მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58261.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთო“, - უთხრა მინოსმა იასონს და იასონმაც ყველაფერი გაიგო.
The rest we'll discuss later", Minos told Jason. Jason understood everything
58262.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მინოსის დავალება კი ისეთი იოლი ეჩვენა, გაუკვირდა კიდეც, ერთი ქეციანი ტყავის გულისთვის (მაშინაც ასე თქვა: „ქეციანი ტყავიო“) რატომ უნდა დაესვათ ტახტზე, მაგრამ ჭკუა იხმარა და ენას კბილი დააჭირა.
Minos's task seemed so easy to him that he was even surprised why just for one lousy fleece (that's when he said "lousy fleece") he would be put on the throne, but he had his wits about him and bit his tongue.
58263.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მინოსი ტყუილად არაფერს იტყოდა, არც სხვას ათქმევინებდა ზედმეტს, თუმცა თანხმობის მეტი მაინც არაფერი ესმოდა.
Minos never spoke idly, nor let anyone else say more than was needed, although he only ever heard agreement.
58264.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონი მაშინვე ბიძამისთან გაიქცა, მაგრამ პირველი, რაც ამ მართლაც მიხრწნილი ბებრის თვალებში დაინახა, საკუთარი სიკვდილი იყო. არა, მისი მოსალოდნელი სიკვდილით თავაშვებული სიხარული.
Jason immediately ran to see his uncle, but the first thing he saw in the eyes of this truly decrepit old man was his own death, in fact undisguised joy at his probable death.
58265.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
მაშინ კი აღარ დაზოგა იასონმა ბიძა და პირში მიახალა, სიცოცხლეშივე უნდა გადმოგფერთხო მაგ ტახტიდან მტვერივითო.
Jason then decided not to spare his uncle and told him to his face, "While you're still alive, I'll shake you like dust off this throne".
58266.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ბიძამ თასი ესროლა, იმ თასით რძესა სვამდა ხოლმე.
His uncle flung at Jason the bowl he drank milk from.
58267.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
საერთოდ რძის მეტს არაფერს ჩაუშვებდა პირში და ამიტომაც იყო, ალბათ, საშველი რომ არ ადგებოდა მის სიკვდილს.
He never drank anything but milk, which was probably why he wasn't going to die soon.
58268.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონს ახლაც გაეღიმა, ბიძამისის შეშინებული სახის გახსენებაზე: წვერულვაშზე რძის მსუქანი წვეთები შერჩენოდა, თითქოს ეს წუთია, მისი ღორმუცელობით გაბეზრებულმა დედამ პირიდან ძალით გამოგლიჯა ძუძუო.
Now Jason smiled as he remembered his uncle's frightened face: there were fatty drops of milk on his beard and moustache, as if his mother, fed up with his gluttony, had only just tugged her breast out of his mouth.
58269.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„ძმებო“, - ამოიგმინა იასონმა და იქითკენ გაიხედა, საითაც ბიჭები ეგულებოდა.
"Brothers!" Jason called out with a groan and looked over towards where he thought his men were.
58270.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ნაცრისფერი ნისლი ბოლქვა-ბოლქვა იგრაგნებოდა ხომალდზე, თითქოს დამპალ შენოს ახრჩოლებენო.
The ashen mist was swirling round in puffy clouds round the ship, as if raising smoke from a bonfire of rotten leaves.
58271.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
იასონი მარტო იყო, მარტო იყო და ამ სიმარტოვეს ხედავდა კიდეც, ერთგული ძაღლივით დასკუპებოდა წინ.
Jason was alone, and could see this loneliness, it was crouching like a faithful dog, in front of him.
58272.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„ოოოოჰ“, - ძაღლივით შეჰყმუვლა იასონმა წყვდიადს და საკუთარ ხმას მიაყურადა.
"O-o-o-h" Jason howled like a dog at the darkness, listening to his own voice.
58273.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ხმამ ვერ გაარღვია ბურუსის სქელი კედელი და სველი ფოთოლივით ზედ აეწება.
His voice couldn't break through the thick wall of fog: it just stuck to it like a wet leaf.
58274.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არც ხომალდიდან გამოპასუხებია ვინმე, ეტყობა, მაგრად დასძინებოდათ წუხანდელ უძინრებს.
Nor did anyone on board the ship respond: they all seemed to be fast asleep after the previous sleepless night.
58275.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ახლა ამან შეაწუხა.
This now made him despondent.
58276.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
„იქნებ მივუხტე და ამ შუაღამისას დედაბუდიანად ამოვხოცო ყველანიო“, - გაიფიქრა იასონმა.
"Perhaps I should fall upon them and wipe out the lot of them", Jason thought.
58277.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
თუმცა თვითონვე იცოდა, ეს ტყუილი ფაფხური იყო, გულის გასაკეთებელი, შიშის დასაფრთხობი, სიბრაზისა და შურის ნაყოფი, რადგან ახლა მართლა ყველასი შურდა, ვისაც მშვიდად დაძინება შეეძლო.
Although he knew full well that this was idle boasting, just to bolster himself, to ward off fear, the fruit of anger and envy: now he really felt envious of anyone who could calmly go to sleep.
58278.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
არა, იასონი არც ისეთი სულელი იყო, აიეტს მივარდნოდა. ისა და მისი ბიჭები არ ეყოფოდნენ ამ საქმეს.
No, Jason was not such a fool as to attack Æëtes; he and his men were too few for that.
58279.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
ან რომელი წაყვებოდა, ან რომელს გაუშვებდა თვითონ.
And who would follow him, and would he let them, anyway?
58280.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი IV
გამოცდილებით იცოდა, რომ მახვილის, ისევე როგორც ქალის, ტყუილუბრალოდ გაშიშვლება სირცხვილია და მეტი არაფერი. თავლაფის დასხმა.
He knew from experience that baring a sword, like baring a woman, for no good reason was just shameful: it was disgracing oneself.