მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58161.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ცოტა-ცოტა სიმართლე ყველგან ერია, მაგრამ სიმართლე მაინც სხვა იყო: იასონმა აიეტს ვერძის ტყავი მოსთხოვა, მეტი არაფერი.
There was a little bit of truth in all this, but the truth was still quite different: Jason asked Æëtes for the ram's fleece and nothing else.
58162.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ეს იყო და ეს.
That was it.
58163.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თანაც იასონმა თავისი თავგადასავალი და აქ ჩამოსვლის მიზეზი, რატომღაც, ზღაპრად მოუყვა აიეტს, ალბათ, იფიქრა, ასე უფრო იოლად გავაგებინებო.
At the same time, Jason had told his life story to Æëtes and given his reason for coming here in the form of a fairy tale, no doubt thinking that it would thus be easier to understand.
58164.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- იყო და არა იყო რა, - დაიწყო იასონმა, - იყო ქალაქი იოლკოსი.
"Once upon a time", Jason began, "there was a city called Iolcos."
58165.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ამ ქალაქის მეფეს ნახევარძმა ჰყავდა, დედით ერთნი იყვნენ, მამით კი სხვადასხვანი.
The king of this city had a stepbrother: they had the same mother, but different fathers.
58166.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ამ ნახევარძმას თვითონაც მოუნდა მეფობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც დაისაკუთრა ტახტი, კანონიერ მეფეს კი კარი გამოუკეტა.
The stepbrother decided he wanted to reign himself, and one fine day he seized the throne and overthrew the lawful king.
58167.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თქვენც კარგად მოგეხსენებათ, ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ დაეტევა, როგორც ერთ სამზარეულოში ორი ქალი (იასონმა გაიღიმა).
You yourself will be only too aware that two kings cannot share one throne, just as "two women", (Jason smiled), "cannot share a kitchen."
58168.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ჩავარდა საწყალი სიღარიბეში, მაგრამ რა უნდა ექნა, თავს ზევით ძალა არ იყო.
The poor ex-king was beggared, but what could he do, he had no help from above.
58169.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ეტყობა, ღმერთებმა მთლად არ გასწირეს ნამეფარი და ვაჟი აჩუქეს.
But the gods, it seems, hadn't entirely abandoned the ex-king: "they gave him a son".
58170.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონმა გულზე ხელი მიიდო და ისევ გაიღიმა, ვითომ ის ვაჟი მე გახლავართო.
Jason put his hand on his heart and smiled again, as if to say that he was that son.
58171.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მამას შეეშინდა, ნახევარი ძმა არც შვილს შემარჩენსო და ახალშობილი მთებში გადამალა, მწყემსებთან.
The father was afraid that his stepbrother would not spare the son either and hid the newborn baby with shepherds in the mountains.
58172.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ხალხში კი ხმა გაავრცელა, მკვდარი ბავშვი დამებადაო და ქელეხიც გადაიხადა.
He spread a rumour among the people that he had a stillborn child and held a wake.
58173.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონმა შეიცადა და დარბაზში მყოფნი მოათვალიერა. ყველანი ყურადღებით უსმენდნენ.
Jason paused and looked at the people in the hall; they were all listening closely.
58174.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ყმაწვილი რომ წამოიზარდა, - გააგრძელა იასონმა და უცებ მედეა დაინახა, არა, მედეა კი არა, მედეას ხელები, მუხლებზე დაეწყო და დასჩერებოდა, თითქოს წიგნს კითხულობსო.
"When the boy grew up", Jason continued, and suddenly saw Medea, or rather Medea's hands, which she had laid on her knees and was looking at, as if reading a book.
58175.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონს სიტყვა გაუწყდა, ოდნავ წინ წადგმული მარჯვენა ფეხი ისე აუთამაშდა, თითქოს დასაკლავად წამოქცეულ პირუტყვზე ედგა.
Jason stopped: his right foot, which he had put forward, twitched as if he was standing on a fallen animal and about to kill it.
58176.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
უცებ ზღვის გუგუნი გაიგონა, ყრუ, შეკავებული, გეგონებოდათ თავზე საბანწაფარებული რაღაცას ბუტბუტებს, ანდა მოთქვამსო.
Suddenly he could hear the sea's roar, muffled, restrained, as if someone with a blanket over their head was murmuring or lamenting.
58177.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
- ყმაწვილი რომ წამოიზარდა, - აჩქარდა იასონი, - თავის ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა.
"When the boy grew up", said Jason hurriedly, "he decided to return to his city."
58178.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მივიდა მეფესთან და უთხრა: ესა და ესა ვარ და ჩემი ტახტი დამიბრუნეო.
He went to see the king and told him: "This is who I am, so give me my throne back".
58179.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ფეხზე ცალი სანდალიღა შერჩენოდა, ტახტს კი თხოულობდა - გაიცინა იასონმა.
He was wearing only one sandal, but asking for a throne", laughed Jason.
58180.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ სიცილი ამჯერად ნაძალადევი გამოუვიდა, ეს თვითონვე იგრძნო და ნირწამხდარმა გააგრძელა.
But this time the laughter sounded forced, as he himself realised, before continuing, chastened.