მოიძებნა 668043 ჩანაწერი
587101.
განთიადი | თავი XXXIII
არც ერთ ოთახში არ ენთო შუქი, მიუხედავად იმისა, რომ გარეთაც კი უკვე საკმაოდ ბნელოდა.
There were no lamps on inside any of the rooms, though it was grim enough outside.
587102.
განთიადი | თავი XXXIII
უდარდელი სტვენის გაგონებამ ისე გამაოცა, რომ თავიდან ვერც კი შევამჩნიე – კარაჭედილი შენობა სწორედ იმ მისამართზე მდებარეობდა, მე რომ ვეძებდი.
I was so bemused by the carefree whistler, that I didn't realize at first that the abandoned building was right where the address I was looking for should exist.
587103.
განთიადი | თავი XXXIII
მანქანა ტროტუართან გავაჩერე და ჩავფიქრდი.
I pulled up to the curb and idled for a second.
587104.
განთიადი | თავი XXXIII
ამ ნახევრად დანგრეულ შენობაში შესვლა მაინც მომიწევდა, მაგრამ ამ სტვენიასთვის როგორ ამერიდებინა თავი?
I was getting into that dump one way or another, but how to do so without the whistler noticing me?
587105.
განთიადი | თავი XXXIII
შემეძლო მომდევნო ქუჩაზე დამეყენებინა მანქანა და უკანა მხრიდან მივსულიყავი...
I could park the next street over and come through the back...
587106.
განთიადი | თავი XXXIII
– ეი, ქალბატონო, – დამიძახა სტვენიამ.
– Hey, lady, – the whistler called to me.
587107.
განთიადი | თავი XXXIII
მგზავრის მინა ჩავწიე, თითქოს სხვანაირად მისი ხმის გაგება მიჭირდა.
I rolled the passenger window down as if I couldn't hear him.
587108.
განთიადი | თავი XXXIII
კაცმა გაზეთი გადადო.
The man laid his paper aside.
587109.
განთიადი | თავი XXXIII
მისმა ტანისამოსმა გამაკვირვა.
His clothes surprised me.
587110.
განთიადი | თავი XXXIII
ნიავი არ ქროდა, რომ სუნი მეგრძნო, მაგრამ შავი, მბზინვარე პერანგი აბრეშუმისა უნდა ყოფილიყო.
There was no breeze to give me the scent, but the sheen on his dark red shirt looked like silk.
587111.
განთიადი | თავი XXXIII
– ქალბატონო, აქ მანქანას ნუ გააჩერებთ.
- Maybe you shouldn't park that car there, lady.
587112.
განთიადი | თავი XXXIII
– თორემ რომ დაბრუნდებით, აღარ დაგხვდებათ.
- It might not be here when you get back.
587113.
განთიადი | თავი XXXIII
ძრავა ჩავაქრე და გადმოვედი.
I shut off the engine and got out.
587114.
განთიადი | თავი XXXIII
დიდი, შავი ქოლგა გავშალე – იმის კი არ მეშინოდა, რომ გრძელი, საყელოიანი ქიშმირის კაბა დამისველდებოდა, უბრალოდ, ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა.
I opened my big gray umbrella – not that I cared, really, about protecting the long cashmere sweater dress I wore, it was what a human would do.
587115.
განთიადი | თავი XXXIII
კაცმა შემათვალიერა და თვალები გაუფართოვდა.
The man squinted and his eyes widened.
587116.
განთიადი | თავი XXXIII
ჩემს მიახლოებაზე ნერწყვი გადაყლაპა და გული აუჩქარდა.
He swallowed, and I heard his heart accelerate as I approached.
587117.
განთიადი | თავი XXXIII
– ვიღაცას ვეძებ, – დავიწყე მე.
- I'm looking for someone, - I began.
587118.
განთიადი | თავი XXXIII
– ეგ ვიღაც მე ვარ, – ღიმილით მითხრა.
- I'm someone, - he offered with a smile.
587119.
განთიადი | თავი XXXIII
– რით დაგეხმაროთ, ლამაზო?
- What can I do for you, beautiful?
587120.
განთიადი | თავი XXXIII
– თქვენ ჯეისონ ჯენკსი ხართ?
- Are you J. Jenks?