მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584041.
განთიადი | თავი XVIII
– მასაჟის კეთება განაგრძე, – ცივი და მკაცრი ხმით მიბრძანა რობოტივით უემოციო ედუარდმა.
"Keep it moving," Edward ordered. His voice was ice, was dead. Fierce and unthinking. Like he was a machine.
584042.
განთიადი | თავი XVIII
მოტეხილი ცერა ნელ-ნელა მიმთელდებოდა, ამიტომ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევდი.
I ignored the healing ache in my finger and started pumping her heart again.
584043.
განთიადი | თავი XVIII
ნაკბენს ფერმკრთალი ენით ულოკავდა. ამის დანახვაზე კინაღამ გული ამერია და ცეცხლი მომედო, მაგრამ სწრაფად მივხვდი, რომ ასე ჭრილობები ხორცდებოდა.
I saw his pale tongue sweep along the bleeding gashes, but before this could make me either sick or angry, I realized what he was doing.
584044.
განთიადი | თავი XVIII
ჩვენი საყვარელი გოგოსგან დამტვრეული, სისხლისგან დაცლილი, დასახიჩრებული გვამი დარჩა.
Because that's all that was left of the girl we both loved. This broken, bled-out, mangled corpse.
584045.
განთიადი | თავი XVIII
ბელა ვერ გავაცოცხლეთ.
We couldn't put Bella together again.
584046.
განთიადი | თავი XVIII
ვერ მოვასწარით.
It was too late.
584047.
განთიადი | თავი XVIII
ამას ვგრძნობდი, რადგან მიზიდულობა გაწყდა.
I knew it for sure because the pull was gone.
584048.
განთიადი | თავი XVIII
კალენების სახლში დარჩენის ყველანაირი სურვილი გამიქრა. ის აქ აღარ იყო.
I didn't feel any reason to be here beside her .She wasn't here anymore.
584049.
განთიადი | თავი XVIII
გვამი მე არ მიზიდავდა.
So this body had no more draw for me.
584050.
განთიადი | თავი XVIII
თუმცა, უფრო ზუსტი იქნება, ვთქვა, რომ მიზიდულობამ მიმართულება იცვალა. ის ახლა ქვედა სართულისკენ მექაჩებოდა.
It seemed like I felt the pull from the opposite direction now. From down the stairs, out the door.
584051.
განთიადი | თავი XVIII
იქაურობას ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავცლოდი.
The longing to get away from here and never, ever come back.
584052.
განთიადი | თავი XVIII
– მერედა, წადი, რაღას დგახარ, – მომახალა ედუარდმა, ხელები ძალით ამაწევინა და სამი თითი მომტეხა.
"Go, then," he snapped, and he hit my hands out of the way again, taking my place this time. Three fingers broken, it felt like.
584053.
განთიადი | თავი XVIII
ედუარდმა ჩემზე სწრაფად დაუზილა მკერდი.
He pushed her dead heart faster than I had.
584054.
განთიადი | თავი XVIII
– ის არ მომკვდარა, – ჩაიბურტყუნა მან, – კარგად იქნება...
"She's not dead," he growled. "She's going to be fine."
584055.
განთიადი | თავი XVIII
ძალ-ღონეგამოცლილი, ნელა, ძალიან ნელა წავედი. ცხოვრების მიზანი დავკარგე. სულში სიცარიელე ვიგრძენი.
So slowly. I couldn't make my feet move faster. I felt empty again, now that I'd lost my purpose.
584056.
განთიადი | თავი XVIII
ბოლო თვეებისა და დღეების განმავლობაში მხოლოდ ბელას გადასარჩენად ვიბრძოდი, მაგრამ ვერ გადავარჩინე.
Saving Bella had been my fight for so long now. And she wouldn't be saved.
584057.
განთიადი | თავი XVIII
მან ურჩხულის გასაჩენად თავი გასწირა და დავმარცხდი.
She'd willingly sacrificed herself to be torn apart by that monster's young, and so the fight was lost.
584058.
განთიადი | თავი XVIII
მოხუცი ხეიბარივით მივჩლახუნებდი.
I shuffled down like a crippled old man.
584059.
განთიადი | თავი XVIII
ბოლო საფეხურზე შევისვენე, რომ კარამდე მისასვლელად ძალა მომეკრიბა.
I rested at the bottom step, gathering my strength to get out the door.
584060.
განთიადი | თავი XVIII
როზალი თეთრი დივნის სუფთა კიდეზე ჩემგან ზურგშექცევით იჯდა და საბანში გახვეულ ურჩხულს ეჩურჩულებოდა.
Rosalie was on the clean end of the white sofa, her back to me, cooing and murmuring to the blanket-wrapped thing in her arms.