მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584561.
განთიადი | თავი XX
მისი მეწამული თვალები ფრთხილად მაკვირდებოდა.
Her crimson eyes watched me warily.
584562.
განთიადი | თავი XX
ედუარდმა ამოიხვნეშა და მისკენ შევტრიალდი.
Edward sighed, I turned away from her to look at him.
584563.
განთიადი | თავი XX
– დიახ, – გამომიტყდა.
- Yes, - he admitted.
584564.
განთიადი | თავი XX
ჩემს სახეზე აღბეჭდილი სიმშვიდე წყენამ შეცვალა.
I felt the shock break through the composed mask on my face, followed instantly by the hurt.
584565.
განთიადი | თავი XX
ელისმა დაიღრინა.
Alice snarled.
584566.
განთიადი | თავი XX
ჯასპერი ისევ წინ გადმოიხარა ჩემი გაანჩხლების მოლოდინში.
Jasper leaned forward again, waiting for me to snap.
584567.
განთიადი | თავი XX
თუმცა ედუარდმა უშიშრად შემომხვია წელზე ხელები და ლოყაზე მაკოცა.
But Edward ignored them and wrapped his arms tightly around me, pressing his lips against my cheek.
584568.
განთიადი | თავი XX
– იმედი მქონდა, შენი გავამპირების შემდეგ მაინც წავიკითხავდი შენს აზრებს, მე კი ისევ იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება შენს თავში.
- I was rather hoping that I'd be able to hear your mind, now that it is more similar to my own, here I am, as frustrated as ever, wondering what could possibly be going on inside your head.
584569.
განთიადი | თავი XX
სამაგიეროდ, ლამაზი ვარ.
At least I'm pretty.
584570.
განთიადი | თავი XX
თანდათან ვეჩვეოდი ახლებურ აზროვნებას და ხუმრობაც მიადვილდებოდა.
It was becoming easier to joke with him as I adjusted, to think in straight lines.
584571.
განთიადი | თავი XX
– ასეთი ლამაზი არასდროს ყოფილხარ, ბელა.
- Bella, you have never been merely pretty.
584572.
განთიადი | თავი XX
მერე ვიღაცის აზრებს უპასუხა, – ჰო, კარგი, კარგი.
- All right, all right, - he said to someone.
584573.
განთიადი | თავი XX
– რა ხდება? – ვკითხე მე.
- What? - I asked.
584574.
განთიადი | თავი XX
– ჯასპერს ნუღარ ვანერვიულებთ.
- You're making Jasper more edgy by the second.
584575.
განთიადი | თავი XX
სანამ არ ინადირებ, ვერ მოისვენებს.
He may relax a little when you've hunted.
584576.
განთიადი | თავი XX
ჯასპერის შეშფოთებულ სახეს შევავლე თვალი და თავი დავაქნიე.
I looked at Jasper's worried expression and nodded.
584577.
განთიადი | თავი XX
თუ მართლა უნდა გავანჩხლებულიყავი, აჯობებდა, ეს აქ არ მომხდარიყო.
I didn't want to snap here, if that was coming.
584578.
განთიადი | თავი XX
– კარგი, წავედით სანადიროდ.
- Okay, Let's hunt.
584579.
განთიადი | თავი XXI
სიმართლე ითქვას, სიმაღლისა არც არასდროს მეშინოდა, მაგრამ ახლა, როცა ყოველ წვრილმანს გარკვევით ვხედავდი, ხედი მიწამდე მაინცდამაინც არ მომეწონა.
I'd never really been afraid of heights per se, but being able to see all the details with such clarity made the prospect less appealing.
584580.
განთიადი | თავი XXI
– ეს ყველაზე მოსახერხებელი გასასვლელია.
- It's the most convenient exit.