მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58381.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„იციან ჩემი ძალაო“ - გაიფიქრა ღვინის ვაჭარმა ბახამ.
"They know my power", - thought Bakha the vintner.
58382.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„დიდიდან“ ჩამოსხმულმა ღვინომ მალე აახორხოცა სტუმრები.
The wine drawn from the "big" barrel made the guests merry.
58383.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ვიღაცამ ნივრის გალას შეუწვდინა ხელი და მადიანად ჩაკბიჩა გაუფცქვნელი ნიორი.
Someone stretched out to touch the bundle of garlic and sank his teeth with relish into an unpeeled head of garlic.
58384.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ცოტა ხნის მერე, ხმელი, გაფშეკილი, ერთმანეთზე გადაწნული ფოჩებიღა კონწიალებდნენ ხარიხაზე.
Shortly afterwards just a plait of dry, stiff stalks was dangling from a beam.
58385.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
გააღეთ კარი, შემოიხედოს ქვეყანამო! - დაიძახა შავთვალება მალალომ.
Open the door, let the whole world see inside! - called black-eyed Malalo.
58386.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქუჩაში მწყობრი ნაბიჯების ხმა გაისმა.
The sound of a formation of steps was heard in the street.
58387.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
შავთვალება მალალომ იმავე დღეს საგანგებოდ დააკრიალებინა სახლი ქალიშვილებს, როგორც კი გაიგო, წყალუხვ მდინარეში ბერძნების თორმეტნიჩბიანი ხომალდი შემოსულაო.
The day that black-eyed Malalo heard that the Greeks' twelve-oared ship hand had entered the ever-flowing river, she ordered her daughters to get the house nice and tidy.
58388.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
იმ დღის მერე ელოდებოდა სტუმრებს.
After that day she waited for guests.
58389.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სტუმარი, თანაც ახალი, თანაც უცხოელი, ყველაზე კარგი წამალია სიბერისა, რისიც ასე ეშინოდა შავთვალება მალალოს.
A guest, especially new and foreign, is the best medicine for old age, which was black-eyed Malalo's greatest fear.
58390.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მართალია, სიბერე ჯერჯერობით გარე-გარე უვლიდა, მაგრამ დღითი დღე უშინაურდებოდა.
True, old age was still passing her by, but it was getting closer every day.
58391.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ყველა გაპრიალებულ საგანში უსაფრთებოდა, მოულოდნელად „ჭიტა“ რომ დაეძახა და გული გაეხეთქა ცხოვრების მოტრფიალე ქალისთვის.
It was lurking in every shiny object, from which it would suddenly call out "Gotcha!" and break the heart of a woman who loved life.
58392.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
შავთვალება მალალოს კი მართლა უყვარდა ცხოვრება.
Black-eyed Malalo really did love life.
58393.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ დრო მაინც თავისას აკეთებდა, წასაღები მიჰქონდა, დაუკითხავად, დაუნანებლად.
But time was doing the inevitable, taking away what it could, without asking, pitilessly.
58394.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ექვსი ქალიშვილიც, უკვე დებივით რომ მოსწრებოდნენ დედას, ამას ადასტურებდა მხოლოდ.
Her six daughters, who looked more like sisters next to their mother, only confirmed this.
58395.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
რაც შავთვალება მალალოს აკლდებოდა, ის მის ქალიშვილებს ემატებოდა.
What black-eyed Malalo lost, her daughters gained.
58396.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ამიტომაც იყო, ასე რომ ცდილობდა დამსგავსებოდა თავის ქალიშვილებს.
That was why she tried to look like her daughters.
58397.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
აი, რამდენი ვარ!
How many people I am!
58398.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ერთიდან მეორეში გადავსკუპდები, მეორედან მესამეში... მესამედან მეოთხეში, მეოთხედან მეხუთეში, მეხუთედან მეექვსეში...
I can jump from one to the other, from the second to the third… from the third to the fourth, from the fourth to the fifth, from the fifth to the sixth…
58399.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„სიბერემ კი მსდიოს, სანამ არ მობეზრდებაო“, - იტყოდა ხოლმე შავთვალება მალალო.
"Old age can chase me until it gets bored", - black-eyed Malalo used to say.
58400.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ სიბერის უბრალოდ ხსენებაც კი ისე ასევდიანებდა, ექვსივე ქალიშვილს ბატის ჭუკებივით ერთად გახვეტავდა ოთახიდან და ტიროდა.
But just the mention of old age saddened her, so that she swept her six daughters like goslings out of the room and wept.