მოიძებნა 668043 ჩანაწერი
584601.
განთიადი | თავი XXI
– ვამპირის კვალობაზეც კი მეტისმეტად გრაციოზული ხარ, ბელა.
- That was quite graceful – even for a vampire.
584602.
განთიადი | თავი XXI
ეს მხოლოდ ჩემს გასამხნევებლად რომ ეთქვა, ალბათ ემეტი მაშინვე ახარხარდებოდა.
If he'd just been saying that, then Emmett would have laughed.
584603.
განთიადი | თავი XXI
მაგრამ მისი კომპლიმენტი სასაცილოდ არავის მოსჩვენებია.
No one found his remark humorous.
584604.
განთიადი | თავი XXI
სიცოცხლეში ან, უფრო ზუსტად, არსებობის განმავლობაში პირველად.
It was the first time anyone had ever applied the wordgraceful 'to me in my entire lif, or, well, existence anyway.
584605.
განთიადი | თავი XXI
შემდეგ ვერცხლისფერი ფეხსაცმელები გავიხადე და ღია ფანჯარაში შევყარე.
Then I hooked the silver satin shoes off my feet one by one and lobbed them together back through the open window.
584606.
განთიადი | თავი XXI
ცოტა ძლიერად მომივიდა, მაგრამ გავიგონე, როგორ დაიჭირა ისინი ვიღაცამ, სანამ კედლებს შეასკდებოდა და დააზიანებდა.
A little too hard, maybe, but I heard someone catch them before they could damage the paneling.
584607.
განთიადი | თავი XXI
– უნდა გავცუროთ? – ვკითხე, როცა წყლის პირას გავჩერდით.
- Are we swimming? - I asked him when we stopped beside the water.
584608.
განთიადი | თავი XXI
– და შენი ლამაზი კაბა გავაფუჭოთ?
- And ruin your pretty dress?
584609.
განთიადი | თავი XXI
არავითარ შემთხვევაში, გადავხტებით.
No, we're jumping.
584610.
განთიადი | თავი XXI
მდინარე სიგანეში ორმოცდაათი მეტრი მაინც იქნებოდა.
The river was about fifty yards wide here.
584611.
განთიადი | თავი XXI
ედუარდმა ლოყაზე ხელი მომითათუნა, ორი ნაბიჯით უკან დაიხია, გამოიქცა, მდინარის ნაპირას მიწაში მყარად ჩაფლული ბრტყელი ქვა ტრამპლინად გამოიყენა და გადახტა.
He touched my cheek, took two quick backward strides, and then ran back those two steps, launching himself from a flat stone firmly embedded in the riverbank.
584612.
განთიადი | თავი XXI
მდინარის ზედაპირზე მისმა მკრთალმა ლანდმა გაიელვა.
I studied the flash of movement as he arced over the water.
584613.
განთიადი | თავი XXI
– მეტიჩარა, – ჩავიბურტყუნე მე.
- Show-off, - I muttered.
584614.
განთიადი | თავი XXI
ყოველი შემთხვევისთვის, ხუთი ნაბიჯით უკან დავიხიე და ღრმად ჩავისუნთქე.
I backed up five paces, just in case, and took a deep breath.
584615.
განთიადი | თავი XXI
უცებ ისევ ავღელდი.
Suddenly, I was anxious again.
584616.
განთიადი | თავი XXI
წყალში ჩავარდნის ან რამის ტკენის კი არა, ხეების დაზიანებისა შემეშინდა.
Not about falling or getting hurt – I was more worried about the forest getting hurt.
584617.
განთიადი | თავი XXI
ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ უზომო ღონეს ვფლობდი.
It had come on slowly, the massive strength thrilling in my limbs.
584618.
განთიადი | თავი XXI
რომ მომენდომებინა, მდინარის ქვიანი კალაპოტის ქვეშ გვირაბს რამდენიმე წუთში გავთხრიდი, ხეებს, ბუჩქებს, ლოდებს, ჩვენს სახლსაც კი ძირფესვიანად ამოვგლეჯდი და დავანგრევდი.
I was suddenly sure that if I wanted to tunnelunder the river, to claw or beat my way straight through the bedrock, it wouldn't take me very long.
584619.
განთიადი | თავი XXI
იმ იმედით, რომ ესმე მდინარის პირას მდგარი ხეების დამტვრევის გამო არ გამინაწყენდებოდა, პირველი ნაბიჯი გადავდგი და სატინის კაბა ბარძაყთან გამეხა.
Hoping very much that Esme was not particularly fond of any specific trees across the river, I began my first stride and then stopped when the tight satin split up my thigh.
584620.
განთიადი | თავი XXI
თუმცა, ელისი ტანსაცმელს ხომ ერთჯერადი მოხმარების საგნად აღიქვამდა, ამიტომ ძალიანაც არ გამინაწყენდებოდა.
Well, Alice always seemed to treat clothes as if they were disposable and meant for one-time usage, so she shouldn't mind this.