მოიძებნა 668043 ჩანაწერი
581961.
განთიადი | თავი X
მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზისგან ხელები მიცახცახებდა, მას მაინც გაეცინა.
She laughed, though my anger was so real that my hands were shaking around hers.
581962.
განთიადი | თავი X
იმას კი არ ვამბობ, ადვილი იქნება-მეთქი, ჯეიკ.
Tm not saying things will work out easily, Jake.
581963.
განთიადი | თავი X
მაგრამ, მას შემდეგ, რაც ცხოვრებაში გადავიტანე, როგორ შეიძლება სასწაულის არ მჯეროდეს?
But how could I have lived through all that I've lived through and not believe in magic by this point?
581964.
განთიადი | თავი X
ერთი ხელი გაითავისუფლა და ლოყაზე დამადო.
She pulled one of her hands away from mine and pressed it against my cheek.
581965.
განთიადი | თავი X
– რას ბოდავ?
– What are you babbling about?
581966.
განთიადი | თავი X
– ერთხელ ედუარდმა ამიხსნა, როგორი შეგრძნებაა ეგ თქვენი აღბეჭდვა.
– Edward told me once what it was like – your imprinting thing.
581967.
განთიადი | თავი X
ასე მითხრა, „ზაფხულის ღამის სიზმარში“ აღწერილ სასწაულს ჰგავსო.
He said it was like A Midsummer Night's Dream, like magic.
581968.
განთიადი | თავი X
ასეთი სუსტი რომ არ ყოფილიყო, ალბათ დავუღრიალებდი, მაგრამ ახლა მხოლოდ უკმაყოფილოდ შევუბღვირე.
If she hadn't looked so fragile I would've been screaming, as it was, I did growl at her.
581969.
განთიადი | თავი X
– მართლა დაასკვენი, რომ თუ ერთხელაც ვინმე აღმებეჭდება, ამას გავამართლებ?
- Do you really think that just because I might someday imprint on some stranger it would make this right?
581970.
განთიადი | თავი X
მისი გაბერილი მუცლისკენ გავიშვირე თითი.
I jabbed a finger toward her swollen body.
581971.
განთიადი | თავი X
– მითხარი, მაშინ რა აზრი ჰქონდა, ბელა!
– Tell me what the point was then, Bella!
581972.
განთიადი | თავი X
რა აზრი ჰქონდა შენ მიმართ ჩემს სიყვარულს?
What was the point of me loving you?
581973.
განთიადი | თავი X
მე ის არ მედარდება, მაგრამ შენ მასაც დაღუპავ.
You'll kill him, too, not that I care about that.
581974.
განთიადი | თავი X
ის შეკრთა, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი.
She flinched, but I kept going.
581975.
განთიადი | თავი X
– საბოლოოდ, რა აზრი ჰქონდა მთელ ამ სიყვარულის ისტორიას?
"So what was the point of your love story, in the end?
581976.
განთიადი | თავი X
თუკი ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს უნდა ვამართლებდე, ამიხსენი ბელა, რატომ, რადგან მე ვერ ვხვდები.
If there is any sense, please show me, Bella, because I don't see it.
581977.
განთიადი | თავი X
ვგრძნობ, რომ ყველაფერი კეთილად დასრულდება, თუმცა, ჯერ გვიჭირს ამის დანახვა.
I feel that this is all going somewhere good, hard to see as it is now.
581978.
განთიადი | თავი X
თუ გინდა, ამას რწმენა უწოდე.
I guess you could call it faith.
581979.
განთიადი | თავი X
– სულ ტყუილად იკლავ თავს, ბელა!
- You're dying for nothing, Bella!
581980.
განთიადი | თავი X
ჩემი ლოყიდან ხელი აიღო და თავის მუცელს მოეფერა.
Her hand dropped from my face to her stomach and caressed it.