მოიძებნა 668043 ჩანაწერი
579821.
განთიადი | თავი I
მაშ, ჯეიკობმა იცოდა, რომ მასზე ვღელავდი.
So Jacob knew I was worried.
579822.
განთიადი | თავი I
იქნებ ერთ დროს იმასაც კი ფიქრობდა, რომ ესეც შემეძლო.
He might have imagined me capable of that.
579823.
განთიადი | თავი I
– ჰო, მე და დედაჩემი ვიქნებით.
Yeah, me and my mom will be there.
579824.
განთიადი | თავი I
მიხარია, რომ დაგვპატიჟე.
It was cool of you to ask us.
579825.
განთიადი | თავი I
მეც მიხაროდა, რომ ედუარდმა ქლიარუოტერების დაპატიჟება მოიფიქრა.
Inviting the Clearwaters had been Edward's idea, I was glad he'd thought of it.
579826.
განთიადი | თავი I
– ედუარდი მომიკითხე, კარგი? – აუცილებლად.
"Tell Edward I said hi, okay?" "Sure thing."
579827.
განთიადი | თავი I
ედუარდისა და სეთის უეცარი დამეგობრება ჯერაც მაშფოთებდა.
The friendship that had sprung up between Edward and Seth was something that still boggled my mind.
579828.
განთიადი | თავი I
მეორე მხრივ, ეს ცხადი სამხილი იყო იმისა, რომ თუ ვამპირები და მაქციები მოინდომებდნენ, თანაარსებობაც შეეძლოთ.
It was proof, though, that vampires and werewolves could get along just fine if they were of a mind to.
579829.
განთიადი | თავი I
შინიდან „გაქცეული“ ჯეიკობი კიდევ ერთი სადარდებელი იყო, რომელიც მის ისედაც დამძიმებულ ზურგს დააწვა.
Jacob-the-runaway was just one of the straws on his overburdened back.
579830.
განთიადი | თავი I
როგორც კი ჩარლის საპატრულო კრუიზერის ხმა გავიგონე, თითზე ბეჭედი ლამის ლოდად მექცა.
As the sound of Charlie's cruiser announced his return, the ring suddenly weighed a hundred pounds on my finger.
579831.
განთიადი | თავი I
– ბელა, ნუ ცქმუტავ.
Stop fidgeting, Bella.
579832.
განთიადი | თავი I
მკვლელობის აღიარებას კი არ აპირებ!
You're not confessing to a murder here.
579833.
განთიადი | თავი I
– შენთვის ადვილი სათქმელია.
"Easy for you to say."
579834.
განთიადი | თავი I
ღია კარის საკლიტურში გასაღები გადატრიალდა.
The key rattled in the already open door.
579835.
განთიადი | თავი I
ამ ხმამ საშინელებათა ფილმების ის მომენტი გამახსენდა, მსხვერპლს კარის ჩაკეტვა რომ ავიწყდება.
The sound reminded me of that part of the horror movie when the victim realizes she's forgotten to lock her deadbolt.
579836.
განთიადი | თავი I
– დამშვიდდი, ბელა, – ჩამჩურჩულა ჩემი პულსის აჩქარებით აღელვებულმა ედუარდმა.
"Calm down, Bella," Edward whispered, listening to the acceleration of my heart.
579837.
განთიადი | თავი I
კარი კედელს მიეჯახა და შევხტი.
The door slammed against the wall, and I flinched.
579838.
განთიადი | თავი I
– გამარჯობა, ჩარლი, – მშვიდად მიესალმა ედუარდი.
"Hey, Charlie," Edward called, entirely relaxed.
579839.
განთიადი | თავი I
– არა! – ჩუმად გავაპროტესტე.
"No!" I protested under my breath.
579840.
განთიადი | თავი I
– რა მოხდა? – ჩურჩულით შემეპასუხა ედუარდი.
"What?" Edward whispered back.