მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58141.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აიეტმა უნებურად ხელი სახეზე აიფარა.
Æëtes, without thinking, covered his face with his hand.
58142.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ლეღვების ქვეშ დაბორკილი ცხენი ბალახს ახრამუნებდა.
A hobbled horse was crunching the grass under the fig trees.
58143.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
უცებ გარკვევით იგრძნო ცხენისა და ხმელი ბალახის სუნი და ცხენზე შეჯდომა ისე მოენატრა, გული აუჩუყდა.
Suddenly he clearly sensed the smell of the horse and the dry grass and had a strong, heart-rending desire to mount the horse.
58144.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შორიდან ნიავმა ვიღაცის არხეინი ხმა მოიტანა: თვალი გეჭიროს არ ჩაგეწვასო.
The breeze brought someone's relaxed voice from afar, "Watch out you don't let it burn!"
58145.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„ვკვდები“, - გაიფიქრა აიეტმა და უცებ გულზე მოეშვა, თითქოს სიკვდილის მთელი საშინელება მისი აღიარება იყო.
"I'm dying", thought Æëtes and suddenly felt relief, as if the terror of death was only a terror of admitting it.
58146.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აიეტს ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მარტო ის კი არა, მასთან ერთად მთელი ქვეყანა კვდებოდა: ვარსკვლავიც, ჯიუტად რომ მოსჩერებოდა.
Æëtes felt as if not just he but the entire country was dying, including the star that was staring fixedly at him.
58147.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და აიეტს ვერ გაეგო, რა უნდოდა ვარსკვლავს, რას მოსჩერებოდა.
And Æëtes couldn't understand what the star wanted, why it stared at him.
58148.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- „იქნებ ესაა სიკვდილიო?“ - გაიფიქრა კიდეც.
"Is it death, perhaps?" he thought again.
58149.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იმ კაცის ხმაც კვდებოდა, „არ ჩაგეწვასო“ - ვიღაცას რომ დაუბარა და თვითონ კი იქით წავიდა, საითაც გულმა გაუწია.
The man's voice that had said "Don't you let it burn", was dying, too: it was his parting word to somebody, and he went off where he wanted to go.
58150.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ლეღვის ხეებიცა და მათ დახუთულ, მუმლებით აწრიალებულ წყვდიადში თავშეფარებული ცხენიც კვდებოდა.
The fig trees and the horse sheltering under them with the buzzing mosquitoes in the dark were also dying.
58151.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„ყველაფერი კვდება“, - დაასკვნა აიეტმა.
"Everything's dying", Æëtes concluded.
58152.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„იცი მაინც, რატომ კვდები?“ - ჩაეკითხა საკუთარ თავს და მწარე ღიმილმა სახე დაუსახიჩრა.
"Do you know now why you're dying?" he asked himself, and a bitter smile distorted his face.
58153.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„ვიცი, - გადააბა კითხვას პასუხი, - იმიტომ რომ... იმიტომ, რომ, არ მინდა სიკვდილი“.
"I know", he answered the question, "because… because I don't want to die".
58154.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აიეტმა წაიბორძიკა და უნებურად იქვე დაყრილ ლოდებს დაეყრდნო.
Æëtes stumbled and automatically leant against the rocks that were lying nearby.
58155.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ლოდი თბილი იყო, ღრმად ჩაძინებული ნადირივით, თითქოს ფეთქავდა კიდეც.
The rock was warm, like an animal fast asleep, it even seemed to have a pulse.
58156.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მეორე დღეს მთელი ვანი აიეტის უცხოელ სტუმარზე ლაპარაკობდა.
The next day all Vani was talking about Æëtes's foreign guest.
58157.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ხალხი ჯერ კიდევ კარგად ვერ იყო გარკვეული საქმეში და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთმანეთში ურევდა მართალსა და ტყუილს, გაგონილსა და გამონაგონს.
The people were not yet well informed on the subject and, as always happens at such times, they confused truth with lies, rumours and inventions.
58158.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ზოგი ამბობდა, ბერძენმა ტახტი მოსთხოვა აიეტსო, ზოგი, პირიქით.
Some said that the Greek had asked Æëtes for his throne, others — the contrary.
58159.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ტახტი დაუკარგავს და აიეტს დახმარების სათხოვნელად მოადგაო, ფრიქსეს ნათესავი ყოფილა და აიეტზე ახლობელი სხვა არავინ ჰყოლიაო.
He had lost his throne and had come to ask for Æëtes's help, he was a relative of Phrixos and Æëtes was his only close kinsman.
58160.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იმასაც ამბობდნენ: რის ტახტი, რა ტახტი, ქალის სათხოვნელად ჩამოვიდა, ფრიქსესი არ იყოს, ეგეც დანათესავებას გვიპირებსო.
Others said that the throne was nothing to do with it, that he had come to ask for a daughter, as had Phrixos, so as to be a kinsman of Æëtes.