მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
- ჰა! - გამოერკვა ქარისა ფიქრისაგან.
"What?" said Chalciope, surfacing from her thoughts.
58642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
- როგორ გაწუწულხარ, - გაიმეორა მედეამ.
"You really are drenched", Medea repeated.
58643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქარისამ მედეას კაბის კალთა ნამტირალევ თვალებში ამოისვა და ფრიქსე დაინახა.
Chalciope used the hem of Medea's dress to dry her tears, and she then saw Phrixos.
58644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ფრიქსე სახლისკენ მორბოდა, აქეთ-იქით ორ-ორი ბავშვი ამოეღლიავებინა.
Phrixos was running towards the house, holding two children under each arm.
58645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ბავშვები ფეხებს იქნევდნენ და სიხარულისაგან კიოდნენ.
The children were kicking their legs in the air and shrieking with joy.
58646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქარისასაც გაეღიმა, სევდიანად, სინანულით.
Chalciope also smiled, with sadness and regret.
58647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ამბობენ, თუ ძალიან მოინდომებ რამეს, აგისრულდებაო.
They say that if you want something very much, it will come to pass.
58648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ეს ერთდროულად არის და არც არის მართალი.
This is true and at the same time not true.
58649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
არ არის იმიტომ, რომ არც ერთი სურვილი, ყველაზე ძლიერიც კი, თავისით არ ასრულდება.
Untrue, because not even the strongest wish comes to pass by itself.
58650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება.
This is not hard to prove.
58651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მართალია იმდენად, რამდენადაც ადამიანის არსება მთლიანად მოექცევა ხოლმე ამ სურვილის გავლენისა და ზემოქმედების სფეროში.
And it's true only inasmuch as human beings act entirely under a wish's influence and effect.
58652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და რასაც მერე აკეთებს, ყველაფერი სურვილის კარნახის, უფრო სწორედ, ბრძანების კეთილსინდისიერი აღსრულებაა.
And conscientiously do all they can to carry out everything dictated, or rather ordered, by their wishes.
58653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ეს სურვილი აიძულებს ადამიანს, გააკეთოს მხოლოდ ის, რაც მის აღსასრულებლადაა საჭირო, რასაც ამ სურვილის გარეშე არასოდეს არ გააკეთებდა.
The wish forces a man to do only what is necessary to make it happen, what he would never do, but for that wish.
58654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ის აიძულებს აგრეთვე, აღმოაჩინოს თავის არსებაში საჭირო ძალაც, სიმტკიცეცა და სითამამეც და, თუკი აუცილებლობა მოითხოვს, თვალთმაქცობის უნარიც, უტიფრობაც და უსინდისობაც კი.
It also forces him to find in his own being the necessary strength, firmness and boldness and, if it is absolutely required, a capacity to deceive, insolence and ruthlessness, too.
58655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
დებიც ახლა სურვილის ტყვეობაში იყვნენ, ორივენი თვალთმაქცობდნენ და ორივენი მართლები იყვნენ საკუთარ თავთან.
The sisters were now captives of desire: both were being devious and both were right in their own eyes.
58656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეა რომ შეყვარებული იყო, ქარისას დის ოთახში შემოსვლისთანავე უგრძნო ტანმა.
The moment Chalciope entered her sister's room, she instinctively sensed that Medea was in love.
58657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ამ აღმოჩენამ ისე ააფორიაქა, თითქოს მას ეცილებოდნენ რაღაცაში, რაც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და რასაც დისთვისაც ვერ გაიმეტებდა.
This discovery so perturbed her as if she was being deprived of something which belonged to her alone and which she couldn't spare, even for her sister.
58658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
წვიმის ხმამ ისევ გაახსენა წეღანდელი შეშფოთება.
The sound of the rain reminded her of yesterday's alarm.
58659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„რა სულელი ვარ, - გაიფიქრა, - თუ ეს მართალია, მედეას ჩემი თხოვნა რაღად უნდაო“.
"How stupid I am", she thought, "If it's true, then there's no need for me to ask Medea".
58660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქარისა წამოდგა, ოთახში წინ და უკან უაზროდ გაიარა.
Chalciope stood up, walked up and down the room aimlessly.