მოიძებნა 668043 ჩანაწერი
581081.
განთიადი | თავი VI
ედუარდი წამოჯდა ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია და პორტუგალიურად უპასუხა გუსტავოს.
Edward sat up, keeping me cradled against him, and answered Gustavo in flowing Portuguese.
581082.
განთიადი | თავი VI
გუსტავომ თავი დაუქნია და გასასვლელისკენ წავიდა.
Gustavo nodded and walked quietly toward the front door.
581083.
განთიადი | თავი VI
– დაამთავრეს, – მითხრა ედუარდმა.
"They're finished," Edward told me.
581084.
განთიადი | თავი VI
– ესე იგი, უკვე მარტონი ვართ? – იქნებ ჯერ ვისადილოთ?
"So that would mean that we're alone now?" "How about lunch first?"
581085.
განთიადი | თავი VI
ტუჩზე ვიკბინე, დილემის წინაშე აღმოვჩნდი.
I bit my lip, torn by the dilemma.
581086.
განთიადი | თავი VI
ძალიან მშიოდა.
I was pretty hungry.
581087.
განთიადი | თავი VI
ედუარდმა ხელი მომკიდა და ღიმილით შემიყვანა სამზარეულოში.
With a smile, Edward took my hand and led me to the kitchen.
581088.
განთიადი | თავი VI
ჩემს აზრებს ვერა, სამაგიეროდ ჩემს სახეს კითხულობდა.
He knew my face so well, it didn't matter that he couldn't read my mind.
581089.
განთიადი | თავი VI
– ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, – ავწუწუნდი, როცა თეფში მოვასუფთავე.
"This is getting out of hand," I complained when I finally felt full.
581090.
განთიადი | თავი VI
– თუ გინდა, დელფინებთან საცურაოდ წავიდეთ, კალორიებს დაწვავ, – შემომთავაზა ედუარდმა.
"Do you want to swim with the dolphins this afternoon – burn off the calories?" Edward asked.
581091.
განთიადი | თავი VI
– სხვა დროს იყოს. კალორიების დაწვის სხვა საშუალებაც არსებობს.
"Maybe later. I had another idea for burning calories."
581092.
განთიადი | თავი VI
– მაინც რომელი? – საწოლის თავი ჯერ ბოლომდე არ დაგილეწავს... ნათქვამის დამთავრება ვერ მოვასწარი.
"And what was that?" "Well, there's an awful lot of headboard left – " But I didn't finish.
581093.
განთიადი | თავი VI
მან ხელში ამიტაცა, თავისი ტუჩებით დამადუმა და არაადამიანური სისწრაფით გამაქანა ლურჯი ოთახისკენ.
He'd already swept me up into his arms, and his lips silenced mine as he carried me with inhuman speed to the blue room.
581094.
განთიადი | თავი VII
ვხედავდი ჩემი მოკვლის სურვილით ანთებულ, მათ მწყურვალ მეწამულ თვალებს.
I could see their dark ruby eyes glinting with desire, lusting for the kill.
581095.
განთიადი | თავი VII
ჩემს ზურგს უკან ბავშვი ტიროდა, მაგრამ მისკენ ვერ ვიხედებოდი.
I heard the child behind me whimper, but I couldn't turn to look at him.
581096.
განთიადი | თავი VII
ყურადღების გაფანტვის უფლება არ მქონდა.
I could not afford any lapse in focus now.
581097.
განთიადი | თავი VII
მოჩვენებები მომიახლოვდნენ, მათი შავი მოსასხამები მსუბუქად ფრიალებდა.
They ghosted closer, their black robes billowing slightly.
581098.
განთიადი | თავი VII
უცებ თვალისმომჭრელად გაიელვა და მთელი სცენა შეიცვალა.
And then, like a burst of light from a flash, the whole scene was different.
581099.
განთიადი | თავი VII
თუმცა, არაფერი შეცვლილა, ვოლტურები არსად გამქრალან, ისევ ჩვენს დასახოცად მოდიოდნენ.
Yet nothing changed – the Volturi still stalked toward us, poised to kill.
581100.
განთიადი | თავი VII
სისხლს მოწყურებული ნადირივით წელში მოვიხარე, კბილები დავკრიჭე და ღრიალით გავხტი წინ.
I crouched forward, and a growl ripped through my bared teeth.