მოიძებნა 668043 ჩანაწერი
585161.
განთიადი | თავი XXIII
ჩემი ადამიანური წარსულის ბნელი დღეები გავიხსენე.
I remembered weak memories of my human life.
585162.
განთიადი | თავი XXIII
მაშინ გავეხუმრე, ვინც უნდა იპოვო, შენთვის საკმარისად კარგი მაინც არ იქნება-მეთქი.
I had said something about how whoever she was, she wouldn't be good enough for him.
585163.
განთიადი | თავი XXIII
გამეცინა. ედუარდმა ცნობისმოყვარედ ასწია წარბი.
I snorted, and Edward raised one eyebrow questioningly.
585164.
განთიადი | თავი XXIII
გადაიტანდა ჯეიკობი რენესმესთან დაშორებას?
What would the separation from Renesmee do to Jacob?
585165.
განთიადი | თავი XXIII
როგორც ჩანს, მრისხანება ბოლომდე არ დამცხრომოდა, რადგან მცირედი კმაყოფილება მაინც ვიგრძენი იმის გამო, რომ მას რენესმეს მოვაშორებდი.
There was still enough petty ire in my system to make me glad for the idea of having Renesmee away from him.
585166.
განთიადი | თავი XXIII
პარმაღზე ნაბიჯის ხმა მომესმა და ფიქრებიდან გამოვერკვიე.
The sound of movement on the front porch interrupted my thoughts.
585167.
განთიადი | თავი XXIII
შინ როზალი და ჯეიკობი შემოვიდნენ.
I heard them get up, and then they were through the door.
585168.
განთიადი | თავი XXIII
იმავ წამს, ზემოდან კარლაილი ჩამოვიდა საზომი ლენტითა და სასწორით ხელში.
At exactly the same time, Carlisle came down the stairs with his hands full of odd things – a measuring tape, a scale.
585169.
განთიადი | თავი XXIII
ჯასპერი მაშინვე ჩემ გვერდით გაჩნდა.
Jasper darted to my side.
585170.
განთიადი | თავი XXIII
– ალბათ ექვსი საათია, – თქვა ედუარდმა.
"Must be six," Edward said.
585171.
განთიადი | თავი XXIII
– მერე? – ვკითხე მე და კარში მდგარ როზალის, ჯეიკობსა და რენესმეს შევხედე.
"So?" I asked, my eyes locked on Rosalie, Jacob, and Renesmee.
585172.
განთიადი | თავი XXIII
რენესმეს აწონის და გაზომვის დროა, – ამიხსნა კარლაილმა.
"Time to measure Ness – er, Renesmee," Carlisle explained.
585173.
განთიადი | თავი XXIII
– ამას ყოველდღე აკეთებთ?
You do this every day?
585174.
განთიადი | თავი XXIII
– დღეში ოთხჯერ, – დამიზუსტა კარლაილმა.
"Four times a day," Carlisle corrected.
585175.
განთიადი | თავი XXIII
რატომღაც მომეჩვენა, რომ რენესმემ ამოიხვნეშა.
I thought I saw Renesmee sigh.
585176.
განთიადი | თავი XXIII
– დღეში ოთხჯერ? რატომ?
"Four times? Every day? Why?"
585177.
განთიადი | თავი XXIII
– იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იზრდება, – დაძაბული ხმით ჩამჩურჩულა ედუარდმა.
"She's still growing quickly," Edward murmured to me, his voice quiet and strained.
585178.
განთიადი | თავი XXIII
რენესმეს თვალს არ ვაშორებდი.
I couldn't take my eyes off Renesmee.
585179.
განთიადი | თავი XXIII
სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
She looked perfect, absolutely healthy.
585180.
განთიადი | თავი XXIII
კანი ალებასტრივით უბზინავდა, ლოყები ვარდისფრად უღაჟღაჟებდა.
Her skin glowed like backlit alabaster; the color in her cheeks was rose petals against it.