მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
გულით ტიროდა, მაგრამ ცრემლს ქუთუთოსთანავე ახვედრებდა ხელს, ფერუმარილი არ ჩამომრეცხოსო.
She wept bitterly, but wiped the tears as soon as they reached her eyelids, so as not to wash away her ceruse and rouge.
58402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ექვსი ქალიშვილი ცოტა იყო სიბერისგან თავის დასაღწევად, სხვა რამ უნდა მოეგონებინა შავთვალება მალალოს.
Six daughters were not enough to keep old age at bay: black-eyed Malalo had to think of something better.
58403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„მასპინძელო“, - ეძახდა თუთიყუში, მაგრამ მაშინ აღარაფერი ესმოდა საკუთარი სიყმაწვილის ფეხის ხმის მეტი.
"Hostess!" - called the parrot, but after that she heard nothing more except the sound of her youth gradually walking away.
58404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ის კი თანდათან შორდებოდა, ყრუვდებოდა და ქვეყნის ხმებში ითქფივებოდა.
It was becoming more remote and then swallowed up in the world's sounds.
58405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„უსინდისო, მოღალატევ!“ - მისძახოდა გულაჩუყებული შავთვალება მალალო თვალსა და ხელს შუა გაპარულ სიყმაწვილეს, უკანმოუხედავად რომ გარბოდა.
"You shameless traitor!" - called black-eyed Malalo, on the verge of tears, to her youth that was slipping from her grasp, running off without a backward glance.
58406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თითქოს დიდი განსაცდელისათვის დაეღწია თავი.
As if it was escaping from some great ordeal.
58407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ არც სევდა ძლებდა დიდხანს.
But even her sadness could not last long.
58408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
შავთვალება მალალომ ისიც იცოდა, უდარდელობითა და მხიარულებით თუ თავის ახალგაზრდობას ვერ დაიბრუნებდა, სხვისას მაინც მიიზიდავდა.
Black-eyed Malalo also knew that even if you couldn't get your youth back by being carefree and merry, you could still attract other people's youth.
58409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და ის „სხვისა“ მისიც გახდებოდა, ცოტა ხნით მაინც.
And this "other's" would become hers, at least for a little time.
58410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ოღონდ, გალიაში დამწყვდეული თუთიყუშივით ჭრელსა და ხმაურიან ცხოვრებას დროზე უნდოდა ხელის წაკვრა.
Only she had to promptly strike at life, as colourful and noisy as the parrot in the cage.
58411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
არ ჩასძინებოდა, არასოდეს დარღვეულიყო სიჭრელისა და სისადავის, ცრემლისა და ღიმილის, ტუსაღისა და მეთვალყურის ერთიანობა, ერთარსებობა, ერთსულოვნება.
Never let it sleep, never let the unity, coexistence and unanimity of the colour and artless simplicity, tears and smiles, prisoner and warder be spoilt.
58412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სანამ ბერძნები ქალაქსა და მის ადათ-წესებს ეცნობოდნენ, აიეტმა სასახლეში თათბირი გამართა.
While the Greeks were learning about the city and its customs, Æëtes was conferring in the palace.
58413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
აიეტი უკვე გრძნობდა, დიდი შეცდომა რომ ჩაედინა, როცა მშობლებისაგან განწირული ფრიქსე შინაური კაცივით მიიღო სასახლეში და მერე დაინათესავა კიდეც.
Æëtes now realised that he had made a bad mistake in accepting Phrixos, who had been abandoned by his parents, into his palace as one of the family, and then adopting him.
58414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ახლა ფრიქსეს კვალზე მთელი ხომალდი მოსულიყო.
Now an entire ship had come on Phrixos's traces.
58415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ხვალ კი, შეიძლება მთელი საბერძნეთი მოსდგომოდა კარს.
And tomorrow the whole of Greece could well be at the gates.
58416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
არა, დათმობაზე ლაპარაკსაც არ აპირებდა, დათმობა სისუსტეს ნიშნავდა.
No, he had no intention of even talking about concessions: concessions were a sign of weakness.
58417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მართალია, უცხოელს თითქოს უფლებაც ჰქონდა მოეთხოვა ის, რასაც თხოულობდა და, რაც აიეტისთვისაც არ უნდა ყოფილიყო მაინცდამაინც ძნელი შესალევი.
True, the foreigner seemed to have a right to ask for what he was asking, and what after all should not be hard for Æëtes to give up.
58418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ ვინ დაუდგებოდა თავდებად, უცხოელი არ ტყუოდა?
But who could guarantee that the foreigner wasn't lying?
58419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
განა მგელი ითაკილებს ცხვრის ტყავში გახვევას, თუკი ფარეხში უნდა შეპარვა?
Do wolves hesitate to wear a sheep's skin if they want to get into the sheepfold?
58420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
აიეტს არ სჯეროდა უცხოელის, საამისოდ ზედმეტად მომხიბვლელი ეჩვენა იგი.
Æëtes didn't trust the foreigner, he seemed to be too charming to trust.