მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584481.
განთიადი | თავი XX
– აბა, მოდიხარ? – მკითხა ედუარდმა და მეორე, ჯერაც ყელზე წავლებულ ხელშიც მწვდა.
- Shall we? - Edward asked and reached up to take the hand that was still at my neck.
584482.
განთიადი | თავი XX
– მე კარგად ვარ, – ადამიანური ჩვეულებისამებრ ვუთხარი.
- I'm fine, - I said out of lingering human habit.
584483.
განთიადი | თავი XX
– მისი ნახვა მინდა, რენესმესი.
- I want to see her, Renesmee.
584484.
განთიადი | თავი XX
სახელის წარმოთქმა გამიჭირდა.
It was oddly difficult to say her name.
584485.
განთიადი | თავი XX
მისთვის „ჩემი გოგონას“ წოდებაც კი მეუცხოვა.
My daughter, these words were even harder to think.
584486.
განთიადი | თავი XX
ხელები ავტომატურად მუცელზე ვიტაცე.
I automatically dropped to my stomach.
584487.
განთიადი | თავი XX
ალბათ ელისმა ჩამაცვა.
Alice must have dressed me.
584488.
განთიადი | თავი XX
ბუნდოვნად გამახსენდა სისხლიანი მშობიარობის სცენები.
I faintly remembered the bloody removal scene.
584489.
განთიადი | თავი XX
ის ცხადად მახსოვდა, რომ ჩემი მოუსვენარი პატარა ძალიან მიყვარდა.
All I knew was loving my little nudgerinside of me.
584490.
განთიადი | თავი XX
ჩავარდნილი, დაცარიელებული მუცლის შეხებისას კი მომეჩვენა, რომ ყველაფერი სიზმარი იყო.
Outside of me, she seemed like something I must have imagined.
584491.
განთიადი | თავი XX
ედუარდმა და კარლაილმა მრავალმნიშვნელოვნად შეხედეს ერთმანეთს.
Edward and Carlisle exchange a guarded glance.
584492.
განთიადი | თავი XX
– ბელა, – ნაზად მომმართა ედუარდმა.
- Bella, - Edward said soothingly.
584493.
განთიადი | თავი XX
მას გული უცემს, ძარღვებში სისხლი უჩქეფს.
Her heart beats, and blood runs in her veins.
584494.
განთიადი | თავი XX
სანამ წყურვილის გაკონტროლებას არ ისწავლი, საფრთხეში ხომ არ ჩააგდებ?
Until your thirst is positively under control, you don't want to put her in danger, do you?
584495.
განთიადი | თავი XX
ამ კითხვებზე გადაჭრით „არას“ თქმა არ შემეძლო, ამიტომ ცოტა ხნით მოთმენა გადავწყვიტე.
I couldn't be positive that the answer was no, so I would have to be patient.
584496.
განთიადი | თავი XX
– სად არის? – სმენად ვიქეცი.
- Where is she? - I listened hard
584497.
განთიადი | თავი XX
პირველი სართულიდან სწრაფი გულისცემა მომესმა.
I could hear the beating heart on the floor below me.
584498.
განთიადი | თავი XX
ეს ხმა ისეთი მადისაღმძვრელი იყო, რომ პირი ნერწყვით ამევსო.
And the sound of the heartbeat was so moist and appealing, that my mouth started watering.
584499.
განთიადი | თავი XX
– როზალი მასთანაა?
- Is Rosalie with her?
584500.
განთიადი | თავი XX
– დიახ, – მოკლედ მიპასუხა ედუარდმა და მოიღუშა, თითქოს რაღაც გაახსენდაო.
- Yes, - Edward answered in a clipped tone, and I could see that something he'd thought of upset him.