მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584281.
განთიადი | თავი XIX
საკვირველია, რომ ნაბიჯების ხმა ერთმანეთისგან განვასხვავე. ადრე საერთოდ არ მესმოდა ხოლმე.
Strange that I could distinguish the minute differences between footsteps that I'd never been able to hear at all before today.
584282.
განთიადი | თავი XIX
– რამდენი ხანი დარჩა? – ჰკითხა ედუარდმა.
"How much longer?" Edward asked.
584283.
განთიადი | თავი XIX
– სულ ცოტაღა, – უპასუხა ელისმა, – ხედავ, უკვე უკეთ გამოიყურება!
"It won't be long now," Alice told him. "See how clear she's becoming?"
584284.
განთიადი | თავი XIX
– შენ თავს ისევ ცუდად გრძნობ?
"Still feeling a little bitter?"
584285.
განთიადი | თავი XIX
– გმადლობ, რომ შემახსენე, – ჩაიბურტყუნა ელისმა, – შენც ცუდად იქნებოდი, შენივე ნიჭის ტყვე რომ გამხდარიყავი.
"Yes, thanks so much for bringing it up," she grumbled. "You would be mortified, too, if you realized that you were handcuffed by your own nature."
584286.
განთიადი | თავი XIX
ვამპირებს კარგად ვჭვრეტ, რადგან თვითონაც ვამპირი ვარ. ადამიანებსაც ვჭვრეტ, რადგან ერთ დროს მეც ადამიანი ვიყავი.
I see vampires best, because I am one; I see humans okay, because I was one.
584287.
განთიადი | თავი XIX
მაგრამ ამ ნახევრად ვამპირებს და მგელკაცებს ვერაფერი გავუგე.
But I can't see these odd half-breeds at all because they're nothing I've experienced.
584288.
განთიადი | თავი XIX
– უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, ელის!
Bah!" "Focus, Alice."
584289.
განთიადი | თავი XIX
აი, ბელას ჭვრეტა უკვე ადვილია.
"Bella's almost too easy to see now."
584290.
განთიადი | თავი XIX
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ედუარდმა შვებით ამოისუნთქა და თქვა: – კარგად იქნება.
There was a long moment of silence, and then Edward sighed. It was a new sound, happier.
584291.
განთიადი | თავი XIX
– ორი დღის წინ ასეთი დარწმუნებული არ იყავი.
"You weren't so sanguine two days ago."
584292.
განთიადი | თავი XIX
– ორი დღის წინ მომავლის განჭვრეტა არ შემეძლო.
"I couldn't see right two days ago."
584293.
განთიადი | თავი XIX
ახლა კი დაბრკოლება მოიხსნა და ბელას მომავალი თითქოს ხელისგულზე მაქვს გადაშლილი.
"But now that she's free of all the blind spots, it's a piece of cake."
584294.
განთიადი | თავი XIX
– შეგიძლია დრო ზუსტად დამიდგინო?
"Could you concentrate for me? On the clock – give me an estimate."
584295.
განთიადი | თავი XIX
– რა მოუთმენელი ხარ, – ამოიხვნეშა ელისმა, – კარგი, ერთი წამი მაცალე.
Alice sighed. "So impatient. Fine. Give me a sec – "
584296.
განთიადი | თავი XIX
– გმადლობ, ელის, – უფრო მხნედ წარმოთქვა მან.
"Thank you, Alice." His voice was brighter.
584297.
განთიადი | თავი XIX
რამდენი დრო დარჩა, ხმამაღლა რატომ არ თქვეს!
Couldn't they at least say it aloud for me?
584298.
განთიადი | თავი XIX
რა იქნებოდა, ჩემს გასაგონადაც ეთქვათ, კიდევ რამდენ ხანს უნდა დავტანჯულიყავი – ათი ათასი წამი? ოცი ათასი? ერთი დღე – ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასი წამი? უფრო მეტი?
Was that too much to ask? How many more seconds would I burn? Ten thousand? Twenty? Another day – eighty-six thousand, four hundred? More than that?
584299.
განთიადი | თავი XIX
– ძალიან ლამაზი იქნება.
"She's going to be dazzling."
584300.
განთიადი | თავი XIX
– ყოველთვის ეგეთი იყო.
"She always has been."