მოიძებნა 668060 ჩანაწერი
58721.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
შეიძლებოდა მედეას ეჩვენებოდა.
Possibly, Medea was imagining things.
58722.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
შეიძლება ასეთი გრძნობა სწორედ იმ უდარდელმა ღიმილმა გაუჩინა, ასე რომ უხდებოდა უცხოელს.
Maybe it was the carefree smile, which suited the stranger so well, that gave her this feeling.
58723.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მაგრამ ერთი ცხადია, იგი ბეწვის ხიდზე მოაბიჯებდა.
But one thing was clear: he was walking a tight-rope.
58724.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მედეას იმის მერე არ გაქრობია ავი წინათგრძნობა.
After this, Medea never stopped having forebodings.
58725.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
და ამიტომაც იყო, ერთი გზობა კიდევაც რომ გადაწყვიტა, მამას ფეხებში ჩავარდნოდა და უცხოელის დაცვა ეთხოვნა.
And this is why she nearly decided to throw herself at her father's feet and beg him to protect the stranger.
58726.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თავისთან დაეტოვებინა, არ გაეშვა.
To keep him in the palace, not let him out.
58727.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
აქ, მამის სასახლეში, შეიძლება, მართლაც გადარჩენოდა იმ მთავარ განსაცდელს, სადღაც, ცხრა ზღვის იქით რომ განეზრახა მისთვის ვიღაცას.
Here in her father's palace he might possibly survive the main ordeal which someone somewhere across the seven seas had planned for him.
58728.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
რას არ ფიქრობდა საწყალი გოგო.
The poor girl thought of everything.
58729.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ეგონა, ამდენი ფიქრისაგან თავი უშნოდ და უსასრულოდ ეზრდებოდა.
She felt as if her head was getting ugly and enormous from so much thinking.
58730.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ახლა ამან შეაშფოთა, ისედაც ზედ არ მიყურებს და ახლა ასე თავგასიებული როგორ დავენახვოო.
Now it worried her that now the stranger wouldn't even look at her: how could she show herself with such a swollen face?
58731.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
მოკვდება და მოკვდეს, მეც თავს მოვიკლავ და ეგ იქნებაო.
If he had to die, so be it, she would kill herself and that would be the end of it.
58732.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
„ასე სჯობს, რა თქმა უნდა, ასე სჯობს“, - ხელზე იხვევდა ამ ფიქრს მედეა, ხელზე არა, კისერზე.
"That would be better, of course, it would be better", the thought clutched Medea not by the hand but by the throat.
58733.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ჩაბნელებულ ოთახში ბრმასავით დაბორიალობდა, კედლებს ეხლებოდა.
She rushed around the darkened room like a blind man, hitting the walls.
58734.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
თითქოს ამ ოთახში შემთხვევით შემოფრენილი ჩიტი იყო და გასასვლელს ვეღარ პოულობდა.
It was as if a bird had accidentally flown in and couldn't find the way out.
58735.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ახლა ქალების ქილიკაობა და სიცილი შემოესმა.
Now she caught the sound of young women gossiping and laughing.
58736.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
სისხლი გაეყინა.
Her blood curdled.
58737.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
კედელს აეკრა, თითქოს უნდოდა კირივით შეგლესვოდა და სამუდამოდ ზედ შერჩენოდა.
She clung to the wall, as if she wanted to be plastered on it like mortar and stay there for ever.
58738.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ქალები მედეას დასცინოდნენ: ვერ უყურებთ, ეს თავდახრილი გოგო სინამდვილეში რა გულშმაგი ყოფილაო.
The women were laughing at Medea, "You can't bear to look at her, that quiet modest girl is raging with passion".
58739.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
ერთ ოყლაყს მამაც ანაცვალა და ქვეყანაცო.
She's abandoned her father and her country for the sake of an oaf.
58740.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | აიეტი, თავი V
რა გაუჭირდა საამისო, აფსუს ჩვენო კაცებოო.
Why did she need to do that? "Shame on our men!"