მოიძებნა 668043 ჩანაწერი
583981.
განთიადი | თავი XVIII
შევამჩნიე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება, კბილები დაკრიჭა და შავი თვალები მრისხანედ აუელვარდა.
I saw the expression on her face shift, saw her lips pull back from her teeth and her black eyes glint with thirst.
583982.
განთიადი | თავი XVIII
– არა, როუზ! – დაუღრიალა ედუარდმა, მაგრამ მას ხელები დაკავებული ჰქონდა, ბელას იჭერდა, რომ თავი უკან არ გადავარდნოდა და არ გაგუდულიყო.
"No, Rose!" Edward roared, but his hands were trapped, trying to prop Bella upright so she could breathe.
583983.
განთიადი | თავი XVIII
როზალის ვეცი, მაგიდას ისე გადავახტი, არც გარდავსახულვარ, ქვის ლოდივით მტკიცე მკერდში დავეტაკე, რომ გარეთ გამეგდო. ამ დროს სკალპელი მარცხენა მკლავში შემერჭო.
I launched myself at Rosalie, jumping across the table without bothering to phase. As I hit her stone body, knocking her toward the door, I felt the scalpel in her hand stab deep into my left arm.
583984.
განთიადი | თავი XVIII
ის ღია კარისკენ გაფრინდა და კედლის ცალი მხარე ჩამოანგრია.
She flew into the door frame, buckling one side of it.
583985.
განთიადი | თავი XVIII
ყურსასმენი ზედვე შეაფშვნა.
The little speaker in her ear crackled into pieces.
583986.
განთიადი | თავი XVIII
ამასობაში ელისი ეცა და დერეფანში გაათრია.
Then Alice was there, yanking her by the throat to get her into the hall.
583987.
განთიადი | თავი XVIII
უნდა ვაღიარო, ქერათმიანს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
And I had to give it to Blondie – she didn't put up an ounce of fight.
583988.
განთიადი | თავი XVIII
თვითონაც უნდოდა, რომ როგორმე შეგვეჩერებინა.
She wanted us to win.
583989.
განთიადი | თავი XVIII
დაწიხლვის უფლება მომცა, რომ ბელა ან ის პატარა ურჩხული გადაერჩინა.
She let me trash her like that, to save Bella. Well, to save the thing.
583990.
განთიადი | თავი XVIII
მკლავიდან სკალპელი ამოვიძვრე.
I ripped the blade out of my arm.
583991.
განთიადი | თავი XVIII
– ელის, აქაურობას მოაცილე! – დაუძახა ედუარდმა, – ჯასპერთან მიიყვანე, ის დააკავებს!
'Alice, get her out of here!" Edward shouted. "Take her to Jasper and keep her there!
583992.
განთიადი | თავი XVIII
ჯეიკობ, შენ მე მჭირდები!
"Jacob, I need you!"
583993.
განთიადი | თავი XVIII
ქირურგიული მაგიდისკენ მივტრიალდი, სადაც ერთიანად გალურჯებული და თვალებგადმოკარკლული ბელა იწვა.
I wheeled back to the operating table, where Bella was turning blue, her eyes wide and staring.
583994.
განთიადი | თავი XVIII
– ხელოვნურ სუნთქვას ჩაუტარებ?
"CPR?"
583995.
განთიადი | თავი XVIII
– ჰო! ფრთხილად შევათვალიერე, ისიც როზალივით არ გადაირიოს-მეთქი, მაგრამ ედუარდს გაქვავებულ სახეზე მხოლოდ გადარჩენის უდიდესი სურვილი აღჰბეჭდოდა.
"Yes!" I judged his face swiftly, looking for any sign that he was going to react like Rosalie. There was nothing but single-minded ferocity.
583996.
განთიადი | თავი XVIII
ამ დროს გატეხილი ძვლის გულისამრევი ტკაცუნი გაისმა და ორივენი კივილის მოლოდინში გავიყინეთ.
Another shattering crack inside her body, the loudest yet, so loud that we both froze in shock waiting for her answering shriek.
583997.
განთიადი | თავი XVIII
თუმცა, კივილის ნაცვლად, ბელას მოკრუნჩხული კიდურები უეცრად სრულიად მოემჩვარა და უღონოდ ჩამოყარა.
Her legs, which had been curled up in agony, now went limp, sprawling out in an unnatural way.
583998.
განთიადი | თავი XVIII
– ხერხემალი!.. – აღმოხდა შეძრწუნებულ ედუარდს.
"Her spine," Edward choked in horror.
583999.
განთიადი | თავი XVIII
– ახლავე ამოათრიე ეგ ურჩხული! – დავუღრიალე და სკალპელი ვესროლე.
"Get it out of her!" I snarled, flinging the scalpel at him.
584000.
განთიადი | თავი XVIII
– ბელა მაინც ვეღარაფერს იგრძნობს.
"Bella won't feel anything now!"