მოიძებნა 668043 ჩანაწერი
585281.
განთიადი | თავი XXIII
ედუარდის ხმის ტონის ცვლილებამ გამომარკვია.
The change in Edward's tone caught my attention.
585282.
განთიადი | თავი XXIII
– როგორც იქნა, – თქვა მან და ფანჯრისკენ მიტრიალდა.
"Finally," and turned to gaze out the window.
585283.
განთიადი | თავი XXIII
გარეთ უკვე ბნელოდა, მაგრამ მე მაინც შორს და გარკვევით ვხედავდი.
It was deep, purply night outside, but I could see just as far as before.
585284.
განთიადი | თავი XXIII
წყვდიადში ყველაფერი ჩანდა, ოღონდ ფერს იცვლიდა.
Nothing was hidden in the darkness; everything had just changed colors.
585285.
განთიადი | თავი XXIII
ელისი ხის ტოტზე ტანმოვარჯიშესავით ქანაობდა.
Alice swung back and forth from a branch like a trapeze artist.
585286.
განთიადი | თავი XXIII
ესმე ჩვეულებრივად გადმოხტა.
Esme made a more traditional leap.
585287.
განთიადი | თავი XXIII
ემეტი პირდაპირ წყალში ისე ჩადგაფუნდა, რომ წყლის შხეფებმა შუშის კედლამდე მოაღწია.
Emmett charged right through the water, splashing water so far that splatters hit the back windows.
585288.
განთიადი | თავი XXIII
ჩემდა გასაკვირად, მათ ჯასპერი გამოჰყვა.
To my surprise, Jasper followed after.
585289.
განთიადი | თავი XXIII
ესმე ნაზად, ემეტი აღფრთოვანებით, როზალი ცოტა ქედმაღლურად, კარლაილი შემწყნარებლურად, ხოლო ედუარდი – იმედიანად.
Esme sweet, Emmett excited, Rosalie a little superior, Carlisle indulgent, and Edward expectant.
585290.
განთიადი | თავი XXIII
– დაბადების დღეს გილოცავ!
"Happy birthday!"
585291.
განთიადი | თავი XXIII
– ვამპირულ დაბადების დღეს კი არ ვზეიმობთ.
We're not celebrating your vampire birthday.
585292.
განთიადი | თავი XXIII
– დღეს ცამეტი სექტემბერია, ბელა.
It's September thirteenth, Bella.
585293.
განთიადი | თავი XXIV
– არა, გამორიცხულია! – მკაცრად გავხედე ეშმაკურად მოღიმარ ჩვიდმეტი წლის ქმარს.
"No. No way!" I shook my head fiercely and then shot a glance at the smug smile on my seventeen-year-old husband's face.
585294.
განთიადი | თავი XXIV
– ეს არ ითვლება.
No, this doesn't count.
585295.
განთიადი | თავი XXIV
სამი დღის წინ მე დაბერება შევწყვიტე.
I stopped aging three days ago.
585296.
განთიადი | თავი XXIV
სამუდამოდ თვრამეტი წლის ვიქნები.
I am eighteen forever.
585297.
განთიადი | თავი XXIV
ელისთან კამათს აზრი არ ჰქონდა.
There was rarely a point to arguing with Alice.
585298.
განთიადი | თავი XXIV
როცა ჩემს თვალებში დანებების ნიშნები ამოიკითხა, სახე გაუბრწყინდა.
Her grin got impossibly wider as she read the acquiescence in my eyes.
585299.
განთიადი | თავი XXIV
– მზად ხარ საჩუქრის გასახსნელად? – წაიმღერა ელისმა.
"Are you ready to open your present?" Alice sang.
585300.
განთიადი | თავი XXIV
– საჩუქრების, – დააზუსტა ედუარდმა და ჯიბიდან უფრო ნაკლებად ბრჭყვიალა ლენტშებმული გრძელი და ვერცხლისფერი გასაღები ამოიღო.
"Presents," Edward corrected, and he pulled another key – this one longer and silver with a less gaudy blue bow – from his pocket.