მოიძებნა 668060 ჩანაწერი
57981.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ისხდნენ ასე, დამდურებულებივით, და თვითონაც არ იცოდნენ, რას ელოდებოდნენ.
They sat there, as if sulking, not knowing what awaited them.
57982.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ოღონდ მალე მოთავებულიყო ყველაფერი და, რაც მთავარია, ეს მტანჯველი, გულისგამაწვრილებელი მოლოდინი, ერთადერთი სინამდვილე, რაც გარე სამყაროსთან აკავშირებდათ.
If only it could all be over soon, especially the torment and agony of waiting, the only reality that connected them to the outside world.
57983.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„როგორ მომივიდა, როგორ ვენდე და როგორ გავუშვიო“- გულს ასკდებოდა იასონი.
"What came over me to trust them and let them go?" Jason agonized.
57984.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ის ხომალდის ერდოზე იჯდა, ხელები წვივებზე შემოეხვია და ნიკაპი შიშველ მუხლებზე ჩამოედო.
He sat on the deck, his arms around his calves and his chin resting on his bare knees.
57985.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შორიდან კაცს ეგონებოდა, დასძინებიაო, მაგრამ საკმარისი იყო, ოდნავ გაფაჩუნებულიყო რამე, პატრონის მომლოდინე ძაღლივით, მაშინვე წამოწევდა თავს და წყვდიადს მიაშტერდებოდა.
From a distance you might have thought he was asleep, but something only had to rustle for him to raise his head and stare into the darkness, like a dog waiting for its master.
57986.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონი შეგნებულად მოიქცა ასე, შეგნებულად გაუშვა ოთხივენი, რადგან ვერ გაბედა მძევლის დატოვება.
Jason had deliberately acted as he had, releasing all four, because he didn't dare keep a hostage.
57987.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იმდენი რამე უამბეს მისმა „ნათესავებმა“ მრისხანე აიეტზე, ეს უშიშარი ბედისმაძიებელიც კი ჩააფიქრეს.
His "relatives" had told him so much about Æëtes's anger that they had given even this fearless fortune-hunter food for thought.
57988.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მართალია, წამოსვლამდეც ბევრი რამე უთხრეს, ბევრი თვითონაც გამოიკითხა კოლხთა მეფეზე, მაგრამ იქ, სამშვიდობოს, სხვა იყო.
True, before he had departed, he had been told a lot of things and had asked a lot of things about the king of Colchis, but there, where he was safe, it was different.
57989.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იქ მოსწონდა, ეამაყებოდა კიდეც, ასეთ მრისხანე და ძალგულოვან კაცთან რომ მოუწევდა შეხვედრა.
He had liked, even taken pride in setting off to meet such an angry and manly king.
57990.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შენს სახლში, სადაც მხოლოდ შენი ნაცნობ-მეგობრები შეკრებილან, თანაც ხელში ღვინით სავსე თასიც გიჭირავს, სასიამოვნოცაა ლომზე საუბარი, თანაც ისეთ ლომზე, რომლის სიავე და დაუნდობლობა ზღაპრად ქცეულა და მთელ ქვეყანას მოსდებია.
At home, where you have only friends around you and a chalice full of wine in your hand, it's a pleasure to talk about a lion, especially a lion whose viciousness and ruthlessness is legendary and the talk of the whole country.
57991.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ ბრიყვი უნდა იყო, თუ ასეთივე გრძნობა დაგეუფლება, როცა იმ ლომის ბუნაგის სუნი გეცემა ცხვირში.
But you have to be a fool if this feeling still persists when the smell of the lion’s den hits your nose.
57992.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონს ძალის იმედი არცა ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა.
Jason didn't rely on force, nor could he.
57993.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ეშმაკობითა და მოხერხებულობით თუ გამოაცლიდა იმ ქეციანი ვერძის ტყავს, რომელზედაც ლომი იწვა და შეფერებული მედიდურობით, ზანტად, ათასში ერთხელ თუ დაახამხამებდა უცხო სტუმრებისაკენ მიპყრობილ ყვითელ თვალებს.
Only by underhand cunning could he get hold of that lousy ram's fleece on which the lion lay, its yellow eyes just now and again giving a lazy, appropriately lordly glance at a foreign visitor.
57994.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონსაც ცხვრის ქურქი უნდა ჩაეცვა, თავი ჩაეღუნა და მორიდებით დაეკიკინებინა თავისი გასაჭირი.
Jason should have worn a sheepskin, bowed low to the lion and timidly bleated out his plea.
57995.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იქნებ ასე მაინც მოეგო გული იმ მრისხანე მეფისათვის, რომელმაც, ალბათ, უკვე იცოდა დაუპატიჟებელი სტუმრების შესახებ და ვინ იცის, რა ავი ზრახვები უტრიალებდა თავში.
Perhaps he might have won over this wrathful king, who may already have known about his uninvited guest and, perhaps, the evil plans he was harbouring.
57996.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონს სხვა მაინც არაფერი შეეძლო, რომელიმე შვილიშვილის მძევლად დატოვება უარესად გააცეცხლებდა აიეტს.
But Jason had no alternative: if he had kept any of the grandson's hostage he might have enraged Æëtes more.
57997.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და იასონის სათხოვარსაც ავაზაკის ტყაპუჭს გადააცმევდა.
Jason's request would have dressed him in a pirate's sheepskin.
57998.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ის მეფე იყო, უსამართლოდ დაკარგული ტახტის სამართლიანი მემკვიდრე და ახლა მეორე მეფესთან შემწეობის სათხოვნელად მოსულიყო.
Jason was a king, the lawful heir to an unlawfully stolen throne and he had come to see another king in order to ask for help.
57999.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ამით ხომ ის აიეტის უპირატესობასაც აღიარებდა და უსაზღვრო ნდობასაც უცხადებდა მის მეფურ ძალასა და კეთილშობილებას.
In doing so, he conceded Æëtes' superior status and expressed unbounded trust in his royal power and nobility.
58000.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
განა მეფე, მით უფრო აიეტივით ძლიერი, ვალდებული არ არის მხარში ამოუდგეს მეორე მეფეს, მით უფრო იასონივით უძლურს.
Wasn't a king, especially one as powerful as Æëtes, obliged to support another king, especially one as weak as Jason.