მოიძებნა 668043 ჩანაწერი
585201.
განთიადი | თავი XXIII
ჯასპერი და ედუარდი დაიძაბნენ, მაგრამ არც მათ უთქვამთ რამე.
Jasper and Edward hovered but allowed it.
585202.
განთიადი | თავი XXIII
საინტერესოა, როგორ აღიქვამდა ჯასპერი ოთახში გამეფებულ დაძაბულ ატმოსფეროს.
I wondered how the room felt to Jasper right now.
585203.
განთიადი | თავი XXIII
შეიძლება, მხოლოდ ჩემზე იყო და სხვათა გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდა.
Or was he focusing so hard on me that he couldn't feel the others?
585204.
განთიადი | თავი XXIII
რენესმემ ჩემკენ გამოიშვირა ხელები და სახეზე ჩვეული თვალისმომჭრელი ღიმილი გადაეფინა.
Renesmee reached for me as I reached for her, a blinding smile lighting her face.
585205.
განთიადი | თავი XXIII
ჩემს მკლავებში მოხერხებულად მოეწყო.
She fit so easily in my arms.
585206.
განთიადი | თავი XXIII
პაწია, თბილი ხელი მაშინვე ლოყაზე მომადო.
Immediately, she put her hot little hand against my cheek.
585207.
განთიადი | თავი XXIII
მართალია, ამჯერად მომზადებული ვიყავი, მაგრამ როცა მისი კიდევ ერთი, მკვეთრი და ფერადი მოგონება თვალწინ დამიდგა, წამოვიკვნესე –
Though I was prepared, it still made me gasp to see the memory like a vision in my head. So bright and colorful but also completely transparent.
585208.
განთიადი | თავი XXIII
მან გაიხსენა, როგორ შევუტიე ჯეიკობს მდელოზე და როგორ ჩაგვიხტა შუაში სეთი.
She was remembering me charging Jacob across the front lawn, and Seth leaping between us.
585209.
განთიადი | თავი XXIII
მას ყველაფერი დაუნახავს და გაუგონია.
She'd seen and heard it all with perfect clarity.
585210.
განთიადი | თავი XXIII
გრაციოზული მტაცებელი, მსხვერპლს რომ მშვილდიდან გატყორცნილი ისარივით სწრაფად დაეტაკა, საკუთარ თავს ვერ მივამსგავსე.
It didn't look like me, this graceful predator leaping at her prey like an arrow arcing from a bow.
585211.
განთიადი | თავი XXIII
დაუცველად მდგარი ჯეიკობის დანახვაზე, რომელიც გაუნძრევლად ელოდა ჩემს თავდასხმას, თავი უფრო დამნაშავედ ვიგრძენი.
That made me feel a very small bit less guilty as Jacob stood there defenselessly with his hands raised in front of him.
585212.
განთიადი | თავი XXIII
ედუარდმა რენესმეს ფიქრების „დანახვაზე“ ჩაიხითხითა.
Edward chuckled, watching Renesmee's thoughts with me.
585213.
განთიადი | თავი XXIII
მერე ორივენი შევკრთით, რადგან სეთის დამტვრეული ძვლების ტკაცუნი ცხადად გავიგონეთ.
And then we both winced as we heard the crack of Seth's bones.
585214.
განთიადი | თავი XXIII
რენესმემ დამაბრმავებლად გაიღიმა.
Renesmee smiled her brilliant smile.
585215.
განთიადი | თავი XXIII
რატომღაც მომეჩვენა, რომ გაუხარდა, როცა სეთი ჯეიკობსა და ჩემ შორის ჩახტა.
I got the distinct impression that she wasglad Seth had put himself in front of my spring.
585216.
განთიადი | თავი XXIII
მას ჯეიკობის დაშავება არ სურდა.
She didn't want Jacob hurt.
585217.
განთიადი | თავი XXIII
ის მისი იყო.
He was hers.
585218.
განთიადი | თავი XXIII
– ეს იმიტომ, რომ ის ჩვენზე გემრიელია, – ამიხსნა თავადაც განაწყენებულმა ედუარდმა.
"It's just because he tastes better than the rest of us," Edward assured me, voice stiff with his own annoyance.
585219.
განთიადი | თავი XXIII
– ხომ გითხარი, მოვწონვარ-მეთქი, – გამაჯავრა ჯეიკობმა, რომელიც მისჩერებოდა რენესმეს.
"I told you she likes me, too," Jacob teased from across the room, his eyes on Renesmee.
585220.
განთიადი | თავი XXIII
რენესმემ, ჩემი ყურადღების მისაპყრობად, ლოყაზე ხელი მომითათუნა.
Renesmee patted my face impatiently, demanding my attention.