მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58221.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ხანდახან ჭოტი დაიკივლებდა, ისე მოულოდნელად, ისე შემზარავად, ყველას სისხლი ეყინებოდა.
Every now and again a little owl screeched, so unexpectedly and eerily that everyone's blood froze.
58222.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ რა უნდა ექნათ, ჭოტი იმის ჭოტია, ღამღამობით თავისი ბოღმა და სატკივარი ქვეყანას შესჩივლოს.
But they could do nothing: screech owls are screech owls and at night they let the world know of their anger and pain.
58223.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თავიანთ ქვეყანაშიც ზუსტად ასე კიოდნენ ჭოტები, მაგრამ იქ სხვა იყო, იქ მარტო ბავშვს თუ შეაკრთობდა ჭოტის უეცარი შეკივლება და ქალებს თუ დააწყევლინებდა თავს, სადღაც დამპალ ფუღუროში გაფუყული ფრინველი.
In their country the owls screeched exactly the same way, but there it was different, and only a child would be frightened by a little owl's sudden screech, and only women would then curse the bird that was hiding in a hole in some rotten tree.
58224.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონი ახლაც მარტო იჯდა კიჩოზე, ხელები წვივებზე შემოეხვია და ნიკაპი მუხლებზე ჩამოედო.
Jason was now sitting alone on the stern, his arms round his calves and his chin on his knees.
58225.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„ძაღლი მაინც მყავდესო“, - ფიქრობდა იგი.
"If only I had a dog", he was thinking.
58226.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ამოდენა ხომალდი მის ერთგულ ბიჭებს გაევსო და მაინც მარტოდ გრძნობდა თავს, რადგან აიეტი მარტო მას უპირებდა გამოცდას, ამიტომაც მხოლოდ მას ელოდა განსაცდელი.
The large ship was filled with his loyal men, but he still felt lonely, because Æëtes had singled him out for the ordeal, and he was the only one who would be tested.
58227.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თუმცა ასედაც უნდა ყოფილიყო, ბიჭები ხომ მისი გულისთვის წამოსულიყვნენ ამხელა გზაზე.
But that was how it had to be, because his men had come on such a journey only for his sake.
58228.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაგრამ ახლა ვერაფრით ვერ შეჰგუებოდა იმ აზრს, მარტო მას რომ ელოდა ხიფათი.
Yet he could in no way reconcile himself to the idea that he alone was in jeopardy.
58229.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ადრეც ბევრჯერ მდგარა სიკვდილ-სიცოცხლის შუა, მაგრამ მისი ჯიუტი ბუნება არასოდეს არ შეჰგუებია სიკვდილს.
He had often been in life-and-death situations, but his stubborn nature had never accepted the idea of death.
58230.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონს არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ ისიც, ასეთი მარდი და ღონიერი, ასეთი ზრდილი და მომხიბვლელი, შეიძლებოდა სხვებივით მომკვდარიყო.
Jason could not believe that he, such a deft and strong, well-built and charismatic man, could die like anyone else.
58231.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
სიკვდილზე ფიქრი იმდენად აბნევდა და ასულელებდა, იმდენად ეძნელებოდა საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, უმალ და უყოყმანოდ ირწმუნებდა მომხიბვლელ სიყალბეს, ოღონდ ამაზრზენი ჭეშმარიტებისათვის თვალი მოეხუჭა.
Thinking about death made him so perturbed and disoriented, he found imagining his own death so difficult, that he would rather believe an alluring falsehood outright and shut his eyes to the awful truth.
58232.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
სჯეროდა, ღმერთები მისი გულისთვის რამე გამონაკლისს დაუშვებდნენ, არ მისცემდნენ ამ ქვეყნიდან წასვლის ნებას.
He believed that the gods would make an exception for him and wouldn't let him leave the world of the living.
58233.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ანდა სად უნდა წასულიყო, აქაც მშვენივრად გრძნობდა თავს.
Anyway, why should he leave when he felt so well here?
58234.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აქ იყო მისი ადგილი და ამიტომაც იდგამდა წელებზე ფეხს, ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რადგან აქ, ამ ქვეყანაზე უნდოდა ყველაფერი, რაც სხვას ჰქონდა, ანდა შეიძლებოდა ჰქონოდა.
This was his place and so he would do anything, crawl through the eye of a needle, because here, in this world, he wanted everything that others had or could have.
58235.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მართალია, დღევანდელის არ იყოს, ბევრჯერ გაწბილებულა, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად გამომძვრალა იმ არასასიამოვნო შეგრძნებიდან, რომელსაც გაწბილება ბადებს.
True, as today, he had often been disappointed, but he had always come out victorious from the unpleasant sensations which disappointment brings.
58236.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ახლაც ამაზე ფიქრობდა, ახლაც თავის დასაღწევ გზებს დაეძებდა და გული სიბრაზით ევსებოდა, მარტო რომ იყო.
This was what he was now thinking about, seeking an escape, and his heart was full of anger at being alone.
58237.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
აიეტს ამჯერად ზრდილობიანად გამოეპანღურებინა, მაგრამ შეიძლებოდა უარესადაც დამთავრებულიყო ყველაფერი.
This time Æëtes had politely kicked him out, but it could all have ended worse.
58238.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ახლა არჩევანის უფლება მაინც ჰქონდა: ან როგორც მობრძანდა, ისევე წაბრძანებულიყო, ანდა მიეღო აიეტის გამოწვევა.
He still had the right to choose: he could leave as he had come, or he could accept Æëtes's challenge.
58239.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ესეც მას უნდა გადაეწყვიტა, მხოლოდ და მხოლოდ მას ეხებოდა და იმიტომ.
What he had to decide concerned only him.
58240.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ბიჭებს რა უჭირდათ, ხეტიალი და დროსტარება არც აქეთობას აკლდათ და არც იქითობას დაიკლებდნენ.
His men had nothing to worry about: coming or going, they were free to roam about and have a good time.