მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58601.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და აი, უკვე გაჩნდა სივრცე აბაჯბაჯებულ ბავშვსა და ჩაცუცქულ, ხელებგაშვერილ მშობლებს შორის, შიშნარევი აღტაცებით რომ აყოლებენ თვალს თავიანთ პირმშოს.
And now a gap had appeared between the toddler and its parents, who squat, holding out their arms, feeling both fear and delight as they watch their first-born.
58602.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას ახლა მხოლოდ მომხრე და გამმართლებელი სჭირდებოდა.
All that Medea needed now was someone to support her and approve of her actions.
58603.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მას უნდოდა თავისი გულისწადილი, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში მაინც აჰყვებოდა, სხვა, გარეშე ვალდებულებითაც განემტკიცებინა, იძულებად ექცია სურვილი.
She wanted her heart's desire, which she would in any case follow, to be confirmed by some outward obligations, so that it would be a compulsory wish.
58604.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და აი, თავისი ფეხით ეახლა ისიც: იძულება!
Now compulsion was coming of its own accord.
58605.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
განა შეიძლება სათხოვარზე მოსული დის გაწბილება? არაფრის გულისთვის.
Could anyone let down a sister who'd come with a plea? Certainly not.
58606.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თანაც თუ ის და უფროსია და დედის მაგიერიც, მისი ძუძუთი ხარ გაზრდილი.
Especially if the anyone was an elder sister, a substitute mother whose breast raised you.
58607.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და, ის რომ არ ყოფილიყო, ადვილი შესაძლებელია, არც შენ ყოფილიყავი და არასოდეს განგეცადა ეს ღვინოსავით მათრობელა და სიმთვრალესავით თამამი გრძნობა.
And without whom you might easily not exist and might never have experienced this feeling, as intoxicating as wine and as emboldening as drunkenness.
58608.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
- სიკვდილი მინდა, დაო, სიკვდილი! - შეჰღმუვლა დას მედეამ.
"I want to die, sister, to die!" Medea howled to her sister.
58609.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას ნათქვამითა და საქციელით უარესად გულგახეთქილი ქარისა დას მუხლებზე მოეხვია, თავი მუცელზე მიადო და ასლუკუნდა.
Extremely perturbed by what Medea was saying and doing, Chalciope embraced Medea's knees, put her head on Medea's belly and began to sob.
58610.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეამ უკვე იცოდა, რას ეტყოდა ქარისა.
Medea already knew what Chalciope would say to her.
58611.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ის უმალ მამას გაწირავდა, ვიდრე შვილებს და ასე იმიტომ კი არ მოიქცეოდა, შვილები რომ ერჩივნა მამას, არამედ შვილები უფრო სჭირდებოდა ახლა.
She would rather sacrifice her father than her sons, and this wasn't because she preferred her sons to her father, but because she needed them more now.
58612.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ერჩივნა, სხვათა თვალში შვილების მფარველად გამოსულიყო, ვიდრე უმწეო და უოჯახო ქალად, ისევ მამის საპატრონებელი რომ გამხდარა.
She preferred to appear to others as the protector of her sons, rather than a weak woman with no family, dependent on her father.
58613.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას ლოყები გაუწითლდა, სირცხვილის გრძნობამ შეაწუხა, რადგან იცოდა, თვითონაც აიძულებდა დას ეღალატნა მამისათვის.
Medea's cheeks blushed, a feeling of shame upset her, because she knew that she was forcing her sister to betray their father.
58614.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თვითონაც ავალდებულებდა, ვიღაც უცხოელის გადასარჩენად შემწეობა ეთხოვნა.
She was obliging her to help save a stranger.
58615.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„მეც შვილებს ვტირი, დაო, ჩემო ოქროსთმიანო, ჩემო გონიერო“, - სლუკუნებდა ქარისა და მედეას მუცელზე კოცნიდა.
"I'm weeping for my children, too, my clever, golden-haired sister", Chalciope sobbed and kissed Medea's belly.
58616.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მერე თავი წამოსწია, ჩამოყრილი თმა თავის ერთი აქნევით უკანვე გადაიყარა.
Then she lifted her head, with one sweep of her hand she pushed back her hair, which had fallen forward.
58617.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და ისეთი თვალებით შეხედა მედეას, მედეას ცოტა შეეშინდა კიდეც, ამან შეიძლება კაციც მოკლასო.
And she looked at Medea with such eyes that Medea was a little frightened: she looked capable of murder.
58618.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
დიდხანს უყურეს დებმა ერთმანეთს თვალებში.
The sisters looked each other in the eye for some time.
58619.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თითქოს ახლახან გაეცნოთ ერთმანეთი.
As if this was the first time they had got to know each other.
58620.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ვერაფრით დაეძლიათ უცხოობისა და უნდობლობის გრძნობა, რაც ყველა ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება ხოლმე.
They found it impossible to overcome the feeling of alienness and mistrust which is innate to every human being from their mother's womb.