მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58281.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
და აი, სწორედ მაშინ გაახსენდა იასონს მედეა. არა, მედეა კი არა, მედეას ხელები, არაბუნებრივად მშვიდი და სრულყოფილი, ერთდროულად მშვენიერიცა და საშიშიც.
And now Jason recalled Medea, or rather her hands, unnaturally calm and self-sufficient, beautiful and fearful at the same time.
58282.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
გაახსენდა, როგორ გაუწყვიტა სიტყვა აიეტის დარბაზში ამ ხელების ხილვამ.
He remembered being lost for words in Æëtes's hall when he saw those hands.
58283.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მერეც, როცა სუფრასთან ისხდნენ, იასონი მხოლოდ მედეას ხელებს ხედავდა.
Then, when they were dining, Jason could see only Medea's hands.
58284.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
სხვას არაფერს შეუძრავს მისი ბუნება ასე, არც აიეტის დიდებულ სასახლეს და არც თვითონ აიეტს, ურჩხულივით რომ უბრიალებდა თვალებს; არც ქარისას, თავს რომ დასტრიალებდა და თავისი ხელით უსხამდა ღვინოს; არც აფრასიონს, ურჩხულის მემკვიდრეს
Nothing had moved him so much, neither Æëtes's splendid palace, nor Æëtes himself, his eyes blazing like a dragon's, nor Chalciope, who kept turning her head and pouring him wine personally; nor Absyrtus, the dragon's heir.
58285.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არაფერი ეცხო მამისა და სისულელეებს როშავდა, თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, ჩემს დას არაფერი აწყენინოო.
He had nothing of his father in him and talked a lot of nonsense, such as "If you want to be happy, don't cause my sister any offence".
58286.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონს არაფერი გაეგებოდა აფრასიონის ბჟუტურისა, ვისთვის რა უნდა ეწყენინებინა.
Jason couldn't understand from Absyrtus's mumblings why he should offend anyone.
58287.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ეკლებზე იჯდა და ისიც არ იცოდა, გააღწევდა თუ არა ამ სასახლიდან თავცოცხალი.
He was on tenterhooks, not knowing if he would succeed in leaving this palace alive.
58288.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მედეა იასონს ვიღაცას ახსენებდა, ახსენებდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, ვის.
Medea reminded Jason of somebody, but he couldn't think of whom.
58289.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
შეიძლება იმიტომაც, რომ მაშინ, აიეტის სასახლეში, არ შეეძლო მარტო მედეაზე ეფიქრა.
Perhaps because now, in Æëtes's palace, he was thinking only about Medea.
58290.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თუმცა ცალი თვალით მაინც მოასწრო გადაეთვალიერებინა ხსოვნაში ჩარჩენილი ქალები, მაგრამ ვერც იქ მიაკვლია მედეას მსგავსებას.
Although he did manage to survey the women in his memory, none of them had anything in common with Medea.
58291.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ახლა კი, გემბანზე ჩაცუცქულს, ბურუსში ჩაკარგულს უცებ გაუნათდა გონება.
Now, crouching on the deck, lost in fog, his mind suddenly lit up.
58292.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მედეა ზღვას ჰგავდა.
Medea was like the sea.
58293.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ახლა ისიც გაახსენდა, განუწყვეტლივ ზღვის ხმაური რომ ესმოდა, სანამ მედეა დარბაზში იჯდა.
Now he remembered that he constantly heard the sound of the sea when Medea was sitting in the hall.
58294.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაშინ ამ ხმისთვის ყურადღება არ მიუქცევია, არც გაჰკვირვებია.
At the time he paid no attention to this sound.
58295.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იცოდა, ზღვა ახლოს იყო, მაგრამ გაახსენდა თუ არა მედეა, ისევ ჩაესმა ზღვის გუგუნი, დინჯი, შეკავებული, თითქოს სამუდამოდ დამცხრალი და სამუდამოდ შეგუებული ბუნებისაგან დადგენილ ჯებირებს.
He wasn't surprised. he knew the sea was nearby, but as soon as he remembered Medea, he heard the roar of the sea again, heavy, restrained, almost eternally pacified and eternally reconciled with the banks in which nature had enclosed it.
58296.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ეს ხმა მედეას ხმა იყო.
This sound was Medea's voice.
58297.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ზღვა კი იმიტომაა ზღვა, არც დაცხრეს და არც შეეგუოს რამეს.
The point about the sea is that it will never be pacified or reconciled by anything.
58298.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ის უბრალოდ სულს ითქვამდა, კლდოვან ნაპირებზე ჩამოკაწრულ ტალღებს იმშვიდებდა, რათა ერთხელ კიდევ შეხეთქებოდა ერთფეროვნებასა და უძრაობას.
It was simply recovering, letting its waves, scratched by the rocky shores, calm down so as once more to smash against the monotony and immobility.
58299.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონის ყურებში მართლა ხმაურობდა ზღვა, როცა მედეა თავჩაღუნული იჯდა მამასა და უცხოელ სტუმარს შორის და ხელის გაშლილი მტევნები მუხლებზე დაეწყო.
The sea was really roaring in Jason's ears when Medea sat with her head bowed between her father and the foreign guest and put her hands, palms open and upwards, on her knees.
58300.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
როგორც სასამართლოს მაგიდაზე ყველას დასანახად დააწყობენ ხოლმე იარაღს, რომლითაც მკვლელობაა ჩადენილი.
Like a murder weapon which is put for all to see on the table during a trial.