახარჯულ მასალას, ამოღამებულ თვალებსა და სადგისით დაჩხვლეტილ თითებს.
Where would they run to, who would compensate them for the time wasted, the material used, their worn-out eyesight and the awl punctures on their fingers?
57964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ამიტომაც იცდიდა დაუშრეტელი მდინარის ლერწმოვანებში ჩამალული თორმეტნიჩბიანი ხომალდი.
Thus the twelve-oared ship waited in the reed-beds of the ever-flowing river.
57965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აუტანელი იყო მისი მოლოდინ..
The waiting was unbearable.
57966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
უცხო გარემოს ყველაფერი, მათი განზრახვაც კი, იდუმალების, მიუღწევლობის ბურუსში გაეხვია.
The alien surroundings wrapped everything — their plans, too — in a haze of secrecy and unattainability.
57967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შეიძლება, სწორედ დამალული განზრახვა იწვევდა უნებური დანაშაულის გრძნობას, რაც თავის მხრივ შიშისა და სიფრთხილის გრძნობასაც უღვიძებდათ და უღიზიანებდათ.
Perhaps it was the hidden plan which induced a feeling of wrongdoing, in turn arousing and aggravating their fear and caution.
57968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
სამშობლოდან იმდენად შორს იყვნენ, დახმარების არავითარი იმედი არ უნდა ჰქონოდათ.
They were so far from home and had no hope of getting help.
57969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არც კოლხთა ხომალდები ჩამოუვარდებოდნენ მათ თორმეტნიჩბიან ხომალდს სისწრაფეში.
And the Colchian ships were at least as fast as their twelve-oared ship.
57970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ასე რომ, ყველაფერს ბედი და ბედნიერი შემთხვევა გადაწყვეტდა.
So luck and a lucky chance would decide everything.
57971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ისინიც იცდიდნენ.
And they waited.
57972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
პირველ ღამეს საგულდაგულოდ შენიღბულ ხომალდზე უვახშმოდ დაიძინეს, უფრო სწორად, გაათენეს.
They spent the first night on their thoroughly camouflaged ship sleeping, or rather staying awake until dawn.
57973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
რადგან ახლა, როცა სულ ერთი ნაბიჯიღა აკლდათ მიზნამდე, ყველაფერს თავისი ნამდვილი ფერი და სუნი დაებრუნებინა.
Because now, when they were just a step away from their goal, everything got back its real colour and smell.
57974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
უკვალოდ გამქრალიყო უცხო ქვეყნისაკენ მოგზაურობის სიამოვნებაცა და ხიფათების განცდის სურვილიც.
The pleasure of travelling to an unknown land and the desire to experience danger had vanished without trace.
57975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აიეტის ქვეყანაში ქურდულად შემოპარულნი მწარე ფიქრებს მისცემოდნენ.
After breaking in like thieves into Æëtes's country, they began to think bitter thoughts.
57976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
უცხო გარემო, ღამის წყვდიადი და ბაყაყების გაუთავებელი ყიყინი მოსვენებას უკარგავდათ.
The alien surroundings, the pitch-dark night and the constant croaking of frogs made it impossible to rest.
57977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ირგვლივ საზარელი მოჩვენებები დაძრწოდნენ, დაშლიგინობდნენ, წითელ თვალებს აბრიალებდნენ, ჩურჩულებდნენ, ფაჩუნობდნენ, კიოდნენ და ხარხარებდნენ.
Horrific ghosts prowled all round, rustled in the undergrowth, flashed their red eyes, whispered, clattered about, wailing and guffawing.
57978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
წყლის ჩვეულებრივი ჩქაფანიცა და ლერწმის შრიალიც თავზარს სცემდათ.
Even the usual splash of the water and rustling of the reeds aroused horror in them.
57979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იმ ღამეს ცეცხლის ანთება ვერ გაბედეს.
They didn't dare light a fire that night.
57980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არც სანთლის თასმა შეუხსნია ვინმეს, თითქოს მზად უნდა ყოფილიყვნენ გასაქცევად.
Nobody even undid his sandal laces, as if they had to be ready to flee.