მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58561.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
როცა ქარისამ უცხოელი იხილა, მაშინვე დარწმუნდა, შვილებს ვეღარ შეაკავებდა.
As soon as she saw the stranger, she was sure that she could no longer control her sons.
58562.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ის უცხოელი, შეიძლება, მართლა ნათესავად ეკუთვნოდა ფრიქსეს, მაგრამ ფრიქსეს არ ჰგავდა.
Perhaps this stranger really was Phrixos's kinsman, but he wasn't like Phrixos.
58563.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სხვანაირი შუქი ედგა თვალებში, ნადირის შუქი, დატყვევებული რომ უფრო საშიშია, ვიდრე ნებაზე გაშვებული.
There was a different light in his eyes, the light of a wild animal which is more dangerous when captured than when released.
58564.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ამისთანა მამაკაცს ბიჭბუჭები ბაძავენ, ქალები კი ნებდებიან, რადგან მასთან ბრძოლას აზრი არა აქვს.
Adolescent boys imitate men like that, and women give in to them, because there is no point fighting them.
58565.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქარისაც უკვე მზად იყო გადასულიყო იმ ხუთის მხარეზე.
Chalciope, too, was ready to join the five men's side.
58566.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ არც ეს იყო იოლი საქმე, ამასაც დამსახურება უნდოდა.
But this was no easy matter, she had to earn the right to do so.
58567.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მასაც უნდა ჩაედო თავისი წილი საერთო საგანძურში, სრულუფლებიანი წევრი რომ გამხდარიყო დღემდე მოწინააღმდეგე ბანაკისა.
She had to make her contribution to the kitty if she was to become a full member of today's enemy camp.
58568.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქარისას ბევრი აღარ დაუყოვნებია და მედეას ოთახისაკენ გაიქცა.
Chalciope didn't delay long in running to Medea's room.
58569.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მხევალიც აედევნა, მაგრამ ქარისამ დაუცაცხანა და ჩამოიშორა.
Her maid followed her, but Chalciope waved a hand to dismiss her.
58570.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქარისამ საწოლზე პირქვედამხობილი და მხრებაცახცახებული მედეა რომ დაინახა, თავზარი დაეცა.
When Chalciope saw Medea with her face pressed down on the bed and her shoulders quivering, she was horrified.
58571.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ალბათ, აიეტმა ჩემი შვილები გაწირა და ჩემზე ადრე ამან გაიგოო.
She supposed that Æëtes had sacrificed her children and that Medea had heard before she did.
58572.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„ვაიმე შვილებო, რატომ არ დაიქცევა ეს ოხერი სახლიო“, - ამოიგმინა ქარისამ.
"Woe is me, my children: why doesn't this accursed house collapse?" Chalciope wailed.
58573.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეა მუხლებზე წამოჯდა და ნამტირალევი თვალებით გაკვირვებული მიაშტერდა დას.
Medea got onto her knees and, amazed, stared with tearstained eyes at her sister.
58574.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„სულელო, შენს შვილებს რა სჭირთ სატირალი, ან მამის სახლს რატომ წყევლი, რა დაგიშავაო“, - უნდოდა ეთქვა მედეას.
"You silly woman, there's nothing wrong with your children that's worth weeping about: why are you cursing our father's house, what's he done to you?" Medea wanted to say.
58575.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ პირი ისე შეჰკვროდა, ტუჩებს ერთმანეთს ვერ აშორებდა.
But her mouth was paralysed, she couldn't part her lips.
58576.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ ერთი იცოდა მხოლოდ, შეყვარებული იყო და ვერავითარი ჯადო-წამალი ვერ განკურნავდა.
All Medea knew was that she was in love and no magic medicine could cure her.
58577.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ამით უნდა მომკვდარიყო და სანამ მოკვდებოდა, ასე უნდა ყოფილიყო: აწეწილი, აფორიაქებული, აღგზნებული.
She would die of it and, until she died, this is how she had to be: distressed, perturbed, carried away.
58578.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„სიკვდილი მინდა, დაო, სიკვდილიო“, - უნდოდა ეყვირა, რადგან მართლა უნდოდა სიკვდილი.
"I want to die, sister, to die", she wanted to yell, for she really wanted to die.
58579.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ფიქრობდა კიდეც, ალბათ, ესაა სწორედ სიყვარული, სიკვდილი რომ გინდაო.
Perhaps she even thought that love meant wanting to die.
58580.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეა ღრმად იყო დარწმუნებული, უცნაურად მოღიმარე უცხოელს რამე რომ მოსვლოდა, ერთ დღეს აღარ იცოცხლებდა თავს.
Medea was utterly convinced that if anything happened to the strangely smiling foreigner, she wouldn't want to live a day longer.