მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584581.
განთიადი | თავი XXI
თუ გეშინია, მე ჩაგიყვან.
If you're frightened, I can carry you.
584582.
განთიადი | თავი XXI
– მთელი მარადისობა ჩვენს განკარგულებაშიაო და შენ კარამდე მისვლა გეზარება?
- We have all eternity, and you're worried about the time it would take to walk to the back door?
584583.
განთიადი | თავი XXI
– ქვემოთ ჯეიკობი და რენესმე არიან.
- Renesmee and Jacob are downstairs.
584584.
განთიადი | თავი XXI
მე ხომ უკვე ურჩხული ვიყავი.
I was the monster now.
584585.
განთიადი | თავი XXI
განსაკუთრებით ჩემს საყვარელ პიროვნებებს უნდა მოვფრთხილებოდი – მათ შორის, იმასაც, ვისაც ჯერ არ ვიცნობდი.
From the people that I loved in particular, even the ones I didn't really know yet.
584586.
განთიადი | თავი XXI
– რენესმე ჯეიკობთან უსაფრთხოდაა?
- Is Renesmee okay with Jacob there?
584587.
განთიადი | თავი XXI
ედუარდმა ტუჩები აიბზუა.
Edward's lips tightened.
584588.
განთიადი | თავი XXI
– დამიჯერე, ის უსაფრთხოდაა.
- Trust me, she is perfectly safe.
584589.
განთიადი | თავი XXI
ზუსტად ვიცი, ჯეიკობი მასზე რას ფიქრობს.
I know exactly what Jacob is thinking.
584590.
განთიადი | თავი XXI
– გასაგებია, – ჩავიბუტბუტე და ისევ ქვევით ჩავიხედე.
- Of course, - I murmured, and looked at the ground again.
584591.
განთიადი | თავი XXI
– ცოტათი, არ ვიცი, როგორ...
- A little, I don't know how....
584592.
განთიადი | თავი XXI
ჩემი ოჯახი იქვე იცდიდა და უხმოდ მადევნებდა თვალს.
I was very conscious of my family behind me, watching silently.
584593.
განთიადი | თავი XXI
ემეტმა ერთი-ორჯერ ჩუმად ჩაიცინა.
Emmett had already chuckled under his breath once.
584594.
განთიადი | თავი XXI
მცირე შეცდომაც რომ დამეშვა, ალბათ სიცილით იატაკზე გაგორდებოდა, მერე კი ხუმრობები მსოფლიოში ყველაზე მოუქნელ ვამპირებზე ქვეყანას მოედებოდა...
One mistake, and he'd be rolling on the floor, then the jokes about the world's only clumsy vampire would start....
584595.
განთიადი | თავი XXI
კაბა ხომ საშინელება იყო – ელისმა, სავარაუდოდ, გარდაქმნის მწველი ტკივილებით გონებაგათიშულს ჩამაცვა და აშკარად არ იყო ხტუნაობისთვის ან ნადირობისთვის განკუთვნილი.
Also, this dress – that Alice must have put me in sometime when I was too lost in the burning to notice – was not what I would have picked out for either jumping or hunting.
584596.
განთიადი | თავი XXI
მოგვიანებით კოქტეილის საღამო ხომ არ იგეგმებოდა?
Was there a cocktail party later?
584597.
განთიადი | თავი XXI
– მიყურე, – ედუარდი ფრთხილად ავიდა ფანჯრის რაფაზე, თავი გარეთ გაყო და გადახტა.
- Watch me, - Edward said, and then, very casually, he stepped out of the tall, open window and fell.
584598.
განთიადი | თავი XXI
ძირს როგორ დაეშვა, ძლივს გავიგონე, თითქოს კარი ჩუმად გაიხურეს ან წიგნი მაგიდაზე ფრთხილად დადესო.
The sound of his landing was very low – a muted thud that could have been a door softly closed, or a book gently laid on a table.
584599.
განთიადი | თავი XXI
მიწა თითქოს თვითონ მომიახლოვდა, თან ძალიან ნელა.
The ground seemed to move toward me so slowly.
584600.
განთიადი | თავი XXI
მეც ედუარდივით მსუბუქად და მოხერხებულად დავეშვი მიწაზე და გავუღიმე.
My landing seemed just as quiet as Edward, I grinned at him.