მოიძებნა 668043 ჩანაწერი
582141.
განთიადი | თავი X
დასაკარგი დრო არ გვაქვს.
No time to waste.
582142.
განთიადი | თავი X
მე თავი გავაქნიე და ნელა ფეხზე წამოვდექი.
I shook my head, rising slowly to my feet.
582143.
განთიადი | თავი X
ჩემ გვერდით მდგარი მგელიც წამოდგა.
The wolf beside me got up, too.
582144.
განთიადი | თავი X
– მოიცათ! – გავიფიქრე მე.
– Wait! – I thought.
582145.
განთიადი | თავი X
ისინი წამით გაჩერდნენ და მერე ისევ დაიწყეს.
The circling paused for one beat, and then they were pacing again.
582146.
განთიადი | თავი X
დღეს შუადღეზე თავდასხმაზე უარი თქვით, შეთანხმებას ვერ დავარღვევთო.
You wouldn't attack them for breaking the treaty this afternoon.
582147.
განთიადი | თავი X
– ჩვენი შეთანხმება მსგავს რამეს არ ითვალისწინებს, – მიპასუხა სემმა, – მთელი რეგიონის მაცხოვრებლებს საფრთხე ემუქრებათ.
– This is not something our treaty anticipated,– Sam said, – This is a danger to every human in the area.
582148.
განთიადი | თავი X
არ ვიცით, კალენების ოჯახში რა არსება გაჩნდება, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ძლიერი და სწრაფად მზარდია.
We don't know what kind of creature the Cullens have bred, but we know that it is strong and fast-growing.
582149.
განთიადი | თავი X
თანაც ის ძალიან ახალგაზრდა და შეთანხმების პირობებს ვერ დაიცავს.
And it will be too young to follow any treaty.
582150.
განთიადი | თავი X
არ გახსოვთ ახალშექმნილი ვამპირები, რომლებსაც შევებრძოლეთ?
Remember the newborn vampires we fought?
582151.
განთიადი | თავი X
სემმა ჩემი გონებიდან ბელას გადაფარებული როზალის სურათი ამოიღო და ხროვის სხვა წევრებს აჩვენა.
Sam pulled Rosalie's face, her protective crouch, from my mind and put it on display for everyone.
582152.
განთიადი | თავი X
– ვითარებას აბუქებთ, – შევეკამათე, – ერთადერთი, ვინც ნამდვილად საფრთხეშია, ბელაა.
– You're making it into something bigger than it is,– I argued, – The only one who's in danger here is Bella.
582153.
განთიადი | თავი X
ჩვენ ვერ გავრისკავთ.
We can't take that chance.
582154.
განთიადი | თავი X
სისხლისმსმელებს ჩვენს მიწებზე ნადირობის ნებას ვერ მივცემთ.
We won't allow a blood drinker to hunt on our lands.
582155.
განთიადი | თავი X
„მაშინ ვუთხრათ, რომ აქაურობას მოსცილდნენ“, – ჩემმა მხარდამჭერმა მგელმაც ამოიღო ხმა.
– Then tell them to leave,– the wolf who was still supporting me said.
582156.
განთიადი | თავი X
სეთი იყო, რასაკვირველია.
It was Seth, of course.
582157.
განთიადი | თავი X
რომ სადმე სხვაგან სხვებს შეუქმნან საფრთხე?
And inflict the menace on others?
582158.
განთიადი | თავი X
თუკი სისხლისმსმელები ჩვენს მიწას გადაკვეთენ, ყველას ვხოცავთ, მნიშვნელობა არ აქვს, ნადირობენ თუ არა.
When blooddrinkers cross our land, we destroy them, no matter where they plan to hunt.
582159.
განთიადი | თავი X
ვისაც შეგვიძლია, ყველას ვიცავთ.
We protect everyone we can.
582160.
განთიადი | თავი X
ეს სიგიჟეა, დილით ხროვის საფრთხეში ჩაგდება არ გინდოდა.
This is crazy, this afternoon you were afraid to put the pack in danger.